ხვიჩას დაზიანება? არაფერი საგანგაშო, "კვარა" "კრემონეზესთვის" მზად იქნება

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში "ნაპოლიმ" "აიაქსი" 6:1 გაანადგურა.

ხვიჩა კვარაცხელიამ თავი გოლითა და ასისტით გამოიჩინა.

შეხვედრის მიმდინარეობისას "კვარას" დუშან ტადიჩმა უხეშად დააბიჯა, რის შემდეგაც ქართველს ფეხზე ძლიერი ტკივილი აწუხებდა... გაიტანა გოლი და სპალეტის შეცვლაც სთხოვა.

Geo Team-ის ცნობით, ხვიჩა თავს კარგად გრძნობს, დაზიანება არ აწუხებს და მომდევნო ტურში (9 ოქტომბერს, "კრემონეზესთან) სათამაშოდ მზად იქნება.

მკითხველის კომენტარები / 24 /
კვარა კრემონეზესაც დაბომბავს მაგრამ იმედია ლუკას ხათრით სხვა მცველებს შეაწუხებს.
ჯიმი
05 ოქტომბერი 2022 21:16
1
მსაჯობამ, სსრკ ჩემპიონატი გამახსენა,ტაიმში 40 ჯარიმას რომ ნიშნავდნენ,მაგრამ მეტოქეს,მხოლოდ 80 წუთის შემდეგ მიაგდებდნენ ერთ გაფრთხილებას და თავს ვალმოხდილებად თვლიდნენ,თუმცა ისინი უსტვენდნენ მაინც,ამან კი,ხელფეხშეკრულებზე ეგზეკუცია გამოაცხადა და აცემინა ბიჭები.ფეინოორდი-დინამოს თამაშისაგან იმით განსხვავდებოდა,რომ იქ მსაჯი,არც გოლებს გვითვლიდა,მაგრამ მაშინ ვარი არ იყო.დღეს კი,რასაც ვარის გამო ვერ გაატარებდა,იმას ვერ ბედავდა.
სოსო
05 ოქტომბერი 2022 20:41
0
ადრე მარტო სანჭოთა კავშირში კი არა ყველგან ლიბერალი მსაჯები იყვნენ ადრე ასე ხშირად არ აფრიალებდნენ ყვითელ-წითელ ნარათებს
zura222
06 ოქტომბერი 2022 06:25
1
ძალიან გლახა მსაჯი იყო ძალიან
beqa
05 ოქტომბერი 2022 12:42
0
Tadichi pirvelive taimshi iyo gasagdebi tipma kinagam napolis sami pegburteli daumtria da magari ukmayopilo iyo meore yvitelit,naglobasac xo aq sazgvari???
L.J .
05 ოქტომბერი 2022 11:36
2
ჩემი აზრით რაღაც სასწაულად გაუმართლა ხვიჩას კოჭი რომ არ მოტყდა და კიდე ფეხზე დადგომა და მეტიც, გოლის გატანა შეძლო.
აქ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ჯანზეა ფეხბურთელი, რამდენს ვარჯიშობს და არის თუ არა ფიზიკურად ძლიერი, ნებისმიერს შეიძლება ასე მოტეხო ფეხი, რკინის ძვლები არავის აქვს,გამეორებაზე კიდე დავაკვირდი როგორ ბინძურად წავიდა გამიზნულად და გადაუტრიალდა კოჭი, აი მართლა რამ გადაარჩინა მძიმე ტრავმისგან არვიცი.
ველოდები მაინც საბოლოო ინფორმაციას, იმიტომ რომ გაყინვის მერე ტკივილი დროებით გაუყუჩდა, მომდევნო დღეებში იმედია არ გაუმიზეზდება.
ასე როგორ უნდა გაიმეტო ვინმე, როცა შენც ფეხბურთს თამაშობ. არვიცი
!!
05 ოქტომბერი 2022 11:14
0
გამეორებაზე ჩანდა,საშინლად დააბიჯა..
იმედია გადაურჩა ხვიჩა ტრავმას
გოგა
05 ოქტომბერი 2022 10:49
1
ხვიც
ჩა სასწაული ხარ. ღმერთი გფარავდეს
gio
05 ოქტომბერი 2022 10:35
0
ხვიჩა ფეხზე მაგრად დგას, ისე მაგრად რომ მის ტრავმას არც კი ველი.
წარმატებები ქართველი ხალხის გულის გამხარებელს!!!
ქობულეთიდან
05 ოქტომბერი 2022 10:05
1
ყველას გილოცავთ ხვიჩას პირველ გოლს ჩემპიონთა ლიგაზე, ჯანმრთელობათ და ყველა თამაშზე თითო გოლს ვუსურვებ!
1.2.3.4.5.6.
05 ოქტომბერი 2022 09:59
0
მე რა მიკვირს იცი? აი ამ ჩვენი კომენტატორების მიკვირს, ფეხბურთის გაგებაში რომ არ არიან! რაც მოედანზე მოხდა, იყო სუფთა სისხლის სამართლის დანაშაული ტადიჩის მხრიდან ხვიჩას მიმართ და არა შენთხვევით დაბიჯება. ვისაც ქუჩის ფეხბურთი მაინც უთამაშია, იმან 100%-ით იცის, რომ ტადიჩი ფეხის მოტეხვაზე მიდიოდა! შემთხვევის დროს საყრდენ ფეხზე მთელი წონით არ ახტებიან. წითელი ბარათი და ნახევარი სეზონი დისკვალიფიკაცია ეკუთვნოდა იმ არაკაცს, ხოლო ჩვენს კომენტატორებს კი - ერთი წლით ფეხბურთის თამაში უნდა აიძულო, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, არასდროს უთამაშიათ.
გივი
05 ოქტომბერი 2022 08:52
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული