"კვარაცხელიას "ნაპოლი" კონტრაქტს გაუგრძელებს და გასამრჯელოს გაუზრდის" - მიზეზი ჟურნალისტმა განმარტა

AutoSharing Option
ჟურნალისტმა ჯოვანი სკოტომ Calcio Napoli 24 Live-ს ეთერში განაცხადა, რომ "ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტს გაუგრძელებს და ხელფასს გაუზრდის.

სკოტოს თქმით, ქართველთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება დაიწყება, ვინაიდან მისი სეზონური ანაზღაურება 1 მილიონი ევროა და ამიტომ არაა გამორიცხული, სხვა კლუბებმა (მაგალითად ჩელსიმ) გადაბირება სცადონ.

ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ სეზონის ბოლოს ნეაპოლური კლუბი ხვიჩასთან თანამშრომლობას ერთი წლით გააგრძელებს, რადგან 1 მილიონი "სახიფათო თანხაა" და გასამრჯელოს გაუორმაგებს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
სტარტი კარგია მაგრამ იმედებს გამართლება უნდა კვარამ სეზონის ბოლომდე უფრო უნდა მოუმატოს და გაცემული ავანსები გაამართლოს რასაც გულითადად ვუსურვე.რაც შეეხება მის სხვა გუნდში გადასვლას ჯობია მინიმუმ ორი სამი სეზონი ნაპოლიში ითამაშოს რადგან ჯერ კიდევ დასაღვინებელია თან თანაგუნდელებთან უფრო შეთამაშდება და თუ თვითონაც თუ მოუმატებს თანაგუნდელები მასზე აწყობენ თამაშს და მეტი გასაქანი ექნება. გავიხსენებ შევჩენკოს მილანში დაფრინავდა ჩელსში კი დაიკარგა და სათადარიგოს ფეხბურთელად იქცა. ასევე ნაპოლის სკუდეტო ან ლიგაში მოგებაშიც თუ დაეხმარება იტალიელები ქართველებივით ემოციური ერია და ალბათ გააღმერთებენ და მერე თვითონ გადაწყვიტოს .ღმერთმა ხელი მოგიმართოს ხვიჩა.
ქართველი
09:25 09-10-2022
0
ჩემი მოკლე მოსაზრებით კვარამ უნდა გააგრძელოს კონტრაქტი. ფულის გამო არა. კონტრაქტში აუცილებლად უნდა მიენიჭოს პრივილეგიები რომ ბიჭმა იგრძნოს გუნდის გვერდში დგომა და გუნდმა მიხვდეს რომ კვარა ძალიან ჭირდებათ. ფული არაა მთავარი კონტრაქტის გასაგრძელებლად.
roma bejanidze
08:51 08-10-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული