"მკვდრეთით აღვდექით" - ვაისმა ჩაკვეტაძესა და გამარჯვებაზე ისაუბრა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მესამე ტურში "სლოვანმა" გასვლაზე 2:0 დაამარცხა "ბაზელი". სტუმართა გუნდში შეუცვლელად ითამაშეს გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძემ პირველ ტაიმში ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და 59-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. იმედია, მისი ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება. ნამდვილად სასიხარულოა, რომ კვლავ ვიხილეთ ძველებურად შემართული ჩაკვეტაძე. ნამატჩევს კომენტარები მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა და პირველი გოლის ავტორმა ლუკას პაუშეკმა გააკეთეს.

ვაისი: "მიხარია, რომ მკვდრეთით აღვდექით. ახლა ჯგუფიდან გასასვლელად კარი ღიაა. მიზნის მისაღწევად სამი შეხვედრა გვაქვს. დღეს დაცვითი ტაქტიკური თამაში იყო. მეტოქეს,
მატჩის დასასრულს თავით დარტყმული ბურთის გარდა, მომენტი არ შევაქმნევინეთ. გოლების გარდა, კიდევ 2-3 შანსი გვქონდა. უკეთ გამოყენების შემთხვევაში მეტის გატანა შეგვეძლო.

ჩვენი დაცვა კარგად გაისარჯა, წინ სახიფათონი ვიყავით. აი, ასე ვიბრძვით ევროპაში. ფიზიკურად მომატება გვმართებს. მაგალითად, ვლადოს (ვაისი-უმცროსი) ასეთ რთულ დაპირისპირებებში შეუცვლელად სათამაშოდ ჯერ ძალა არ ჰყოფნის, ისევე, როგორც ჩაკვეტაძესა და ზრმჰალს. საუკეთესო ფეხბურთელები ბევრს დარბიან და მათი შეცვლა გიწევს.

ეს ჩვენთვის დიდი გამარჯვებაა, მაგრამ წარმატება "ბაზელთან" სახლში უნდა განვამტკიცოთ. მჯერა, ჩვენს სტადიონზე ანშლაგი იქნება. კვირას "ტრენჩინთან" როტაციას მივმართავ და ზოგიერთ მოთამაშეს, რომლებმაც დღეს ითამაშეს და დაშავდნენ, დავასვენებ. მადლობა აქ ჩამოსულ გულშემატკივრებს. დღეს ყველამ ერთად ვიბრძოლეთ, რადგან ერთი ოჯახი ვართ".

პაუშეკი: "თამაშის წინ ერთმანეთს ვუთხარით, რომ თუ გვინდოდა ჯგუფიდან გასვლის შესაძლებლობა შეგვენარჩუნებინა, ქულა, იდეალურ შემთხვევაში კი, სამი ქულა უნდა მოგვეპოვებინა. "ბაზელი" ძლიერია, მაგრამ ჩვენ ბოლოს და ბოლოს ვითამაშეთ, როგორც ერთიანმა გუნდმა. ეს დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი გახლდათ. მიხარია, რომ ასეთ მატჩში გავიტანე. "ჩაკვემ" ბურთი მიიღო და დავინახე, რომ გადაცემის გასაკეთებლად იყურებოდა. ამიტომ გავიქეცი, არავინ ამედევნა, სრულიად მარტო დავრჩი და მადლობა ღმერთს, გავიტანე".

მკითხველის კომენტარები / 10 /
ვინ ჯაბაზე იძახდა წასასვლელიო,ეხლა გამოდით და თქვით ააა
ბექა
11:52 08-10-2022
0
ახლა იჩქარა?რაებს წერდნენ კანკავაზე დროა ნაკრები დროზე დატოვოსო თუნდაც ამ საიტზე გარკვეული წვლილი გულშემატკივრებსაც მიუძღვის მის წასვლაში თუ ასეთ ხალხს გულშემატკივარი ქვია
ზვიადი
01:45 08-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული