"ხვიჩას შეჩერება ძალიან რთული იქნება " - ლუკა ლოჩოშვილის ინტერვიუ იტალიურ გამოცემასთან

AutoSharing Option
"კრემონეზეს" ცენტრალურმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა "ნაპოლისთან" გასამართი შეხვედრის წინ იტალიურ გამოცემა La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ხვიჩას შესახებ ისაუბრა.

"მე და ხვიჩამ თამაში თბილისის "დინამოში" დავიწყეთ, ახლა კი ეროვნულ ნაკრებშიც ერთად ვთამაშობთ. ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ, მის პროგრესს თვალს დიდი ხნის განმავლობაში ვადევნებდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ ისეთ დიდ გუნდში, როგორიც "ნაპოლია", მისი შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდებოდა, ხვიჩას ყველაფერი აქვს, რათა ვარსკვლავი გახდეს. კვარაცხელიას შეჩერება ურთულესი იქნება, დიდი სამუშაოს შესრულება მოგვიწევს, როგორც ინდივიდიუალურად, ასევე გუნდურად, რათა სივრცეები შევუზღუდოთ,
მაგრამ პრობლემა მხოლოდ "კვარა" არ იქნება, "ნაპოლი" ამტკიცებს, რომ შესანიშნავი გუნდია" - განაცხადა ლოჩოშვილმა.

შეგახსენებთ, 9 ოქტომბერს, სერია A-ს მე-9 ტურში, "კრემონეზე" "ნაპოლის" უმასპინძლებს, შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

alt"ნაპოლისთან" შეხვედრამდე ლოჩოშვილის "კრემონეზე" "ლეჩეს" დაუზავდა

alt"როდესაც პირველად ბავშვი ხვიჩას თამაში ვნახე, მაშინვე გავვარდი და..." - "კვარას" აღმომჩენი თემურ შალამბერიძე ხვიჩას შესახებ ჰყვება

მკითხველის კომენტარები / 7 /
ოღონდ შენ ნუ შეამჩნევ ხვიჩას თამაშის დროს და დანარჩენი ხვიჩამ იცის.
ფირუზა
08 ოქტომბერი 2022 08:30
0
ეს ის მომენტი როდესაც არ მინდა კვარამ გაიტანოს და რა თქმა უნდა არც ნაპოლის სხვა მოთამასეებმა
ლუკასთვის დზალიან მნისვნელოვანია ტიტოეული მსრალი მატცი ახლა რომ ტავი დაიმკვიდროს, კვარას კი არაფერი აქვს
Dდასამტკიცებელი
Midi luka.
08 ოქტომბერი 2022 07:04
8
შენ მაინც არ ჩაარტყა უხეშად
.
08 ოქტომბერი 2022 01:34
0
ნეტა ამან არ დაამტვრიოს ხვიჩა, გაჩერებას არ ვჩივით
Lado
07 ოქტომბერი 2022 20:27
3
კარგით რაა, ნაკანეც!! ხვიჩა კი არა პუტინის-მსოფლიოში მეორე არმია შეაჩერეს უკრაინაში ბოლოს და ბოლოსსს............
DOON...
07 ოქტომბერი 2022 16:25
86
ჯორა, თუ მოძებნი.
ხა! ხა! ხა!
08 ოქტომბერი 2022 11:48
0
ერთი შენს ტვინში ჩამახედა....
ჟორა ხვედელიძე
07 ოქტომბერი 2022 18:56
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული