მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში "ნაპოლიმ" "აიაქსი" 6:1 გაანადგურა.
ხვიჩა კვარაცხელიამ თავი გოლითა და ასისტით გამოიჩინა.
შეხვედრის მიმდინარეობისას "კვარას" დუშან ტადიჩმა უხეშად დააბიჯა, რის შემდეგაც ქართველს ფეხზე ძლიერი ტკივილი აწუხებდა... გაიტანა გოლი და სპალეტის შეცვლაც სთხოვა.
Geo Team-ის ცნობით, ხვიჩა თავს კარგად გრძნობს, დაზიანება არ აწუხებს და მომდევნო ტურში (9 ოქტომბერს, "კრემონეზესთან) სათამაშოდ მზად იქნება.
როგორ მეზიზღება ასეთი თამაში და ხვიჩასაც აქვს ნათქვამი რო ვერ იტანს უხეშ თამაშს.
ერთმა ბინძურმა კონტაქტმა შეიძლება მთელი კარიერა გადაგიწყვიტოს. ეგრევე წითელი უნდა იყოს ამაზე და ჭკუას ისწავლიან. რამდენი უხეშობა გაატარა მსაჯმა გავგიჟდი.
ეს რა იყო !