ესპანელმა საფეხბურთო მენეჯერმა ანტონიო ლოპესმა "მამარდას" შესახებ საინტერესო ისტორია გაიხსენა.
"შევიტყვე, რომ თბილისის "ლოკომოტივში" ნიჭიერი ახალგაზრდა მეკარე თამაშობდა, მასზე თვალყურის მიდევნება დავიწყე, ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გიორგიმ "გრანადას" წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა, მატჩის შემდეგ "მამარდასთან" ვისაუბრეთ და თანამშრომლობა გადავწყვიტეთ, მისი შეძენა ესპანურ გუნდებს შევთავაზე, ქართველები ფიზიკურად ძლიერები არიან, ბევრი სახელოვანი სპორტსმენი აღზარდეს, რაც მთავარია,
პირველ რიგში, მამარდაშვილში გამარჯვებულის მენტალიტეტმა მომხიბლა, მადრიდის "ატლეტიკოს", "ბარსელონას", "ჟირონას", "ბეტისს", "ვილიარეალს" დავუკავშირდი, მაგრამ, როდესაც ვეუბნებოდი, რომ საქართველოდანაა მათგან პასუხად ვიღებდი:
"ქართველი? არა, გმადლობთ".
ასეთი პასუხი ძალიან მაბრაზებდა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ გიორგი თავს საუკეთესოდ წარმოაჩენდა და ასეც მოხდა" - განაცხადა ლოპესმა.
შეგახსენებთ, "ღამურები" ლა ლიგაში გამართული 6 მატჩის შემდეგ, 9 ქულით მე-9 ადგილს იკავებენ, "ვალენსია" მორიგ შეხვედრას 2 ოქტომბერს, "ესპანიოლის" წინააღმდეგ გამართავს.
"მამარდა" Marca-ს რჩეულებშია - გიორგი ლევანდოვსკისა და ვინისიუსის გვერდით
მამარდაშვილისა და განსაკუთრებით ხვიჩას შემდეგ ალბათ მიხვდნენ, რომ ბოდიში და "ბებიამისისა" მიირთვეს.
ბარსა ცნობილია იმით, რომ დიდ ყურადღებას აქცევენ პიროვნულ მხარეს და არა მარტო ტექნიკურ მხარეს. ძალიან ძლიერი უნდა იყო სპორტული თვალსაზრისით რათა პიროვნულზე თვალი დახუჭონ.
სხვათაშორის იგივე დამოკიდებულება აქვთ ბრაზილიელებთან. მათ სახელი აქვთ, რომ "ცვდებიან" ორ-სამ წელიწადში რადგან არ ცხოვრობენ სპორტული რეჟიმით და ეს მათ მენტალიტეტზე და ფიზიკურ მონაცემებზე აისახება მკვეთრათ.
ავიღოთ ასევე ჭანტურიას მაგალითი. გვარდიოლას ხშირად გადაყავადა პატარებიდან და ძირითად გუნდთან ავარჯიშებდა. თიპი საფეხბურთო სკოლის თვალსაზრისით ოქსფორდში იყო. სთხოვდნენ სრულწლოვნებამდე მოეთმინა და დარჩენილიყო მაგრამ ვიტესის პირველივე შემოთავაზებას დახარბდა. ახლა სადაა ნეტა? სამწუხაროდ მსგავსი ამბები ქმნიან წარმოდგენას ქართველებზე და მათ სპორტულ ფსიქოლოგიაზე.
წარმატებები ყველა ქართველს და ქართველ სპორტსმენს!
1. მათი აზრით არასაფეხბურთო ქვეყანა (ვიყავით), ვინაიდან მამარდაშვილის დროს არცერთი ქართველი არ თამაშობდა ტოპ ჩემპიონატში.
2. ქართველებზე ვრცელდება არაევროკავშირელის ლიმიტი.
"ქართველი? არა, გმადლობთ".
ყველა მაგ აზროვნების ადამიანები, ჩაბეტონდით მელიქიშვილის დარჩენილ ადგილებში, ერთმორწმუნე არარაობებთან ერთად.