"ლუკაკუ შესანიშნავად გამოიყურებოდა, მას მოედანზე ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. რომელუმ ასე უნდა გააგრძელოს და ბევრი იშრომოს, რომ ძველებურ დონეზე დაბრუნდეს.
გუნდზე დავიდ ნერეშის გავლენა იზრდება, დღითიდღე უმატებს. ზოგადად, ფეხბურთელები აცნობიერებენ, რომ თუ სათამაშო დროის მიღება სურთ, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია უნდა მაჩვენონ. არ უნდა დავივიწყოთ პოლიტანოც, მასთან ერთად აქამდე "ინტერში" მიმუშავია, გარდა მატეოს ტექნიკური შესაძლებლობებისა, იგი "ნაპოლიში" ფიზიკურად და ტაქტიკურად საგრძნობლად გაუმჯობესებული დამხვდა.
სიმართლე გითხრათ, ეს სასიამოვნოა, ყველას ერთი მიზანი გვაქვს, რომ ტიტულის მოსაგებად ვიბრძოლოთ", - განაცხადა კონტემ.
"ნაპოლი" 16 ქულით სერია A-ს ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 20 ოქტომბერს გასვლაზე "ემპოლისთან" ჩაატარებს.
არ უნდა გააგრძელოს კონტრაქტი და ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით წამოვიდეს, ასე დატოვებს პირში ჩალაგამოვლებულს თეთრ წვერულვაშას!