"კვარაცხელიას ფენომენმა იოლად შეგვახსენა, რომ საფეხბურთო ქვეყანა ვართ" - გიორგი კეკელიძე

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ და "ნაპოლიმ" მორიგი შთამბეჭდავი შეხვედრა შემოგვთავაზეს და ჩემპიონთა ლიგაზე ამჯერად სახელოვანი "აიაქსი" არ დაინდეს (6:1). ქართველი გარემარბის თამაშის მიმართ განსაკუთრებული ყურადღებაა. "კვარას" შესახებ მწერალი და საზოგადო მოღვაწე გიორგი კეკელიძე "ფეისბუქპოსტს" აქვეყნებს:

Sportall.Ge

"კვარაცხელიას ფენომენმა იოლად შეგვახსენა, რომ საფეხბურთო ქვეყანა ვართ. მანამდეც ვიყავით, განა არა, უბრალოდ მივიწყებული გვქონდა და თითქოს მოლოდინიც გამცვდარი. ხვიჩას გამოჩენა მხოლოდ საფეხბურთო საშველი როდია - არაერთი ემიგრანტი მწერს, რომ სიამაყის გრძნობა დაუბრუნდათ და ხმამაღლა ამბობენ საკუთარი, მრავალჭირნახული ქვეყნის სახელს. მინდა დიდი წარმატება და სტაბილური კაშკაში ვუსურვო.
ძნელი საქმეა, მაგრამ მიიღწევა, თუ შრომა და ნებისყოფა იქნება."

შეგახსენებთ, ნეპოლური კლუბი უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე უდანაკარგოა, ბურთების ბალანსი კი 13:2-ზე აქვს. 

altხვიჩას გოლი და საგოლე გადაცემა - "ნაპოლის" "აიაქსი" ბრდღვნად არ ეყო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
საფეხბურთო ქვეყანა ნამდვილად არ ვართ ეგ ზედმეტი ნათქვამია.ერთი ორ ტალანტზე დაყრდნობით ეგ ვერ მოხდება როცა დანარჩენი გუნდი ზარმაცი და ლოთია
გიორგი
06 ოქტომბერი 2022 20:49
2
ეროვნული ჩემპიონატში ხალხი რომ არ დადის მათი ბრალი არ არის ჩემი მოკრძალებული აზრით. ფეხბურთი ვისაც უყვარს, უყვარს იმის გამო რომ უფრო ლამაზი სანახაობაა სხვა სპორტთან შედარებით. და ეროვნულ ჩემპიონატში, რომელიც მუდმივი, რუტინული პროცესია, ზოგადად ლამაზი სანახაობა უნდა იყოს, რომ ხალხმა სტაბილურად იაროს (გამონაკლისად ცუდი თამაშები ყველგანაა).
განსხვავებული შემთხვევაა, როცა სხვა ქვეყნის გუნდს ვეთამაშებით, აქ ჩემი აზრით ჩვენი დონის ქვეყნისთვის მთავარი შედეგია და მერე სანახაობა.
შეტევა
06 ოქტომბერი 2022 09:46
0
ეს მარადმწვანე ბიბლიოთეკარი მაგრად მაღიზიანებს!!!!
lebron
05 ოქტომბერი 2022 18:44
24
იქნებ სხვა ფაქტორებმა მიიყვანეს მაგ უკიდურეს ნაბიჯამდე?!!! არამგონია ლებრონ ზუღის გამო მიეეო ეგეთი გადაწყვეტილება?!!
!!-ს
06 ოქტომბერი 2022 06:49
1
თუ გაღიზიანებთ გაატარეთ და დააიგნორეთ, ვიდრე ზიზღი აფრქვიოთ მის მიმართ, ასეთმა დამოკიდებულებამ ეგ ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანა, ბეწვზე გადაარჩინეს.
არავინ გავალდებულებთ ვინმე მოგწონდეთ, უბრალოდ ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის და მსვაგს დამოკიდებულებებს ადამიანების განადგურება შეუძლიათ.
ალბათ დიდად არც გადარდებთ რა მოუვა )
!!
05 ოქტომბერი 2022 22:17
4
ვიყავით საფეხბურთო ქვეყანა, გვყავდა მიხეილ მესხი, რომელიც
მსოფლიოს ნაკრეში იყო გამოძახებული და რუსებმა დაბლოკეს, გვყადა
მეტრეველი, იამანიძე, ბარქაია, ჩოხელი, გვყავდა ევროპის ჩემპიონები
მესხი, მეტრეველი, ჩოხელი, მოვიგეთ უეფას თასი (ყიფიანი, დარასელია,შენგელია, ჩივაძე...
გვყავდა ევროპის ვიცე-ჩემპიონები -ხურცილავა, ძოძუაშვილი, ასათიანი, ბევრი რამ შეიცვალა, ახალგაზრდებში ახალი ინტერესები გაჩნდა, პროვინციონალიზმმა იმძლავრა,
მაგრამ ფეხბურთი მაინც პირველ სახეობად რჩება და ყველას გვიხარია და ვტკბებით ხვიჩას თამაშით, მადლობა ხვიჩას და მის სობლებს
პატრიოტი
05 ოქტომბერი 2022 17:55
2
,,პროვინციონალიზმით" შეშფოთებულო, პერო არსად დაგეკარგოს, კარგად მოისინჯე.
გივი
06 ოქტომბერი 2022 11:22
0
ხვიჩა რამდენად მოვა ჩემი ეს რჩევა შენამდე მარა მაინც კწერ რაც შეიძლება ნაკლები დრო დაუთმე შენზე დაწერილ კომენტარების გაცნობას კარგ გუნდში ხარ კარგი მწრთვნელით არ დაგემართოს ბევრი ქართველი სპორტსმენის სენი პატარას მიაღწევს და @@@@@ თავად მიხვდები. იშრომე ივარჯჯიშე იმუშავე საკუთარ თავზე მოუსმინე მრწთვნელებს მაგრამ საკუთარი სტილი და ინდივიდუალურობა არ დაკარგო ღმერთი გფარავდეს და გისურვებ წარმატებებს. შენი მიხწევებით ბევრ ქართველ ნორჩ ფეხბურთელს სტიმულს მისცემ მოტივაციას გაუზრდი და მოგბაძავენ


ქართველი
05 ოქტომბერი 2022 16:39
0
რა თქმა უნდა, საფეხბურთო ქვეყანა ვართ, მაგრამ იმაზე კი მეცინება, რომ ამბობენ ქართველები ფეხბურთზე ვგიჟდებითო.მიდით ნახეთ სტადიონები ეროვნული მატჩების დროს და ნახავთ, როგორ გვიყვარს ფეხბურთი. ნაკრების თამაშზე სტადიონის გავსება არ ნიშნავს ფეხბურთის სიყვარულს.
ჟორა
05 ოქტომბერი 2022 16:25
3
ირო კითვა მაქვს კეკელიძესთან. პირველი დეპრესიის შემდეგი ეტაპი თუ დაძლია უკვე? და მეორე ეს პოსტი მარტო კვარაცხელიას და ჩვენი ქვეყნის კარგად წარმოჩენისთვის დადე თუ საკუთარი თავის პოპულარიზაციისთვისაც? (იმასაც დავწერ რატომ დამებადა ეს კითვა მე არ მახსოვს მიუხედავად იმისა რომ აქამდე ბევრმა სპორტსმენმა ასახელა ჩვენი ქვეყანა (ავიღოთ თუნდაც ოლიმპიადის მოგება) კეკელიძეს რამე პოსტი დაედო ამ თემასთან დაკავშირებით (მე ვამბობ მხოლოდ და მხოლოდ სპორტზე)). ,,თუ ვცდები ბოდიშსაც მოვიხდი." ვეცადოთ პატრიოტები ვიყოთ.
maroko
05 ოქტომბერი 2022 16:10
7
დაწერა კიდეც რატომ არ დადო აქამდე პოსტი კვარაცხელიაზე. პოსტის დადება კი არა, ადამიანი დღეს შეიძლება არ ყოფილიყო ცოცხალი, თავიდან დაიბადა ფაქტობრივად, ამ ზიზღით სავსე გარემომ თვითმმკვლელობამდე მიიყვანა, პოპულაიზაცია არფერში ჭირდება გიორგის და დაუფიქრდით ყველა სიტყვას, რასაც ადამიანების მიმართ ისვრით.
ადამიანი თვითმკვლელობამდე იყო მისული, ალბათ არც კი ესმის ბევრს ეგ სულიერი მდგომარეობა რას ნიშნავს...
თქვენ კიდე პოსტის აქამდე არ დაწერისითვის ედავებით, კარგით რა
Spain
05 ოქტომბერი 2022 22:20
0
დიახ და ხელწამოსაკრავი ნაკრები არასდროს გვეყოლება, მომავალი თაობები ფეხბურთით იცხოვრებენ
რომანი
05 ოქტომბერი 2022 13:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული