"კვარაცხელია ძალიან ძლიერია, განსაკუთრებით, ერთ კომპონენტში" - "აიაქსის" თავკაცი ხვიჩაზე საუბრობს

AutoSharing Option
ხვალ, 4 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ამსტერდამის "აიაქსი" "ნაპოლის" უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჰოლანდიური კლუბის თავკაცმა ალფრედ შროდერმა მომავალი მეტოქის შესახებ ისაუბრა.

შროდერის თქმით, მისი გუნდი ხვიჩა კვარაცხელიას განსაკუთრებით უნდა უფრთხილდეს.

"ნაპოლი" ძალიან ძლიერი გუნდია, კარგ, კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს და ჩვენზე ზეწოლის მოხდენას შეეცდებიან, იტალიელებს გარკვეული სისუსტეები აქვთ, თუმცა არც ისე ბევრი, სწორედ ამიტომ არიან დაუმარცხებლები.

"ხვიჩა ძალიან კარგი მოთამაშეა, ინდივიდუალურად შესანიშნავად მოქმედებს, ქართველის შეჩერება გუნდური თამაშით უნდა ვცადოთ, განსაკუთრებით კარგად ერთი-ერთზე თამაშობს, და პიოტრ ჟელინსკისთან ერთად კარგად კომბინირებს, კვარაცხელია,
ჟელინსკი და ლობოტკა, "ნაპოლის" მათი სახით 3 გამორჩეული ფეხბურთელი ჰყავს" - განაცხადა შროდერმა.

შეგახსენებთ, "აიაქსისა" და "ნაპოლის" შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

alt"შესვენებაზე ფეხბურთს ვთამაშობდით, ბურთს დამიგორებდა და მაგულიანებდა - დაარტყით, მასწ!" - ინტერვიუ ხვიჩას მასწავლებელთან

altკარლო ანჩელოტი: კვარაცხელია განსაკუთრებულია


მკითხველის კომენტარები / 6 /
ხვიჩა დღეს აიაქსსაც გადაუვლის ნახავს ყველა ამ საღამოს ნაპოლის ტუზი დაეცა ხვიჩას მისვლით !!!
Zaza
04 ოქტომბერი 2022 10:08
0
ბოლო ᲗამაᲨზე დავაკვირდი ლობოტკას,ასეᲗი ფეხბურᲗელები ᲗიᲗქოს არ Ჩანან,მაგრამ დიდ სამუᲨაოს ასრულებს,არᲗმევაზე ᲩაᲨლაზე,Ჩემს Თაობას ემახსოვრება დინამო Თბილისის ფეხბურᲗელი ზაურ სვანაᲫე მე სვანაᲫეს Შევადარებდი.
გადადექი
04 ოქტომბერი 2022 08:39
1
ჩვენ ნაკრებს ლობოტკას დარი ფეხბურთელი ჰაერივით სჭირდება. ჟელინსკის ჩაანაცვლებს ჩაკვეტაძე. ანგისას ჩამნაცვლელი არ გვყავს. ეგოისტი არ არის, მაგრამ ბოლო თამაშზე, მეორე გოლისას მაგრად გაუმართლა და არ გაასამართლებენ! უფრო სწორი და ლოგიკური გადაწყვეტილება ხვიჩაზე პასი იყო. დარწმუნებული ვარ სპალეტი გარჩევაზრ ეტყვის! ხვიჩას საყამაშო დიაპაზონი უკვე მთელ მოედანს მოიცავს. სად გადავიდა პოლიტანოს სტრახოვკაზე, თუ დააკვირდით. რამხელა რივოკი გააკეთა და ერთჯერადი არ იყო. ძალიან დიდი ნაბიჯებით იზრდება ჩვენი ოქროს ბიჭი!!! წარმატებები ხვიჩას და ნაკრებს.
G.A.L.
03 ოქტომბერი 2022 20:11
3
ეს მაგარი საყურებელი თამაში უნდა გამოვიდეს წესით.ორი სუპერშემტევი და ტექნიკური გუნდი კარფ სანახაობას გვპირდება...
master
03 ოქტომბერი 2022 18:59
1
3 გამორჩეულში ანგისას რო არ ახსენებ არ ყოფილხარ კარგი მწვრთნელი ან კორეელს, ისე ანგისა მოგვცა ნაკრებში დაგვხატავდა
თეოფა
03 ოქტომბერი 2022 18:45
2
ლობოტკა ჩვენგან დაფარულად უდიდეს სამუშაოს ასრულებს ზელინსკი უჭკვიანესია ანგისა გასაგებია ძლიერი ფეხბურთელია მაგრამ სიმართლეს გაუმარჯოს გოლების უმეტესობა კვარაცხელიას მატჩზე ზეწოლის გამო აქვს გატანილი ისე როგორც უმეტესობას უდიდეს სივრცეს უტო ებს თანაგუნდელებს დიდი გავლენა აქვს მარაც რომ მუდმივ შიში ყავს მოწინააღმდეგე
BAGGIO
03 ოქტომბერი 2022 19:36
0

სიახლეები პოპულარული