ხვიჩას მოპოვებული პენალტი და საგოლე პასი - "ნაპოლიმ" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეცხრე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „კრემონეზე“ 4:1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ ამ სეზონში მესამე თერტმეტმეტრიანი მოუპოვა და მორიგი საგოლე გადაცემა გააკეთა, „კრემონეზეში“ კი ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო და რაჰმანის მიერ დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. მასპინძლებმა სწრაფი კონტრიერიშით უპასუხეს და ძანიმაკიას დარტყმული ბურთი მერეტის კარის ხარიხას მოხვდა. 26-ე წუთზე კვარაცხელია საჯარიმოში ბიანჩეტიმ წააქცია, მსაჯმა პენალტი დანიშნა და პოლიტანომ „ნაპოლი“ დააწინაურა.

შესვენების შემდეგ დესერსმა ანგარიში გაათანაბრა. შეცვლაზე შესულმა სიმეონემ 76-ე წუთზე ნეაპოლელები წინ გაიყვანა, კომპენსირებულ დროში ხვიჩას
პასით ლოზანომ გაიტანა, ხოლო ზედ საფინალო სასტვენის წინ ოლივეირამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ნაპოლი“ 23 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ატალანტას“ 2 ქულით უსწრებს და 12 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსს“, 16 ოქტომბერს კი იტალიის პირველობაზე „ბოლონიას“ უმასპინძლებს.

კრემონა. „ჯოვანი ძინი“
კრემონეზე - ნაპოლი 1:4
გოლები: 0:1 პოლიტანო (26, პენ), 1:1 დესერსი (48), 1:2 სიმეონე (76), 1:3 ლოზანო (90+3), 1:4 ოლივეირა (90+6)

მკითხველის კომენტარები / 78 /
სასტიკად არ ვიზიარებ იმ ე.წ.მოსაზრებას, რომ ხვიჩას გარეშე ნაპოლი სოფლის გუნდია და ა.შ. მაგრამ მის გარეშე დღეს ნაპოლი არ იყო ამ თამაშის მომგები... ასევე სასტიკად არ ვიზიარებ იმ აზრსაც, რომ სპალეტი ცუდი მწვრთნელია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ იმდენი ეწუწუნა კოლექტიურობაზე და გუნდურობაზე, რომ ახლა ხვიჩას გარდა ყველა კარში დარტყმაზე ფიქრობს... თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენებური ამით არაფერს კარგავს, პირიქით....
ვოოტ
09 ოქტომბერი 2022 22:57
3
გეთანხმებით,ნაპოლის ძალიან გაუჭირდება თამაშების მოგება კვარას გარეშე,ეს აქსიომაა და მან ეს მრავალჯერ დააუმტკიცა მავანთ,თუნდაც დღევანდელ მატჩში,ნაღდი პროფესიონალია,ჭკვიანია და მგელმუხლაა.
უფალი შეგეწიოს ბაბუ,შენს ჭკუაგონებას და ფეხებს ვენაცვალე.
ღმერთო!დაიფარე და დაიცვე ეს ბიჭი:ავისაგან,ბოროტისაგან,ეშმაკის მოსწრაფებისაგან,ცოდვებში დაცემისაგან,ყველგან გამარჯვებები აზეიმე,დიდი საფეხბურთო მწვერვალები დააპყრობინე,საქართველოს სადიდებლად და მოყვასის გასახარად ამინ!
თერჯოლელი
09 ოქტომბერი 2022 22:55
0
ხალხო, მარიო რუი ხაზგასმით არ აძლევდა პასებს, მარჯვნივ გადაქონდა ყოველთვის და იმიტომაც უჭირდათ მერე. მარიოსნაირი არარაობაა პოლიტანოც, უკვე მეორე შემთხვევაა ხვიჩას მოპოვებული პენალტის შენდეგ გოლის აღნიშვნისას ხვიჩას არ იკარებს და თავის პატარა კაცობას უსვამს ხაზს. ეს ჩემი პირველი კომენტარია, უსამართლობა და შური რა საშინელი სანახავია. დღეს ივერიის ღვთისმშობლობაა და ჩვენს სუფთა ბიჭს შეეწიოს დედაღვთისა.
კახაბერი
09 ოქტომბერი 2022 22:46
7
პოლიტანოს საქციელი მეც თვალში მხვდება. მალე მიყენდება ადგილზე თუ ამას სპეციალურად აკეთებს.
ზურა
10 ოქტომბერი 2022 00:13
1
ბრავო კვარა მაგრად ითამაშა, თამაშის ბოლოს რა სიჩქარე განავითარა! არ მიდიოდა მარცხვნივ თამაში ეგრევე შევარდა მარჯვნივ და პენალტი, მერე რა სისწრაფით შევარდა და როგორც პროფესიონალ ფეხბურთელს ეკადრება ისე ითამაშა ორი ერთზე მეკარესთან პასი უნდა გააკეთო, უეჭველი გოლია.
zaza
09 ოქტომბერი 2022 22:20
1
სიტყვები ზედმეტია ლიმონივით გამოწურულ გადაღლილი და მაინც მთავარი შემოქმედი კვარა ყველაზე კრიტიკულ წუთებში ნაპოლისთვის. გავა დრო და კვარაზე იტყვიან ასეთი ფეხბურთელები აღარ არსებობენო.
Charley
09 ოქტომბერი 2022 23:05
1
აი ეს იყო 100% საგოლე პასი და ამით ხვიჩამ დაუმტკიცა მთელ გუნდს, რომ გუნდური მოთამაშეა. კვარაცხელიას გარეშე ნაპოლის ნებისმიერი თამაშის მოგება გაუჭირდება. ხვიჩა იძლევა უპირატესობას, ძაან აშკარად ჩანს ეს
ზურა
09 ოქტომბერი 2022 22:05
1
ორი გოლი ხვიჩამ შექმნა და მაგაზე აშკარა რაღა უნდა იყოს? ბრავო ხვიჩა. ❤️
G.LA.
09 ოქტომბერი 2022 22:58
0
ორი გოლი ხვიჩამ შექმნა და მაგაზე აშკარა რაღა უნდა იყოს? ბრავო ხვიჩა. ❤️
G.LA.
09 ოქტომბერი 2022 22:58
1
კარგად რომ ითამაშა აღარაა სიახლე. მიგვაჩვია. კარგი ის მოხდა რომ შეცვლას უპირებდნენ.მაგრამ მცველი შესაცვლელი გახდა და გადაიფიქრა სპალეტიმ. ხვიჩამ კი საგოლე დახატა და თამაში დაამთავრა.
გია
09 ოქტომბერი 2022 22:17
1
ეს ბიჭი ჩვენი საგანძურია !!!!
პასებს არ აძლევენ მაგრამ თავის საქმეს 5 ასრულებს.
ბრავო ხვიჩა!!!
ჯონი
09 ოქტომბერი 2022 22:10
2
მგელია რა ეს ბიჭი, ნაპოლი რომ თამაშობს სამსახური მიცდება
მამუკა
09 ოქტომბერი 2022 22:10
1
უმაგრესი ბიჭი გვყავს!!! ჩვენი სუპერ ვარსკვლავი!!! ყოჩაღ!!! წინსვლა და წარმატებები!!! უფალი გფარავდეს!!!
გულშემატკივარი
09 ოქტომბერი 2022 22:02
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული