კვარაცხელიას მორიგი გოლი და "ნაპოლის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მერვე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ტორინო“ 3:1 დაამარცხა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ ტურნირზე მეხუთედ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

დებიუტში მასპინძლები ანგისამ დუბლით დააწინაურა, ნეაპოლელები შეტევებს აგრძელებდნენ, კვარაცხელიამ ზილენსკის კარგი პასი გაუკეთა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა თავით მოიგერია. 37-ე წუთზე კი ხვიჩამ მოედნის ცენტრში ზილენსკის გადაცემული ბურთი მიიღო, დრიბლინგით მეტოქის კარისაკენ გაიჭრა და ანგარიში გაზარდა. თუმცა, პირველი ტაიმის ბოლოს სტუმრებმა ერთი გოლის გაქვითვა შეძლეს.

შესვენების შემდეგ ტურინელები ხშირად უხეშობდნენ და ერთი ეპიზოდის გაპროტესტების გამო მსაჯმა მათი მწვრთნელი იურიჩი გააძევა.
თამაში ნაკლებად სანახაობრივი გახდა, ხვიჩა 81-ე წუთზე შეცვალეს და ნეაპოლელებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვეს..

კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის 8 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

„ნაპოლი“ 20 ქულით ლიდერია და 4 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე ამსტერდამში „აიაქსს“, 9 ოქტომბერს კი იტალიის ჩემპიონატზე გასვლაზე „კრემონეზეს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ტორინო 3:1
გოლები: 1:0 ანგისა (7), 2:0 ანგისა (12), 3:0 კვარაცხელია (37), 3:1 სანაბრია (43),

