"დე ლაურენტისი კვარაცხელიას 100 მილიონად გაყიდვაზე დაფიქრდება" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტის" დირექტორს ივან ძაძარონის ძალიან მოსწონს "ნაპოლის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია. დღეს ამ გამოცემამ ქართველის ინტერვიუ გამოაქვეყნა, ძაძარონი კი რადიო Punto Nuovo-ს ეთერში ჩაერთო და ნეაპოლურ გუნდსა და ხვიჩაზე ისაუბრა:

"ნაპოლის" კრემონაში სხვა ლიდერებთან შედარებით გაცილებით ადვილი მატჩი აქვს, ამით უნდა ისარგებლოს და დაამტკიცოს, რომ სკუდეტოს მოგების მთავარი კანდიდატია. კვარაცხელია? მე არ ვიცი, ამ ბიჭმა რამდენს შეიძლება მიაღწიოს, მაგრამ ამისათვის სტაბილურობა სჭირდება. არ უნდა დაკარგოს "შიმშილი" და მოტივაცია, რომელიც აქვს. უბრალოდ უ
არესი ვერ გახდება, ვინაიდან ტალანტია.

მის შესაძლო წასვლაზე არ არის საჭირო ნერვიულობა. თუ ვინმე 100 მილიონ ევროს შესთავაზებს, დე ლაურენტისი დაფიქრდება. "ნაპოლიმ" გვაჩვენა, რომ წასული ფეხბურთელები სწრაფად ავიწყდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი შეცვლის შესაძლებლობა აქვს. გულშემატკივრები ამ მომენტით უნდა დატკბნენ. არ მახსოვს, ნეაპოლელებს სეზონი ასე დაეწყოთ. ერთადერთი გუნდი, რომელიც "ნაპოლივით" კარგად თამაშობს - "უდინეზეა".

მკითხველის კომენტარები / 3 /
ხვიჩა და კომპანია ამ სეზონზე ისე თამაშობენ რომ უეჭველი მოიგებენ სკუდეტოს როგორც მინიმუმ ეს ერთი მეორეც დე ლაურენტისი არ დახარბდება 100 მილიონს და ხვიჩას არ დათმობს იმიტომ რომ მიუხედავათ კარგი გუნდისა ხვიჩას როლი ნაპოლიში არის გადამწყვეტი ის ფენომენია მე ასევე მჯერა რომ ჩემპიონთა ლიგაზე ნაპოლი ხვიჩას ფაქტორით ფავორიტთა შორისაა ახლა დრო მოვიდა რომ ქართველებმაც და ნეაპოლელებს ვისიამოვნოთ მისი თამაშის ყურებით!!!
ზაზა
09:05 09-10-2022
1
ლაშა ძმაო ჩემი შეხედულობით ვაკეთებ კომენტარებს და თუ ინტუიცია არ მღალატობს ჯერ ჯერობით ყველაფერი ცხადდება შემდეგ თამაშშიც ხვიჩა იქნება მატჩის ბედის გადამწყვეტი და ასე იქნება ყოველთვის იმიტომ რომ ის უბრალოდ ფენომენია რაც შეეხება ნაპოლის წინასწარ ვულოცავ სკუდეტოს მოგებას
ზაზა
15:46 10-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული