მოგეხსენებათ, "ნაპოლის" ამომავალ ვარსკვლავს ერთა ლიგაზე 5 გოლი მოუგროვდა, რითაც მხოლოდ ალექსანდრ მიტროვიჩსა და ერლინგ ჰალანდს ჩამორჩა.
"კვარას" გოლს პლუს ასისტში 5+3 შედეგი აქვს დაფიქსირებული, რითიც კოსოვოელ ვადატ მურიქისთან 1-2 ადგილებს იყოფს და ამ ნიშნულით მან ერთა ლიგაზე ლეგენდარულ ფეხბურთელებს აჯობა, რაზეც Championat წერს:
"კვარადონა" არამარტო ბრწყინვალედ თამაშობს "ნაპოლიში", არამედ ის საქართველოს ნაკრების ლიდერიცაა. 26 სექტემბერს ქართველებს გიბრალტართან მატჩში ქულა აძლევდათ ხელს, რათა B ლიგაში გადასულიყვნენ, თუმცა 2:1
ბომბარდირთა დავაში ის მხოლოდ ნორვეგიის ნაკრების ფორვარდ ერლინგ ჰალანდსა და სერბეთის ნაკრების თავდამსხმელ ალექსანდრ მიტროვიჩს 1 ბურთით ჩამორჩა.
გოლს პლუს ასისტში კი ხვიჩა საუკეთესო გახდა! შეგვიძლია, ვთვქათ ერთ-ერთი საუკეთესო რადგან ის კოსოვოელ ვადატ მურიქისთან 5+3 სისტემით 1-2 ადგილებს ინაწილებს.
"კვარამ" უკან ჩამოიტოვა ისეთი მონსტრები, როგორებიც კრიშტიანო რონალდო, ლუკა მოდრიჩი და კილიან მბაპეა!
ხვიჩა 21 წლის ასაკში ანგრევს ევროპას და დიდ დაპირებას იძლევა! წინ კი სეზონის მეორე ნაწილია", - წერს გამოცემა.
ვინ იყო საუკეთესო? - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასება