დელ პიერო ხვიჩაზე: ესაა ადამიანი-დრიბლინგი, რომელსაც აქვს ძრავა, ტექნიკა, სიმამაცე და თავხედობა

AutoSharing Option
იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ, "ნაპოლის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ Sky Calcio Club-ის ეთერში ისაუბრა:

"მწვრთნელმა და კომპანიამ ტრანსფერებზე კარგად იმუშავეს, ვინაიდან ცხადი იყო იმ სტილის ფეხბურთელების შეძენაზე მითითებები, რომლებიც სპალეტის სჭირდებოდა. კლუბი სატრანსფერო ბაზარზე ძალიან კარგი იყო - შეიძინა არა პირველი კლასის, არამედ ისეთი მოთამაშეები, რომლებმაც გიჟური ზეგავლენა მოახდინეს. ანგისა "ტორინოსთან" შესანიშნავად გაისარჯა. კიდევ ჰყავთ შთამბეჭდავი "კვარა". მეურვეს ყოველთვის ატყუებს. ეს ადამიანი-დრიბლინგია, ამას მოწინააღმდეგისათვის ყოველთვის მტკივნეულად აკეთებს. პოლიტანოც ახერხებს, მაგრამ ინსინიესავით მოედნის შუაში იწევს. კვარაცხელია მეტოქეზე პირდაპირ მიდის.

ქართველს აქვს ძრავა, ტექნიკა, სიმამაცე და თავხედობა. მართლაც გასაკვირ რაღაცებს აკეთებს და იმედია, ასე გააგრძელებს, რამეთუ მისი თამაშის ყურება სასიამოვნოა. როდესაც ასეთი ფეხბურთელი გყავს, თავიდანვე გაქვს უპირატესობა, რომლის მიერ დაცვის გარღვევის შემთხვევაში, მთელი გუნდი აცნობიერებს, რომ დამატებითი იარაღი გააჩნია. მოდით, ნუ დაგვავიწყდება, რომ სპალეტის გუნდები მრავალი წლის განმავლობაში კარგად თამაშობენ. ამიტომ ფეხბურთელებისთვის თავის საუკეთესოდ წარმოჩენის პირობები მათ მთელი თავიანთი უნარების გამომჟღავნების საშუალებას აძლევს.

როდემდე გაგრძელდება "ნაპოლის" წარმატებული სერია? არავინ იცის. დღეს ეს შოუა, რომელიც უნდა ნახოთ, როგორ თამაშობენ. ისინი კარგად გამოიყურებოდნენ ჩემპიონთა ლიგაზე, განსაკუთრებით, "ლივერპულთან". სასიამოვნოა ფეხბურთის ცქერა, რომელიც ტოტალური ხდება. მათ იციან ბურთით მოძრაობა, ბურთის დაჭერა, ვერტიკალურად შეტევა და შემადგენლობის შეცვლისასაც ახერხებენ წარმატების მიღწევას".

მკითხველის კომენტარები / 9 /
ეტყობა ზოგიერთმა არ იცის რა არის დრიბლინგი რასაც ყველა თამაშში ხვიჩა აკეთებს.აშკარად ფეხბურთი ცხოვრებაში ეზოშიც კი არ უთამაშიათ.თან ფეხბურთის პროფესორ დელ პიეროს ფეხბურთსაც ასწავლიან.
ვა რა დონეა
04 ოქტომბერი 2022 15:04
1
წარმატებები კვარაცხელიას!!!
nyk
04 ოქტომბერი 2022 14:55
0
ნეტავ თუ იციან სანაიამ და სხვა "ბუჩქებში ჩამალულებმა" დელ პიერო ვინ არის და ვინ იყო?
პლეხანოვზე გაზრდილი
04 ოქტომბერი 2022 13:36
5
წელს ძაან მაგარი გუნდია ნაპოლი დიდი ალბათობით ნანატრ სკუდეტოსაც მოიგებენ და რა თქმა უნდა ხვიჩას დახმარებით!
dato
04 ოქტომბერი 2022 13:12
0
გასაოცარია! ხვიჩას რაც აკლია იტალიაში გადასვლის კერე სწორედ დრიბლინგია.. არადა რუსეთში დრიბლინგი ჰქონდა და გოლები+პასით არა.. ბოლო მატჩში ტორინოსთან 4ჯერ ჩაერთო ბრძოლაში ბურთზე და ყველა წააგო, 2 დრიბლინგის მცდელობა ჰქონდა და ორივე უშედეგო.. 1 დარტყმა და ისიც გოლი.. ვოტა უნდა მოუმატოს კვარამ აქტიურობას თორემ ეს პრესა როგორც აქებს ისე გაასწორებს მიწასთანაც..
ქართველი
04 ოქტომბერი 2022 12:28
8
კარგი რა ალექსანდრო!ბავშვობაში წაკითხულს(მგონი მაინ რიდის,"უთავო მხედარიდან"),საიდან არის ,არ მახსოვს,მაგრამ ახლა ხვიჩაზე გავაკეთებ პერიფრაზს:ხვიჩა იმ კატას ჰგავს,თევზის ჭამა რომ აუკრძალეს.დღევანდელ ხვიჩას ყველაფერს დავარქმევ,კაცი გოლი,კაცი პენალტი,კაცი პასი,კაცი ვარსკვლავი,მაგრამ კაცი დრიბლინგი?მაგან რომ იცოდეს,ჩვენ რას ვუყურებდით ხოლმე,ხვიჩას შესრულებით,დღევანდელ ხვიჩაზე მაგას როგორ იტყოდა.ბიჭს ფაქტობრივად აკრძალული აქვს,ის ლაღი დრიბლინგები,რითაც სტადიონებს ხალხს უბრუნებდა და რასაც ახლა აკეთებს,ესეც კი აგიჟებს,დელ პიეროს.ესე იგი,ჩვენ მართლაც ბედნიერები ვყოფილვართ,რომ ნანახი გვაქვს ის,რაც დელ პიეროს არა აქვს ნანახი და სავარაუდოდ,ვერც მომავალში ნახავს.
ხვიჩას და ნაპოლის,უხვგოლიან გამარჯვებას და კარგ თამაშს ვუსურვებ.აიაქსიც საოცარი გუნდია და ძალიან საინტერესო თამაში იქნება.შესაძლოა ალოგიკურიც გამოვიდეს,მაგრამ კარგი სანახავი რომ იქნება,ნაღდია.
სოსო
04 ოქტომბერი 2022 11:51
3
რაღა დროის შენი ფეხბურთია ალესანდროოოოოო....პამპერსებს შენ ყიდულობა თუ ვინმეს მოაქვს?
ნუცა
04 ოქტომბერი 2022 11:25
24
სამსახურს ეძებ?
ვაუ
04 ოქტომბერი 2022 18:13
0
Magrad gadaob sheni azrit???
L.J .
04 ოქტომბერი 2022 15:19
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული