"ჩანაწერის შინაარსი მძიმე და მიუღებელია" - ვაკო ყაზაიშვილის განცხადება

AutoSharing Option
ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმა, ნოდარ ნიშნიანიძის ლაპარაკი ისმის. აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, ნიშნიანიძე თვლის, რომ ვაკო ჩრდილოეთ მაკედონიასთან მისი ოჯახის წევრობის გამო არ ათამაშეს.

ამ საკითხს ყაზაიშვილი ფეისბუქში გამოეხმაურა და სპეციალური განცხადება გააკეთა:

"პირველ რიგში, ქართველი ფეხბურთის ქომაგებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს ბოდიშს ვუხდი ფაქტისთვის, რომელიც ჩემთვის ყველაზე მეტად მიუღებელია.
ფეხბურთის თამაში 7 წლის ასაკში დავიწყე. ყველამ, ვინც დღეს ჩვენს დიდ საფეხბურთო ოჯახს წარმოადგენს, იცის რამდენი შრომა ჩავდე ჩემი კარიერის შენებაში.
პირველად ნაკრებში 9 წლის წინ გამომიძახ
ეს და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს კარიერაში.

ეროვნული ნაკრების გარეშე ფეხბურთელის კარიერული ცხოვრება სრულფასოვანი არასოდესაა. ყველა ფეხბურთელისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული სწორედ ნაკრებია და მეც არ ვარ გამონაკლისი.

ცხოვრებაში არავინ დამჭირვებია მინდორზე მოსახვედრად. ყველამ, ვისაც ფეხბურთი უყვარს, იცის რომ ჩემს მიერ გატანილი გოლების და დაშვებული შეცდომების უკან მხოლოდ მე ვდგავარ. არავინ და არაფერი ჩემი შრომისა და ფეხბურთის სიყვარულის გარდა.

ყველამ, ვინც წარმოადგენს ნაკრებს და ფედერაციას იცის, რომ ეს ჩანაწერი ყველაზე ბოლომ მოვისმინე. თქვენთვის ამ ჩანაწერში ნაკრების წევრებზე საუბრობენ და ჩემთვის მეგობრებზე. ამიტომ განსაკუთრებით მძიმე და მიუღებელია საუბრის შინაარსი ჩემთვის.

ნაკრებს აქვს ისტორიული შანსი და ამ შანსის გამოსაყენებლად ყველაფერს გავიღებ. ყველანაირ პირადულ წინააღმდეგობას გადავლახავ. ჩემთვის მთავარია არ დაზარალდეს ჩვენი დიდი საფეხბურთო ოჯახი და ამიტომ მზად ვარ მივიღო ფედერაციის ნებისმიერი გადაწყვეტილება," - დაწერა ვაკომ.

მკითხველის კომენტარები / 62 /
ყაზაიშვილს იმედია აღარასოდეს ვიხილავ ნაკრებში.
ზურა
01 ოქტომბერი 2022 21:00
29
ყველაფრიდან გამომდინარე ალბათ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება რომ დროებით ჩამოშორდეს ნაკრებს.
juve
01 ოქტომბერი 2022 21:31
6
და ჩვენ გვინდა ევროპაში?
აღარ დამთავრდა ამ ქვეყანაში ეს ქუჩური მენტალიტეტი.
ქვეყანა ვიყოთ გამოძიება უნდა დაიწყოს.
მაგრამ ეგაა რომ არ ვართ სახელმწიფო
Las
01 ოქტომბერი 2022 22:47
5
ხო კიდევ ვისაც ის ურეკავდა ემუქრებოდა და არ მიმართეს შესაბამის ორგანორბს ისინიც მოსაკვეთია ნაკრებიდან კაშო დვალიშვილი ყველა აბსოლიტურად...
ჩორნი ლებედი არა კაკო
02 ოქტომბერი 2022 09:53
2
მოდით რა ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი და შევაფასოთ ობიექტურად:
1. მადლობა იმას ვინც გამოაქვეყნა ჩანაწერი და გამოაშკარავა ჯერ კიდევ შემორჩენილი სენი. ანუ ვიცით რაც გვჭირს და იმედია ვუმკურნალებთ.
2. ვაკოს მიუხედავად იმისა რა დამსახურებაც არ უნდა ქონდეს ქართულ ფეხბურთში მორალური უფლება არაა აქვს ითამშოს ნაკრებში, რატომ იცით? იმიტომაც რომ არავინ არავის დაემუქრებოდა ვატოსგან, რომ არ ქონოდა უკმაყოფილების სიგნალები.
3. ხალხო ნუ ცდილობთ ვატოს დაცვას. მისი დაცვით თქვენ იმედს უკარგავთ ახალ თაობას და საერთოდ მათში კლავთ მომავლის რწმენას.
4. ესაა ქართული ფეხბურთის ლუსტრაცია და პაასუხი იმაზე, თუ რა გვჭირს და რატომ არაა ეს სპორტი ჩვენთან განვითარებული. წამით გავიაზროთ ნაკრების დონეზე ამას, რომ აკეთებენ ახლა კლუბების დონეზე რა იქნებოდა. ყველამ ჩვენს გულებში ჩავიხედოთ და ბევრ არალოგიკურ გადაწყვეტილებებზე და გაუცემელ შეკითხვებზე პასუხებსაც მივიღებთ.
ქომაგი
02 ოქტომბერი 2022 07:34
1
ვაკო უნდა წავიდეს ნაკრებიდან.
ეს მტკივნეულია თუმცა ერთად ერთია და მისაღებიც
ილიკო
02 ოქტომბერი 2022 01:10
5
გაიგეთ, როგორ ხვდებიან ნაკრებში?
ცოლისძმები, სიძე/სიმამრების და ა.შ მოთხოვნა/მუქარების შედეგ. იმიტომაც ვართ, სადაც ვართ...
არ თქვათ ახლა, ეს რაღაც ახალიაო!...
₾ადო
02 ოქტომბერი 2022 11:00
6
მოკვეთეთ ნაკრებიდან !!!
იმედა
01 ოქტომბერი 2022 22:42
8
თურმე ერთის წარმატებაზე სხვა როგორ იბოღმება. რაიმე რომ მოსვლოდა ნაკრების რომელიმე წევრს, ამასაც მშვიდად მიიღებდა ჩვენი საზოგადოება.
ვაკოს იცავენ და იმას კი არავინ ფიქრობს რა საფრთხის წინაშე იდგნენ უდანაშაულო ბიჭები
.
01 ოქტომბერი 2022 23:42
2
გაგებით ვეკიდებით, როგორც ერთმა ბრძენმა კაცმა გვირჩია.
პ.ს. ვაკოს არაფერს ვერჩი, არ მგონია მაგას დაერეკა ეთხოვა რამე მიშველეო.
მაგრამ მახსოვს მაგის მორიგი დაჭერის მერე, ჰიმნს არ ვიმღერებ სანამ ციხეშიაო რო თქვა.
აბუბეკრ ისმაილ იბნ ალ აშარი
01 ოქტომბერი 2022 22:56
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული