მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში "ნაპოლიმ" "აიაქსი" 6:1 გაანადგურა.
ხვიჩა კვარაცხელიამ თავი გოლითა და ასისტით გამოიჩინა.
შეხვედრის მიმდინარეობისას "კვარას" დუშან ტადიჩმა უხეშად დააბიჯა, რის შემდეგაც ქართველს ფეხზე ძლიერი ტკივილი აწუხებდა... გაიტანა გოლი და სპალეტის შეცვლაც სთხოვა.
Geo Team-ის ცნობით, ხვიჩა თავს კარგად გრძნობს, დაზიანება არ აწუხებს და მომდევნო ტურში (9 ოქტომბერს, "კრემონეზესთან) სათამაშოდ მზად იქნება.
როგორ მეზიზღება ასეთი თამაში და ხვიჩასაც აქვს ნათქვამი რო ვერ იტანს უხეშ თამაშს.
ერთმა ბინძურმა კონტაქტმა შეიძლება მთელი კარიერა გადაგიწყვიტოს. ეგრევე წითელი უნდა იყოს ამაზე და ჭკუას ისწავლიან. რამდენი უხეშობა გაატარა მსაჯმა გავგიჟდი.
ეს რა იყო !
აქ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ჯანზეა ფეხბურთელი, რამდენს ვარჯიშობს და არის თუ არა ფიზიკურად ძლიერი, ნებისმიერს შეიძლება ასე მოტეხო ფეხი, რკინის ძვლები არავის აქვს,გამეორებაზე კიდე დავაკვირდი როგორ ბინძურად წავიდა გამიზნულად და გადაუტრიალდა კოჭი, აი მართლა რამ გადაარჩინა მძიმე ტრავმისგან არვიცი.
ველოდები მაინც საბოლოო ინფორმაციას, იმიტომ რომ გაყინვის მერე ტკივილი დროებით გაუყუჩდა, მომდევნო დღეებში იმედია არ გაუმიზეზდება.
ასე როგორ უნდა გაიმეტო ვინმე, როცა შენც ფეხბურთს თამაშობ. არვიცი