"კვარაცხელია "ქილერია", გეტყვით, მას განსაკუთრებულობას რა სძენს" - არველაძე ნიდერლანდურ პრესას ხვიჩაზე ესაუბრა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის შეხვედრაში დღეს ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" გასვლაზე "აიაქსს" დაუპირისპირდება.

ნიდერლანდურმა De Telegraaf-მა მატჩამდე კომენტარი ამსტერდამული გუნდის ყოფილ ფორვარდ შოთა არველაძეს სთხოვა და რა თქმა უნდა, საუბარი ხვიჩა კვარაცხელიას შეეხო.

ირკვევა, რომ დაახლოებით 1 წლის წინ, 2021 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ქართველი შემტევის შეძენა "აიაქსს" შესთავაზეს, თუმცა ნიდერლანდელებს მოთხოვნილი თანხა ეძვირათ.

"გასული ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ხვიჩა ამსტერდამელებს შესთავაზეს, იმხანად "კვარას" რუსეთში არცთუ ისე კარგი სტატისტიკა ჰქონდა. რუსებმა 15 მილიონი ევრო მოითხოვეს, რაც ნიდერლანდელებს ეძვირათ,
საბოლოოდ კი ხვიჩა "ნაპოლიში" 10 მილიონ ევროდ აღმოჩნდა.

"კვარას" უდიდესი კლასი აქვს. ის ტანმაღალია და ორივე ფეხით ძალიან ძლიერად თამაში შეუძლია. მას განსაკუთრებულობას ის სძენს, რომ როგორც მცირე, ისე დიდ სივრცეში, ძალიან კარგია.

რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველაფერი ისე არ გამოგივა, როგორც გინდა, მაგრამ ის მოედანზე ყოველთვის მართებულ გადაწყვეტილებებს იღებს.

კვარაცხელია ნამდვილი "ქილერია". ის თამაშს კითხულობს და მისი არასწორი გადაწყვეტილება არ მახსენდება. ის უბრალოდ მიდის ბურთთან და კლავს მას.

"აიაქსისთვის" უკეთესი იქნება, რომ ბურთი რაც შეიძლება დიდხანს აკონტროლოს და ქართველმა ის რაც შეიძლება იშვიათად მიიღოს. ერთი-ერთზე ფეხბურთელთან ის არ უნდა დატოვონ, რადგან ასეთ შემთხვევაში ხვიჩა ძალიან ძლიერია", - ამბობს არველაძე.
მკითხველის კომენტარები / 18 /
კვიპროსის ომონიაში გადავდივარ იანვრიდან.
გელა ნუგზარაშვილი
04 ოქტომბერი 2022 23:51
2
ადამიანმა შეაქო ხვიჩა და ნახევარი კომენტარების ავტორი ვერ ახერხებთ წაკითხულიდან შინაარსის გამოტანას და ლანძღავთ შოთას. ვაი უბედური საქართველოვ რა გეშველება! აბა ნორმალურმა ერმა რატომ უნდა ლანძღოს შოთას ნაირი კაი კაცი
მამუკა
04 ოქტომბერი 2022 20:55
5
ცჰაუსჰვაოო..... ცჰაუსჰვებდა აბა რას იზავდა.ცჰასჰვება ამ ზმების მოგონილია.
ar dabloko tu zma xar
04 ოქტომბერი 2022 19:44
15
ნუ აქილიკებთ შოთის,ფეხბურთი არ გესმით,ქილიკი შეგიძლიათ,შოთიმ შეაქო და რეკლამა გაუკეთა,ჩვენ მარგალიტს,დაოკდით.
თერჯოლელი
04 ოქტომბერი 2022 18:41
8
ეხლა ის გამახსენდა,ჩისკომ როგორ შეიტანა წვლილი გარანადას მიერ ლოკომოტივის დამარცხებაში.სუსტი მხარეები მოუყვა გრანდას მწვრთნელბს ლოკომოტივის....
კახა ქ.
04 ოქტომბერი 2022 17:59
2
ხვიჩას ერთი მცველი რომ ვერ გააჩერებს, ეს ისედაც ყველამ იცის. გუშინ აიაქსის მწვრთნელმა თქვა, რომ გუნდური დაცვა არის საჭირო მის წინააღმდეგ.
ქ. გ.
04 ოქტომბერი 2022 17:42
0
ზუსტად ასე იყო მიშკაზე და ასე იყო სლავაზე. მიშკას, 2 - 3 დამცველი მუდამ ედგა და მის წინააღმდეგ, ვერაფერს გადიოდნენ.
სიმართლე.
04 ოქტომბერი 2022 20:37
0
კვარას სუსტ მხარეებზე ლაპარაკი არ მომწონს. სლუცკიც ეგრე ალაპარაკდა იტალიელებთან და ახლა შოთი ამსტერსამელებთან :))))
!!
04 ოქტომბერი 2022 17:13
21
ხოო აბაა, ჩაუშვა. შოთას რომ არ ეთქვა კვარასთან ფრთხილად იყავითო, ამსტერდამელებმა არ იცოდნენ. დიდი საიდუმლო გასცა არველაძემ :) პირიქით, ყველა ასეთი შეფასება კვარას რეკლამაა.
დავითი
04 ოქტომბერი 2022 17:04
2
შოთაზე აუგის მთქმელებმა,მის საფეხბურთო, ზოგადად სპორტულ კარიერას გადახედეთ, მისი გოლებით მიღებული სიხარული და სიამაყე იგრძნეთ განმეორებით და მერე დიიიიდ სარკეში ჩაიხედეთ სრული სურათის დასანახად.
მონავარდე
04 ოქტომბერი 2022 16:36
13
შენ პატარა სარკეც გეყოფა მეგობარო
კაპიტან გარდენბურგი
04 ოქტომბერი 2022 16:54
4
როგორ გაზრდილხარ,ეს კარგია
მონავარდე-ს
04 ოქტომბერი 2022 16:52
3
აამას ჩაშვება ქვია!
ზაზა
04 ოქტომბერი 2022 16:19
33
ჰო, ისე არ იცოდნენ საწყლებმა.
temo
04 ოქტომბერი 2022 17:01
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული