კვარაცხელია-ლოჩოშვილის დაპირისპირება არ შედგება? - ხვიჩა სერია A-ს შემდეგ მატჩს გამოტოვებს?

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა, იტალიის სერია A-ს შემდეგ ტურში სათადარიგო სკამზე იყოს. 

როგორც იცით, კალჩოს მორიგ ტურში ჩვენებურების დაპირისპირება შედგება, ხვიჩას "ნაპოლი" ლოჩოშვილის "კრემონეზეს" სტუმრობს. 

მოგეხსენებათ, "კვარამ" დაზიანება ჩემპიონთა ლიგაზე "აიაქსთან" დაპირისპირებაში მიიღო. "კორიერე დელა სპორტის" ცნობით, ნეაპოლელთა სამედიცინო შტაბი ხვიჩას მდგომარეობას შეისწავლის და გადაწყვეტილებასაც ამის მიხედვით მიიღებენ. 

"კრემონეზესა" და "ნაპოლის" დაპირისპირება 9 ოქტომბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 23 /
კვარა, დასვენება ზქლაშიც გვეყოფა!
ახლა ტიტულების დროა.
ირაკლი
07 ოქტომბერი 2022 12:44
1
კვარა, ძალიან გთხოვ რომ სპალეტის უთხრა რათა დაგასვენოს ან ბოლოში შემოგიყვანოს! 12 ოქტომბერს ნეაპოლში სპეციალურად შენთვის მოვდივარ ლიგის თამაშზე დასასწრებად და მეშინია, კრემონეზესთან ტრავმა არ გაგიმიზეზდეს
Kvaracxelia-s
06 ოქტომბერი 2022 22:56
6
თუ კვარას გარეშე ვერ უგებს დღევანდელი ნაპოლი კრემონეზეს .....
civi
06 ოქტომბერი 2022 22:56
1
ასე მარტივად არ გადაივლიდა ეგ ტრავმა ისე მწარედ მოხვდა და სახიფათოდ. ერთი თამაში უეჭველი უნდა დაასვენოს და მეთვალყურეობის ქვეშ იყოს.
მგონი სლუცკის ინტერვიუს მოუსმინა ყველამ, რაც ეგ თქვა იმის მერე სულ მოუმატეს უხეშობას ხვიჩას წინააღმდეგ:))
ნუ ეს ნახევრად ხუმრობით :)
Thomas
06 ოქტომბერი 2022 22:51
0
ხოდა კიდევ ერთხელ განვმეორდები, ტადიჩის.... იცით ყველამ რააც.
გეგი
06 ოქტომბერი 2022 20:12
0
ითამაშებს ტესტები ჩააბარა ოსიმენიც ბრუნდება
giorgi 12
06 ოქტომბერი 2022 18:57
1
ცოტა ძლიერი გუნდი ყოფილიყო კრემონეზეზე კარგად გამოჩნდებოდა კვარას დანაკლისი. სპალეტიზე ვბრაზობ, მესამედონის გუნდია მენტალურად,აქ რო ყოფილიყო თუნდაც იუვე, ინტერი ან იგივე რომა. კვარასმიმართ როგორც ფეხბურთელები ასევე მწვრთნელიც,ადაპტაციაში უფრო დიდ წვრილს შეიტანდნენ და მეტი პატივისცემით მოეპყრობოდნენ რო ბიჭს დაფასებოდა ის რასაც აკეთებს,ესენი არც საგოლე გადაცემაზე უხდიან მადლობას,არც გოლზე ულოცავენ ისე როგორც სხვებს,ეს კიტრი სპალეტიკიდე მთელითამაში ეჩხუბება და მხოლოდ კვარას ორი არმიცემული პასი დაინახა მთელ გუნდში შეცდომა,ამიტომაა მესამე დონის გუნდი თორე წელს რასშვება ეგ დაგავიწყდება და სულ ფეხებზე გვეკიდება როგორცკი კვარა მართლა გრანდში გადავა. მელოტი იყენებს კვარას გულკეთილობას . თავდაბლობას და როგორც ჩანს მისი თანაგუნდელებიც. კვარა ბოლო ოთხი თამაშია ძალიან შეზღუდულად თამაშობს"დრიბლინგების" მხრივ და კატასტროფა იქნება თუ ჩარჩოებში მოაქცია მელოტამ რაც დაწყებული აქვს უკვე. დგას და მთელი თამაში გაყვირის კვარააა .. კვარააას . და თრგუნავს დამიჯერეთ ამითი . ეს არარის უკვე რომ თითქოს კვარას "ვარსკვლავობის სენი არ შეეყაროს" და კრიტიკით აბალანსებს და მიწაზე უშვებს . კარგად დააკვირდით სპალეტი ყველა მატჩის შემდგომი ინტერვიუებში ცივად შეპარულ ბულინგს უტარებს კვარას. და ნუ აპრავებთ იმით რომ თითქოს ამით კვარას "ანვითარებს" კაცმა ფაქტიურად რატომაც უყვართ კვარა იგივე იტალიაში "დრიბლინგები" ბურთის წაყება შორიდან გასროლა და ას. შ. უკრძალავს ფაქტიურად, ანუ ჩარჩოებში უნდა მოაქციოს და უნდა მიიღოს დახაზული ტიპიური ვირი ვინგერი კვარასაგან. რაც კიდევ ერთხელ ვამბობ ეს კატასტროფა იქნება კვარასათვის. და მივიღებთ პერიშიჩის დონის უფანტაზიო. უინტელექტო. ტროლეიბუსივით ერთ ხაზზე მორბენალ ცხენ ვინგერს. ეს უნდა ვინმეს? საქართველოში ასეთი მონაცემების და გაქანების კვარასაგან. ცალკე თემაა ნაპოლის სოც ქსელებში სრულებით არ არიან კმაყოფილი იმ დოზით რასაც კვარა აკეთებს ნაპოლისთვის. მატჩისწინა გამოკითხვა რომ იწყება ნაპოლის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტი ეკითხება სტადიონზე მიმავალ ხალხს ვინ მოგწონთ ნაპოლის ამ ფორმაციაშიო და ათიდან 5-6 ასახელებს რასპადორი, ანგისა, ოსიმენი, კიმი, დაჟე სიმეონეს და მერე ამბობენ კვარაცხელიას. ესენი კიდე ვერ ხვდებიან რამხელა გავლენაა აქვს მათი სოფლის უტიტულო გუნდზე კვარას. საკმარისია მწყობრად ერთი 4-5 თამაში გამოტოვოს კვარამ თავში ხელს შემოირტყამენ მელოტას ჩათვლით თამაშებს რო ჩატეხავენ. კვარა ძალიან აკლია გუნდს შეტევაშიო და ის ყოფილა ნაპოლის შეტევების უმთავრესი ძრავაო, მერე დააფასებენ.
Dyogene
06 ოქტომბერი 2022 18:28
8
გაიხარე, ზუსტად მაგის დაწერას ვაპირებდი და იმასღა დავამატებ, რომ სპალეტის ხელში ყველა მოთამაშე მაქსიმუმ შესაძლებლობებს ავლენს და ნაპოლიდან წასული ფეხბურთელები კი ბევრით ვერაფრით გამოირჩევიან. სოფლის გუნდი და ეგოისტი მელოტი მწვრთნელი - ეს არის ყველაზე ცუდი გაგებით სუფთა ღრუზინული დამოკიდებულება იმ გუნდის და მწვრთნელის მიმართ, ვინც კვარას ნიჭი გამოარჩია და მას ენდო... არადა, ბევრად უფრო მსუყე ფულის ტომარა გუნდებსაც სთავაზობდნენ...
რა მაფიაა-ს
07 ოქტომბერი 2022 00:06
1
რა კარგია რო ხვიჩა უფრო კარგად აზროვნებს და ისეთი ტიპია რომ მსგავსი კომენტარების გავლების ქვეშ არ ექცევა... ასევე კაია რო უმრავლესობა მსგავსი კომენტარები არაა... მარტო ერთს გეტყვი, ბურთის წაღება და დრიბლინგი არ შეუზღუდოსო და ბოლო გოლი რო გაიტანა სერია აში, ცენტრიდან რო ირბინა, იმ თამაშის მერე აღფრთოვანებული იყო სპალეტი და სულ აქებდა კვარას... სპალეტის მისგნა ჩაქუჩის გამოყვანა რო ნდომოდა, სულ არ იყიდიდნენ... კვარას აქვს შეცდომები ზედმეტი მონდომებისგან და ეს ბუნებრივია, ასეც უნდა იყოს და ისწვალის ყველაფერს, სპალეტის უნდა ზუსტად მსგავსი კომენტარების გავლენისგან დაიცვას ჩვენი ბიჭი... თქვენ გგონიათ რომ კვარა უკვე ჯობია მესის და ყველას და წარმოდგენა არ გაქვთ რეალობაზე და მისი პოტენციალის ზედა ზღვარზე... რომელიც ან არ აქვს საერთოდ და ან აქიდან ძალიან შორსაა... და სპალეტიმაც არ იცის ჯერ რომ კვარა მსგავსი პათოსის გავლენის ქვეშ არ მოექცევა... ილაპარაკეთ ნიჩიოო, რაც კვარას დააკლდება რამე და არც სპალეტის ))) უყურეთ და ისიამოვნეთ... რა გრანდი, რის გრანდი. ყველაზე კარგ ადგილასაა კვარა ეხლა... ამ მომენტისთვის ანგისა არაფრით ჩამოუვარდება თუ არ ჯობია ჩვენ ოქროს, მაგრამ ეს მისი მოტოვაციაა ზუსტად რომ განვითარება არ შეაჩეროს და სულ წინ იაროს... ეჭვიც არ გვეპარება რომ ანგისაზე ბევრად სასარგებლო და კარგი მოთამაშე იქნება, მიუხედავად ჩემი ძალიან დიდი სიმპატიისა ანგისას თამაშის მიმართ, მარა ეხლა გაეშვით ეგეთ ფიქრებს და უბრლაოდ ისიამოვნეთ ამ გუნდის თამაშით და იმით რომ ამ ზღაპრის ერთ-ერთი მთავარი გმირია ჩვენი სუპერმენი
რა მაფიაა?
06 ოქტომბერი 2022 23:05
2
ყველა გამოხმაურება
თუ მინიმალური შანსი მაინც არსებობს ტრავმის გამიზეზების, განაცხადშიც არ უნდა შეიყვანოს, მითუმეტეს, სამ დღეში აიაქსთან განმეორებითი თამაში აქვთ და მთელი აიაქსი ტადიჩივით გავეშებული ითამაშებს. მე ვინ მკითხავს, მაგრამ არც მაგ თამაშში აწყენდა დასვენება, მე თქვენ გეტყვით და ემანდ ელმასმა არ წაართვას ადგილი ძირითადში...
ვოოტ
06 ოქტომბერი 2022 15:26
4
პა ინტერი იკნება ან რა რომა არცერტი არ იკნება ჩემპიონი
გელა
06 ოქტომბერი 2022 15:04
2
საქართველოში რომ გააჩერო ადამიანი ყველა გეტყვის როგორ უნდა მართო ქვეყანა და ფეხბურთი როგორ ითამაშო. სპალეტი არის თავის საქმის პროფესიონალი. მისგან კვარას კრიტიკა ნორმალურია. ჩვენი ბიჭი სწორ დასკვნებს გამოიტანს აუცილებლად. თამაშს თუ დააკვირდებით, ხვიჩა ზოგჯერ(ხაზს ვუსვამ ზოგჯერ) ბურთს ვერ ელევა, პასს არ აძლევს უკეთეს პოზიციაში მყოფ თანაგუნდელს და დრიბლინგში იკარგება, რაც აისახება როგორ მის თავდაჯერებულობაზე, ასევე თანაგულდელებსა და გულშემატკივარზეც. ფეხბურთში კი ზოგჯერ ერთი ეპიზოდი წყვეტს ყველაფერს.
პ.ს ქართველებს ანდაზა გვაქვს ასეთი: მოყვარეს-პირში უძრახე, მტერს-პირს უკანაო.წარმატებები
Chitovichi
06 ოქტომბერი 2022 14:34
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული