იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ, "ნაპოლის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ Sky Calcio Club-ის ეთერში ისაუბრა:
"მწვრთნელმა და კომპანიამ ტრანსფერებზე კარგად იმუშავეს, ვინაიდან ცხადი იყო იმ სტილის ფეხბურთელების შეძენაზე მითითებები, რომლებიც სპალეტის სჭირდებოდა. კლუბი სატრანსფერო ბაზარზე ძალიან კარგი იყო - შეიძინა არა პირველი კლასის, არამედ ისეთი მოთამაშეები, რომლებმაც გიჟური ზეგავლენა მოახდინეს. ანგისა "ტორინოსთან" შესანიშნავად გაისარჯა. კიდევ ჰყავთ შთამბეჭდავი "კვარა". მეურვეს ყოველთვის ატყუებს. ეს ადამიანი-დრიბლინგია, ამას მოწინააღმდეგისათვის ყოველთვის მტკივნეულად აკეთებს. პოლიტანოც ახერხებს, მაგრამ ინსინიესავით მოედნის შუაში იწევს. კვარაცხელია მეტოქეზე პირდაპირ მიდის.
როდემდე გაგრძელდება "ნაპოლის" წარმატებული სერია? არავინ იცის. დღეს ეს შოუა, რომელიც უნდა ნახოთ, როგორ თამაშობენ. ისინი კარგად გამოიყურებოდნენ ჩემპიონთა ლიგაზე, განსაკუთრებით, "ლივერპულთან". სასიამოვნოა ფეხბურთის ცქერა, რომელიც ტოტალური ხდება. მათ იციან ბურთით მოძრაობა, ბურთის დაჭერა, ვერტიკალურად შეტევა და შემადგენლობის შეცვლისასაც ახერხებენ წარმატების მიღწევას".