მკითხველის კომენტარები / 40 /
დღეს ისე ითამაშა როგორც სპალეტის უნდოდა - თუ დასარტყავი არ იყო არ ურტყავდა და პასს აკეთებდა! სხვა ქართველი ფეხბურლებისგან მენტალობითაც განსხვავდეება - შრომა არ ეზარება, კრიტიკას იღებს, დაუღალავია - მაგიტომაც გადადგავს მთებს!
გოგი
01 ოქტომბერი 2022 20:57
2
მირანჩუკი გამოაღვიძე კომენტატორ! ჩაეძინა ცენტრში ხვიჩას გოლის დროს!
მწრთვნელი
01 ოქტომბერი 2022 20:47
1
დარწმუნებული ვარ რომ არა 4 ში აიაქსის თამაში ბოლომდე იქნებოდა მინდორზე. ღმერთი შენსკენ კვარა. ძალიან გაგვახარე და ასე გააგრძელე გთხოვ. სიხარულისგან არ ვიცი რა გავაკეთო. 4 ში შენებურად მიაწექიიიი.
roma bejanidze
01 ოქტომბერი 2022 20:39
0
რა კარგი იქნებოდა ჩვენი ნაკრებისთვის ნახევარდაცვაში ანგისა. ვთხოვოთ კამერუნს იქნებს დაგვითმონ. ბათუმში რომ ვიყავი იქ აღმოვაჩინე რომ მანდ არის ანგისას ქუჩა! ამიტომ მიზეზიც გვაქვს გადმობირების) )
დავით 67
01 ოქტომბერი 2022 20:31
5
ხუთმა დებილმა ვერ გაიგო ჩემი ხუმრობა ან ფიქრობენ ანგისას დონის ნახევარმცველები გვყავს
დავით 67
02 ოქტომბერი 2022 17:18
0
გვქონდა ჩანსი ნაკრებში აგვეყვანა ზუსტად ეგეთი ფეხბურთელი. რუბინში თამაშობდა ქართველი ზანგი მამით ქართველი მაკბეტ სიბაია (სიბაძე იყო მამამისი ქართველი, დედა სამხრეთ აფრიკელი) სამხრეთ აფრიკის ნაკრებში იყო ერთერთი ლიდერი ძალიან მაგარი ტექნიკური ფეხბურთელი. რუბინში სალუქვაძეებთან და ბევრ ქართველებთან ერთად თამაშობდა, მაგის თამაშის ვიდეოები რომ ნახოთ ზამბო ანგისას ნაირი მოთამაშე იყო სუფთა
Macbeth Sibaya
02 ოქტომბერი 2022 00:28
1
ფიზიკურად მაინც ვერ არის ჯერ რაც მოეთხოვება. ნახევარი სეზონი დაჭირდება რო დარწიოს სხვებს.
ზშირად არის საყვედური რომ თითქოს პასებს არ აძლევენ.
მაგრამ ასე არ არის ეს. უბრალოდ არ მოძრაობს ისე როგორც საჭიროა.
შეხედეთ სცევს ანგისა თუნდაც როგორ დარბის რა აქტიურია.
არაუშავს მიჩვევა უ და მეორე წრეში უკვე ყველაფერი რიგზე იქნება
Las
01 ოქტომბერი 2022 20:18
32
არ გესმით ფეხბურთი და არც ვაპირებ კამათს :)
მეორე ტაიმის შუაში სულ ცვლის. რატო?
იმიტომ რომ ბოლომდე ვერ ძლებს ჯერ მაღალ ტემპში თამაშს.
ბუნებრივია. უნდა მიეჩვიოს. დრო ჭირდება.
მახსოვს კალაძე რო გადავიდა კიევის დინამოში. იხსენებდა. ისეთი ვარჯიშები ქონდა ლობანოვსკის ლოგინამდე მისვლის თავი არ მქონდაო.
Las
01 ოქტომბერი 2022 21:33
11
შენ გაგიმარჯოს ღმერთმა ფეხბურთელია ხვიჩა მოჭიდავე კაირა კაცი ჩამოეკიდა და ვერ გააჩერა მეტ ფიზიკურად რაუნდა ქნას
მოსეხონელი
01 ოქტომბერი 2022 20:30
0
ყველა გამოხმაურება
ხო იძახდა იმათი მწვრთნელი, ოღონ კვარაცხელია გავაჩეროთო, ხოდა შემოახიეს მაისური და მაინც ვერ გააჩერეს, მაგ გოლს რომ თავი დავანებოთ ანგისას გოლებშიც მიუძღვის წვლილი. მთელს დაცვას ზედ იკრავს და რამხელა თავისუფალ სივრცეს უტოვებს სხვებს.
საოცრებაა ეგ ბიჭი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესოა.
რა კარგად თქვა, ყველასი მადლობელი ვარ ვინც ჩემზე წერსო, მარამ არ ვკითხულობ არაფერს, რადგან რასაც ვაკეთებ ეგ ჩემი მაქსიმუმი არ არისო. პიროვნებაც ჩამოყალიბებულია უკვე და ზუსტად იცის რა უნდა, დალაგებული აქვს გეგმები თავში და იმას მიჰყვება. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ძალიან მაღლა უნდა ავიდეს, ერთეულებმა რომ შეძლეს მხოლოდ ისე მაღლა. ამისთვის მას ყველაფერი აქვს და რაც მთავარია ამას იმსახურებს. ჩვენც ვიმსახურებთ დიდ სიხარულს, ვისაც ასე ძალიან გვიყვარს, გვიხარია და ცუდ პერიოდშიც გვერდით ვედექით. ყველას არ ვგულისხმობ რათქმაუნდა
Skeleton
01 ოქტომბერი 2022 20:07
0
ეხლა ახლოს ხარ! ))
დავით 67
01 ოქტომბერი 2022 20:17
11
ერთდროულად ასეთი ნიჭიერი და ასეთი შრომისმოყვარე ქართულ ფეხბურთში მე არ მახსენდება.
ხვიჩა მოვლენაა, ერთადერთია, განუმეორებელია!!!
თენგო
01 ოქტომბერი 2022 19:50
2
პას რომ აძლევდნენ კიდევ შეაგდებდა. მაგარია ხვიჩა
ლომი
01 ოქტომბერი 2022 19:50
3
Yvela shetevis dros pass ver micemen gaigudeba...11 kaci tamashobs da yvela chartulia gundis warmatrbis misagwevad,ar tkva axla aignorebeno,angisas ro ver gaetana meore ikneboda kitxva magram sheagdo
L.J .
01 ოქტომბერი 2022 20:36
2
კვირას გოლის მერე სპალეტის ისეთი როჟა ქონდა,გეგონებოდა ხვიჩამ ავტოგოლი გაიტანა,თუ მომეჩვენა?
gurulo
01 ოქტომბერი 2022 19:39
29
l.g. :))რატომ გიკვირს?სპალეტის აღიზიანებს ხვიჩას ინდივიდუალიზმი,ასეთი მწვრთნელია, უნდა ყველა მის სქემას მოერგოს,რობოტები უნდა იყვნენ.ხვიჩა კი ძირითადათ ამ რობოტიზაციიდან ამოვარდნილია,არადა ყველა თამაშში ან გოლი გააქვს,ან პენალტს ითრევს,ან საგოლე გადაცემას აკეთებს და სპალეტი მაინცდამაინც ვერ აკრიტიკებს.ხოდა გულზე სკდება,სხვას რომ გაეტანა სხვა რეაქცია ექნებოდა,ანგისას ტაში დაუკრა, ხვიჩამ ვითომ მამა მოუკლა.
gurulo
01 ოქტომბერი 2022 21:09
7
Ar gauxarda xo...sheni azrit magrad gautyda goli rato gaitanao??reebs wer ar gitydeba??
L.J .
01 ოქტომბერი 2022 20:32
3
რაც ყველაზე მეტად მახარებს, კვარა რაც დრო გადის უფრო და უფრო იხოდება ფიზიკურად. უფრო მეტ დროს თამაშობს თან სისტემატიურად. ეს შრომისმოყვარეობის დამსახურებაა და რეჟიმის დაცვის, თორე ბევრი ქართველი ტალანტი გვახსოვს, სიზარმაცისაგან და არასწორი რეჟიმისაგან ღიპი რო დასდებია და მინდორზე რომ დალასლასებდნენ ისეთ ასაკში, როცა უნდა ბდღვნიდე ყველაფერს. ეს იმის გარანტია, რომ კვარა დიდხანს და ძლიერად გაგვიხარებს გულებს მისი მაგარი თამაშით.
შაკო
01 ოქტომბერი 2022 19:29
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული