"ჩანაწერის შინაარსი მძიმე და მიუღებელია" - ვაკო ყაზაიშვილის განცხადება

AutoSharing Option
ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმა, ნოდარ ნიშნიანიძის ლაპარაკი ისმის. აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, ნიშნიანიძე თვლის, რომ ვაკო ჩრდილოეთ მაკედონიასთან მისი ოჯახის წევრობის გამო არ ათამაშეს.

ამ საკითხს ყაზაიშვილი ფეისბუქში გამოეხმაურა და სპეციალური განცხადება გააკეთა:

"პირველ რიგში, ქართველი ფეხბურთის ქომაგებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს ბოდიშს ვუხდი ფაქტისთვის, რომელიც ჩემთვის ყველაზე მეტად მიუღებელია.
ფეხბურთის თამაში 7 წლის ასაკში დავიწყე. ყველამ, ვინც დღეს ჩვენს დიდ საფეხბურთო ოჯახს წარმოადგენს, იცის რამდენი შრომა ჩავდე ჩემი კარიერის შენებაში.
პირველად ნაკრებში 9 წლის წინ გამომიძახ
ეს და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს კარიერაში.

ეროვნული ნაკრების გარეშე ფეხბურთელის კარიერული ცხოვრება სრულფასოვანი არასოდესაა. ყველა ფეხბურთელისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული სწორედ ნაკრებია და მეც არ ვარ გამონაკლისი.

ცხოვრებაში არავინ დამჭირვებია მინდორზე მოსახვედრად. ყველამ, ვისაც ფეხბურთი უყვარს, იცის რომ ჩემს მიერ გატანილი გოლების და დაშვებული შეცდომების უკან მხოლოდ მე ვდგავარ. არავინ და არაფერი ჩემი შრომისა და ფეხბურთის სიყვარულის გარდა.

ყველამ, ვინც წარმოადგენს ნაკრებს და ფედერაციას იცის, რომ ეს ჩანაწერი ყველაზე ბოლომ მოვისმინე. თქვენთვის ამ ჩანაწერში ნაკრების წევრებზე საუბრობენ და ჩემთვის მეგობრებზე. ამიტომ განსაკუთრებით მძიმე და მიუღებელია საუბრის შინაარსი ჩემთვის.

ნაკრებს აქვს ისტორიული შანსი და ამ შანსის გამოსაყენებლად ყველაფერს გავიღებ. ყველანაირ პირადულ წინააღმდეგობას გადავლახავ. ჩემთვის მთავარია არ დაზარალდეს ჩვენი დიდი საფეხბურთო ოჯახი და ამიტომ მზად ვარ მივიღო ფედერაციის ნებისმიერი გადაწყვეტილება," - დაწერა ვაკომ.

მკითხველის კომენტარები / 62 /
ზონდერებმა წესივრად ვერ იმუშავეს . ჯერ მარტო შაქარაშვილის მკვლელობა ადასტურებს მაგას
joxi.
02 ოქტომბერი 2022 01:52
1
ვაკო უნდა წავიდეს ნაკრებიდან.
ეს მტკივნეულია თუმცა ერთად ერთია და მისაღებიც
ილიკო
02 ოქტომბერი 2022 01:10
5
ამ არარაობამ თავის თავს მიხედოს ისეთი კაცი ყავს მოკლული ტვალეტშიც ვერ გადის მარტო იმისიანი არავინ დახვდეს და არ გააგოროს ამის ვინმეს რომ შეშინებიდა იქნებოდა სასტავში ყაზაიშვილი მაგრამ ამას რომ გაგიბედავს შენი ოჯახის წევრი გადახტება თავზე სადაც ამდენი წელია ხარ იმ ბიჭებზე რამეს იტყვის წადი რა ნაკრებიდან ასჯერ კვარაცხელია რომ იყო შენი ადგილი არ არი მაგ ბიჭების გვერდით
Soso
02 ოქტომბერი 2022 01:01
4
ეს ჩანაწერი შემთხვევით არ გამოსულა საჯარო სივრცეში ასეთი ფაქტი უმარავი მომხდარა სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირების მიერ 90 იანებიდან მოყოლებული ეს ჩანაწერი რახან გამოვიდა ეგ იმიტო გამოვდა რომ დღეს აღარ ჭირდებათ ნაკრებში ყაზაიშვილი რომელიც არის 30 წლის და თამაშობს კორეაში მე მესმის ვაკოს სიტუაცია ამხელა გზაზე რომ მოფრინავ და გიბრალტართანაც კი რომ შეცვლაზე გათამაშებენ ამდენი წელი ლიდერი რომ იყავი და ძირითადის ფეხბურთელი და ახლა რომ საერთოდ აღარ გაკარებენ მოედანს რათქმაუნდა საწყენია თუმცა რეალობა ეს არის მაგრამ ეს ჩანაწერი თავად ვაკოსთვის არის ცუდი ამით ვაკოს საქმე არ კეთდება პირიქით ეს უფუჭებს საქმეს მწვრთNელბთანაც ფედერაციასთან თანაგუდელებთანც ვაკომ უნდა დამტკიცოს თავისი თამაშით რომ ძირითადს იმსახურებს ბუდუ ზვივზვივაძე არ გააკარეს ნაკრებს 5 წელი და არც მოიაზრებოდა ძირითადის ფეხბურთელად მაგრამ თავისი თამაშით და მონდომებით დაიმსახურა და აგერ დგას ძირითადში.
გელა
02 ოქტომბერი 2022 00:56
2
ეგრე ხდებოდა 90 იანებიდან მოყოლებული ნაკრებშიც კლუბებშიც და ნაკრებებშიც ზოგან ნათესაობით ლაგდებოდა ზოგან ფულით და ზოგან კიდე ერეოდნენ ავტორიტეტები ტრანსფერი იყო თუ გუნდში ფეხბურთელის მოწყობა ყველგან წილში იჯდნენ ძველი ბიჭები ქურდები ისინი ალაგებდნენ ამ თემებს ვისაც პატრიონი ჰყავდა ის თამაშობდა ახლა ამ ნაკრებში ყაზაიშვილი ნამდვილად იყო ლიდერი მაგრამ მაგის დრო უკვე წავიდა მაგან თავად აირჩია ყველაზე არაასაფეხბურთო ქვეყნებში კარიერის გაგრძელება და დღეს ვაკოს პოზიციაზე გყავს ჩვენ კვარა ჩაკვეტაძე კიტეიშვილი და ფიზიკურად აღარ არის მისთვის ძირითადში ადგილი თორემ 4-5 წლის წინ ძირითადის ფეხბურთელი კიარა ლიდერი იყო.
ლევან
02 ოქტომბერი 2022 00:37
2
ვაკოს პოზიციაზე კვარა თამაშობს და რა გამოდის ახლა კვარა დასვან სკამზე და ყაზაიშვილი ათამაშონ?
გელა
02 ოქტომბერი 2022 00:28
2
ქართველი სპორტსმენი და მათი ნათესავები, ყველა მუშტებზე და საქმის გარჩევაზე რატომ ხართ გადასულები?!
*
02 ოქტომბერი 2022 00:25
0
ევროპაში ჩავალ და ფეხებს დავალეწავო, ვის გულისხმობს მართლა მაინტერესებს. ბევრი ფეხბურთელი გვყავს ევროპაში? ვის, ხვიჩას, ზურიკოს, ბუდუს, მიქაუტაძეს თუ ვის ემუქრება?
ჩვენს საზოგადოებას ხო ჯანსაღი რეაქცია არასდროს არაფერზე აქვს.
ვიღაცამ ხვიჩაზე რაღაცა თქვაო და იმაზე ალესეს კლავიატურები და ათასობით მაგინებელი კომენტარი იწერებოდა და პირდაპირ მუქარას ჩვეულებრივად ატარებენ, პლიუს ვაკოს იცავენ, არ ეცოდინებოდა მაგასო.
დაცვა მაინც დაუყენონ ნაკრების წევრებს.
ტიპი პირდაპირ იძახის, 18 კაციანს 10 კაცზე ჩამოვიყვანო, ფეხებს დავალეწავ, რომელია ვაკოზე უკეთესიო, მერე შეეხვეწებიან ვაკოსო.
ანუ რა დონის სიჩლუნგე და ამავდროულად ბოროტებაა ხვდებით?
რომელიმეს თუ დალეწავს ან მოკლავს ვაკოსთვის ადგილი განთავისუფლდება და მერე ვაკო ჩვეულებრივად ,ნერვის ატოკების გარეშე იქნება ძირითადში?
სად ვართ ხალხო, ბანანის რესპუბლიკაში ვცხოვრობთ, ჩაცმულ ველურებში!
90 იანებშიც იგივე იყო ყველაფერი,უბრალოდ ასე ჩანაწერების სახით არ გამოდიოდა და ჩვენამდე არ მოდიოდა. ისევ იქ ვართ რეალურად.
???
02 ოქტომბერი 2022 00:20
0
ჩვენ არაფერი გვეშველება
ბაჩი
02 ოქტომბერი 2022 00:04
3
სოლიდარობა ვაკო ყაზაიშვილს.
ნიკო
02 ოქტომბერი 2022 00:59
45
თურმე ერთის წარმატებაზე სხვა როგორ იბოღმება. რაიმე რომ მოსვლოდა ნაკრების რომელიმე წევრს, ამასაც მშვიდად მიიღებდა ჩვენი საზოგადოება.
ვაკოს იცავენ და იმას კი არავინ ფიქრობს რა საფრთხის წინაშე იდგნენ უდანაშაულო ბიჭები
.
01 ოქტომბერი 2022 23:42
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული