სლუცკი ხვიჩაზე: ბრილიანტი მყავდა, ტიროდა, მისთვის ფეხბურთი დისნეილენდია - ახლა სრულიად სხვა დონეზეა

AutoSharing Option
"რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოსთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

- მოდით, ვარჯიშებით დავიწყოთ. ხალხისთვის მნიშვნელოვანია გაიგონ, როგორ წარმოაჩენს ვარჯიშებზე მოთამაშე თავს, რისი მეშვეობით ვხედავთ მის სიახლეებს. როგორი იყო კვარაცხელია ვარჯიშებზე?
- როდესაც "რუბინში" მოვედი, კვარაცხელია ძალიან ახალგაზრდა იყო. ჩემთვის ეს მართლაც სერიოზული გამოცდა გახლდათ, რადგან მოვედი გუნდში, რომელიც პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა. ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები მქონდა, მაგრამ პირველ ვარჯიშზე კვარაცხელიას მონაწილეობით ზოგიერთი მომენტი როგორც კი ვნახე, მაშინვე გავიფიქრე, რომ შესანიშნავი არჩევანი გავაკეთე.

არ ვიცოდი, გუნდისთვის სიტუაცია როგორ
განვითარდებოდა,
გავარდებოდა თუ არა, თუმცა ვიცოდი, რომ მე ეს ბრილიანტი მეყოლებოდა, ვინაიდან ვარჯიშზე მისი ტალანტის მიხვედრას 5 წუთი სჭირდება. ეს ძალიან ადვილია. რა თქმა უნდა, როგორც ყველა ნიჭიერ ფეხბურთელს, მასაც ჰქონდა ზოგიერთი განსაკუთრებული თვისებები, მეტადრე საქციელი.

პირველ ვარჯიშზე ასეთი ეპიზოდი მოხდა: ერთი მოთამაშე ვარდნაში წავიდა, კვარა კი წაიქცა და ტირილი დაიწყო. გავიფიქრე: "შეუძლებელია". პირველი ვარჯიშია და საუკეთესო ფეხბურთელმა შეიძლება ტრავმა მიიღო, შეიძლება ფეხი მოიტეხა, არ ვიცი".

როდესაც ერთი წუთის შემდეგ წამოდგა და თამაში ისე გააგრძელა, თითქოს არაფერიც არ მომხდარა, დავუსტვინე და ვუთხარი: "არა, ეს შეუძლებელია. ეს სერიოზული თამაშია, ფეხბურთი მამაკაცების თამაშია, ხოლო თუ ამისათვის მზად არ ხარ, თუ ბიჭი ხარ და არა მამაკაცი, ეს კარგი არაა".

მასთან დაკავშირებით უცნაური ვითარება იყო: ტკივილს აბსოლუტურად ვერ იტანდა.  ყოველი ვარდნის შემდეგ ტირილს იწყებდა. ეს პირველი. მეორე ფეხბურთს ეხება. მან არ იცოდა, როგორ გამოეყენებინა საკუთარი საუკეთესო უნარები. ყველგან დრიბლინგზე მიდიოდა, სულერთია ჰქონდა თუ არა თავისუფალი სივრცე, წინ მიიწევდა. მიდიოდა ცხრა მოთამაშის წინააღმდეგ, ხუთის წინააღმდეგ, ერთის წინააღმდეგ - განსხვავება არ არსებობდა.

კიდევ ერთი პრობლემა - კონტაქტს მუდამ გაურბოდა, ვარდნებს. ესეც დიდ პრობლემას წარმოადგენდა. როცა ასეთი ფანტასტიკური დრიბლინგი გაქვს, ასეთი ფიზიკური მონაცემებით, ეს ნიშნავს, რომ შენს წინააღმდეგ ხშირად წამოვლენ ვარდნაში. ის კი თავს არიდებდა. მაგალითად, მოტყუებაზე ადრე მიდიოდა.

მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ორი რამ გავიგე: ვიმუშავებდი ბრწყინვალე მოთამაშესთან, რომლის ნიჭსაც ჭერი არ გააჩნია, რომელსაც შეუძლია განვითარება და დონით ზეცის მიღწევა. მეორე - ღმერთმა მოგცა ერთი, მაგრამ არ მოგცემს სხვა რამეს.

ხვიჩა მშვიდი არაა, ტკივილს ვერ იტანს, კონტაქტს გაურბის - ეს მინუსები. კვარაცხელიასთვის სპეციალური პროგრამა იყო, ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით, ინდივიდუალური ტაქტიკური გაკვეთილები გვქონდა. თუ ტირილს დაიწყებდა, ვცდილობდი ვარჯიშიდან გამომეყვანა.

ფეხბურთი მას მოსწონს, როგორც ბავშვს - თითქოს დისნეილენდია. შენ თუ ტირილს იწყებ, თუ ვარჯიშიდან წახვალ, მეტად ვეღარ მოხვდები დისნეილენდში.

ეს დიდი სამუშაოა, მხოლოდ საფეხბურთო მოედანზე კი არა, რადგან ის 100%-იანი ნიჭის პატრონია. ვიცნობ ხვიჩას მამას, მან ძალიან განავითარა, დრიბლინგი მისცა, ინდივიდუალური უნარები. თუმცა, თუ ხასიათზე ვილაპარაკებთ, სიტუაციებზე, სადაც ამის გამოყენება მაქსიმალურად შესაძლებელია - იქ დიდი სამუშაოს შესრულებაა საჭირო.

კვარასი ძალიან მადლობელი ვარ, რამეთუ ძალიან კარგად ვურთიერთობდით, ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა. ყოველ ვარჯიშზე ვუხსნიდი, ვუხსნიდი, ვუხსნიდი კონტაქტებზე, ტრავმებზე, ტკივილებზე, მოთმენაზე, ხასიათზე, იმაზე, როგორ უნდა გამოეყენებინა თავისი საუკეთესო თვისებები. ვფიქრობ, რომ ახლა სუსტ მხარეებზე მკითხავთ - ლუჩანო სპალეტი რა თქმა უნდა, პირველ რიგში დაცვის დახმარებაზე იტყვის.

ამჟამად ის ამ ასპექტში სამჯერ უფრო უკეთესია, ვიდრე მაშინ, როცა მუშაობა დავიწყეთ. იმ დროს მისი დაცვითი უნარები ნულოვანი იყო. ახლა ზონის გადაკეტვა შეუძლია, მოძრაობა, ხანდახან ვარდნაში წასვლა. რაც ყველაზე მთავარია: პირდაპირ ახლა ყველა გადაწყვეტილებას სწორად იღებს. მისი დრიბლინგი ძალიან საჭიროა. ყოველ სიტუაციაში. ბურთს კარგად ინარჩუნებს და როგორც მოთამაშე, სრულიად სხვა დონეზეა.

ხვიჩას ყველა მატჩს ვუყურე, ყველა თამაშის შემდეგ ვსაუბრობდით - ტელეფონით ან შეტყობინებებით და ყველა სიტუაციის გაანალიზებას ვცდილობთ. რა თქმა უნდა, ლუჩანო მისი ბოსია, მაგრამ მე ჩემის მხრივ დახმარებას ვცდილობ.

მკითხველის კომენტარები / 64 /
კარგად დააკვირდით როგორ პიარს უკეთებს თავის თავს სლუცკი.ცუდი ამაში არაფერია,მაგრამ ზღვარს გადადის.კარგია რომ ამბობს ბრილიანტია,ზედა ზღვარი არა აქვს,მაგრამ მთავარი არსი მაინც თავისი თავის ქებაა.ამას კი ბევრი დასაცინი რამ მოაყოლა.წითელ ხაზებს კვეთს.ნაპოლიში მართლა გაბრაზდებიან,სპალეტი ენერგიას არ იშურებს ხვიჩა ტოპფეხბურთელად რომ აქციოს და ეს კიდევ თურმე რჩევა-დარიგებებს აძლევს ხვიჩას,თანაც რას ეუბნება ღმერთმა იცის.კოლეგიალობაც არ ცოდნია.მომავალში ხვიჩა 100 მლ.და მეტადაც შეიძლება გაყიდონ და სლუცკის უაზრო დარიგებები ვის ჭირდება.
გიგა
30 სექტემბერი 2022 02:11
1
სლუცკი მაგარი შებერტყ.ლია,თავის თავს პიარს უკეთებს,ხვიჩას კი დასაცინს ხდის.იცის ხვიჩა რა სიმაღლესაც შეწვდება და თავს იწონებს მე გავზარდეო.ტაქტიკური თამაში რომ ესწავლებინა ახლა სპალეტი აღარ იწვალებდა. მადლობა სლუცკის იმაში რომ ხელი არ შეუშალა ხვიჩას თვით განვითარებაში.სხვა რა,რა ბაგაჟითაც მივიდა ხვიჩა, იმ ბაგაჟით წამოვიდა.მესიჯიც მაგარი გაგზავნა,ხვიჩას ფეხებში ურტყით და თამაშს აღარ გაამწვავებს,მშიშარა და მტირალა არისო. ახლა მისი დარიგება ხვიჩას არ ჭირდება და თავი გაანებოს,მაგრამ ვიცი არ შეეშვება,არც სიომინი.ან ეს ვისღა დაკარგვია,არშავინს შეადარა ხვიჩა ნიჭით.ხვიჩა ანგრევს იტალიურ და ბრიტანულ სქემებს,ნახაზებს და ფეხბურთს ძველებურ სილამაზეს და ოსტატობას უბრუნებს.ცუდი იყო ჯორჯ ბესტის,თუნდაც მესხის,გუცაევის და სხვა დიდი გარემარბების ყურება? ახლა ფეხბურთი ბიზნესია და ფეხბურთელები კი არა სქემები დარბიან წინ და უკან.ევროპამ ძლივს ნახა ფეხბურთელი,რომელიც სხვა ფეხბურთელს ატყუებს და შედეგსაც დებს.ამიტომ გადაირივნენ.სტადიონზე ემოციებმა და გრძნობებმა იმატა,მარტო შედეგზე ორიენტირება ბიზნესია,მეტი არაფერი. ახლა ხვიჩასნაირებს აარჩევენ მოწინააღმდეგის სქემების დასანგრევად.ეს სხვათაშორის ნეიმარმა და მბაპემაც ვერ შეძლეს იმ დონეზე,როგორც ამას ხვიჩა აკეთებს.მალე სპალეტიც მიხვდება იმას,რომ ხვიჩას ენერგია დაცვით ფუნქციების შესრულებას არ უნდა შეწიროს.ხვიჩას თავისუფლება უნდა მისცე ისე,როგორც მესის აძლევენ.ხვიჩას ადგილას სლუცკის ვეტყოდი, ჩემს დაცინვას მოეშვი თორემ ერთ ადგილას გაგაგზავნითქო.ხვიჩა დიდ სიმაღლეებს რომ მიაღწევს სლუცკი იტყვის ახლაც ჩემი დარიგებებით თამაშობსო.ევროპაში უნდა ალბათ მწვრთნელობა და ყველა თამაშის შემდეგ მორიგ სისულელეს დაფრქვავს.მაგის პიარისტი თავი რა ვთქვი მე...
გიგა
30 სექტემბერი 2022 01:47
5
მეც არ მესიამოვნა ეგ ინტერვიუ. განსაკუთრებით ის ნაწილი, სადაც იძახის ტკივილს ვერ იტანსო, მომეჩვენა, რომ ამით იტალიელებს გააგებინა, უხეშად თუ ეთამაშებით მისი თამაშიდან გამოთიშვას მოახერხებთო, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რუსები ამას წერენ და რუსი ბლოგერებისგანაც გამიგია იგივე, პირველივე ბურთის შეხებაზე თუ უხეშად ეთამაშები, მერე ტრავმის მიღების ეშინია და ისეთი აქტიური აღარ არისო, ეს იტალიელმა მცველებმა ჯერ არ იციანო და რუსეთში ასე ვისწალეთ მისი შეჩერებაო.
არ მომწონს მის სისუსტეებზე რომ ლაპარაკობს იტალიელებთან, ეგ ნაწილი საერთოდ უნდა ამოეღო და არაფერი ეთქვა, თუ რაიმეს გახსენება უნდოდა მისი თინეიჯერობიდან, უამრავი ისტორია ექნებათ და ის გაეხსენებინა.
გასაგებია, რომ უნდოდა ფართო პუბლიკისთვის ეთქვა, ჯერ კიდე ბავშვი ჩავიბარე და ასეთი პროფესიონალი გავზარდეო, მაგრამ მთლად დადებითად არ გავეწყვე ამ ინტერვიუს შემდეგ.
აქ ხალხი კი მადლობებს იხდის და რავიცი ...
მე ვერ ვხვდები ალბათ...
!!
30 სექტემბერი 2022 21:52
0
სლუცკი ძალიან მაგარი მწვრთნელია,კარგი ფსიქოლოგი,მან იგივე დადებითად იმოქმედა კვარაზე,როგორც თავის დროზე ლობანოვსკიმ კალაძეზე.
Sake
29 სექტემბერი 2022 18:29
2
სპალეტი რომ გაიგებს სლუცკის ინტერვიუს შესახებ, აუკრძალავს ხვიჩას სლუცკისთან ნაპოლის თამაშების გარჩევას და მისგან რჩევების მიღებას. Aurelio De Laurentiis-ი საერთოდ მაგრად გაბრაზდება. არავინ არ უნდა ჩაერიოს ნაპოლის წამყვანი ფეხბურთელის მომზადების პროცესში. ეს პირველ რიგში ვიღაც რუს ტიპებს ეხება.
ქ. გ.
29 სექტემბერი 2022 16:58
10
მერე რა, რომ ტიროდა, ამაში არაფერია ცუდი და არც ამ კაცს მოუხსენებია ცუდად. ტიროდა ტარიელიც, მაგრამ ქართულ ლიტერატურაში ჯერაც საუკეთესო გმირი პერსონაჟია. ტირილი ემოციაა, ამაში არაფერია დასაძრახი !
მარი
29 სექტემბერი 2022 11:39
4
არაფერი არ უთქვამს ამ კაცს ხვიჩაზე ცუდი, თუ ტიროდა მერე რა, ტკიოდა და ასე გამოხატავდა, სლუცკიმ ეს დასაკნინებლად კი არ თქვა, თქვა რომ ხვიჩა არის ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული და თავდადწბულიო.
ხვიცა კაცია, ეხლაც და 18 წლისაც კაცი იყო. უკვე და საქართველოს და რუსეთს კი არა მთელ მსოფლიოს შეაყვარა და შეაყვარებს თავს.
ირაკლიუსი
29 სექტემბერი 2022 11:14
5
აი კაცი და პროფესიონალი. მეტი სლუცკი და სიომინი სრულიად რუსეთში, მაგათაც ეშველებათ და სხვასაც. რაღა დროს ჟანგიანი ტანკებია აბა.
ქომაგი
29 სექტემბერი 2022 10:01
7
Თუ აკვირდებიᲗ,რომ Ჩვენ ცოტა ვერ ვარᲗ,რას ერᲩიᲗ ამ კაცს,იმიტომ,რომ რუსია?დავინახე Თუ არა 5 წუᲗᲨი მივხვდი,რომ ბრილიანტი იყოო,რა არ მოგეწონაᲗ,დიახ ამ კაცს აქვს დამსახურება,ყველა რუსი არ არის დერᲟი მორდა,ერᲗჯერ და სამუდამოდ უნდა ᲨევიგნოᲗ,რომ Ჩვენ არც არავისზე უკეᲗესები ვარᲗ და არც უარესები,სხვაᲗა Შორის ვის გამო დატოვა ლოკომოტივი ხვიᲩამ,კიკნაᲫის გამო და სიომინი ატირდა,არავის გამო არ ატირებულა და ატირდა ხვიᲩას გამო,იცოდა რა ტალანტი იყო ხვიᲩა,არც ერᲗ ფეხბურᲗელზე არ უᲗქვამს სლუცკის ზᲦვარი არ აქვსო,Ჩვენ სანამ ვერ ვისწავლიᲗ კარგის და ცუდის გარᲩევას ასე ვიქნებიᲗ.
გადადექი
29 სექტემბერი 2022 09:57
2
გენაცვალე 100 % იანი ხარ
Bayern
29 სექტემბერი 2022 11:09
2
ამ კაცმა იტალიელებს უთხრა, რომ ეგ ბავშვი მე გავზარდე, მე ამოვიცანი ასეთი ბრილიანტი რომ დავინახეო და ჩემი დიდი წვლილია ასეთი პროფესიონალი რომ დავაყენე იმ ბავშვისგან, ვინც ყველა შეჯახებაზე ტირილს იწყდებაო.
ჩემი აზრით ყველა ვარსკვლავის პირველი მწვრთნელი ამას იტყვის, და თავის პრივილეგიასაც გაუსვამს ხაზს.
აქ რაც ცუდი კომენტარები დაიწერა იმათიც მესმის.
არავინ არ უკარგავს ამაგს სლუცკის, უბრალოდ ჩემთვის გულდასაწყვეტია, რომ ამას არა რომელიმე ქართველი მწვრთნელისგან ვიგებთ, რომლებმაც საერთოდ ვერ დააფასეს აქ მაგ ასაკში ხვიჩა, არამედ რუსისგან.
სანამ ასე ვიქნებით და ერთმანეთს ცუდი თვალით შევხედავთ, დავაკნინებთ და არ დავაფასებთ, მერე ნუღა გვწყინს, რომ სხვაგან გაშლის ფრთებს ჩვენი ნიჭიერი ხალხი.

მე მაინც ხვიჩას არანორმალური შრომის, ნიჭის და მონდომების დამსახურება მგონია ეს ყველაფერი რაც მას აქვს და მერე სხვების.
Thomas
29 სექტემბერი 2022 09:21
3
ხალხო მარიო რუიზე ვინც წერთ. გადახედეთ ხვიჩას თამაშებს ყოველთვის როცა მარიო თამაშობს ხვიჩა უფრო გახსნილია. ჩემი აზრით ხვიჩას და მარიოს
მოედანს გარეთ კარგი ურთიერთობის გამო თამაშობს მარიო. სპალეტი ხვიჩას მენტალიტეტს ჩაწვდა. მეგობარი დაუყენა უკან რომ დაცვაში ჩასვლა არ შეეზაროს. ასე რომ ხვიჩა და მარიო უკეთ უგებენ ერთმანეთს და ერთმანეთის დახმარებით უკეთ თამაშობენ. თან მარიომ როდისმე გაუშალა ხელი? როცა ხვიჩა ბურთს კარგავს ის არ ბრაზდება.
roma bejanidze
29 სექტემბერი 2022 08:56
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული