"კორიერე დელო სპორტის" დირექტორს ივან ძაძარონის ძალიან მოსწონს "ნაპოლის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია. დღეს ამ გამოცემამ ქართველის ინტერვიუ გამოაქვეყნა, ძაძარონი კი რადიო Punto Nuovo-ს ეთერში ჩაერთო და ნეაპოლურ გუნდსა და ხვიჩაზე ისაუბრა:
"ნაპოლის" კრემონაში სხვა ლიდერებთან შედარებით გაცილებით ადვილი მატჩი აქვს, ამით უნდა ისარგებლოს და დაამტკიცოს, რომ სკუდეტოს მოგების მთავარი კანდიდატია. კვარაცხელია? მე არ ვიცი, ამ ბიჭმა რამდენს შეიძლება მიაღწიოს, მაგრამ ამისათვის სტაბილურობა სჭირდება. არ უნდა დაკარგოს "შიმშილი" და მოტივაცია, რომელიც აქვს. უბრალოდ უ
არესი ვერ გახდება, ვინაიდან ტალანტია.
მის შესაძლო წასვლაზე არ არის საჭირო ნერვიულობა. თუ ვინმე 100 მილიონ ევროს შესთავაზებს, დე ლაურენტისი დაფიქრდება. "ნაპოლიმ" გვაჩვენა, რომ წასული ფეხბურთელები სწრაფად ავიწყდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი შეცვლის შესაძლებლობა აქვს. გულშემატკივრები ამ მომენტით უნდა დატკბნენ. არ მახსოვს, ნეაპოლელებს სეზონი ასე დაეწყოთ. ერთადერთი გუნდი, რომელიც "ნაპოლივით" კარგად თამაშობს - "უდინეზეა".