108 სტუმარი დაბადების დღეზე, მათ შორის, დე ლაურენტისი და სპალეტიც - ზელინსკი "ნაპოლის" გრანდიოზულად დაემშვიდობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რამდენიმე თვის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ნაპოლის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი პიოტრ ზელინსკი კარიერას "ინტერში" გააგრძელებდა. პოლონელი "ნერაძურის" ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

გუშინ ზელინსკი 30 წლის გახდა და დაბადების დღეზე 108 სტუმარი მოიწვია, მათ შორის იყვნენ თანაგუნდელები, მისი პოლონელი მეგობრები, იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი და "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი.

"ნაპოლი", მინდა მადლობა გადაგიხადო ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთე. მე და ჩემი ოჯახი ნეაპოლში თავს ყველაზე დაცულად ვგრძნობდით. აქ უამრავი შესანიშნავი ადამიანი გავიცანი და მათთან ურთიერთობა მთელი
ცხოვრების განმავლობაში მექნება.

ერთად წარმოუდგენელი ემოციები განვიცადეთ, გვქონდა როგორც რთული, ასევე სასიამოვნო მომენტები. თქვენ საუკეთესო ფანები ხართ, სწორედ თქვენი წყალობით მივაღწიე ყველაფერს.

აქ გავხდი კაცი, ლიდერი და მამა ჩემი შვილისთვის. უდიდეს მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის, ამ კლუბში გატარებული პერიოდის განმავლობაში, შეურაცხყოფა არ მიგრძვნია. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, მშვიდობით", - განაცხადა პიოტრ ზელინსკიმ.

შეგახსენებთ, ზელინსკი "ნაპოლის" 2016 წელს, "უდინეზედან" შეუერთდა, ამ პერიოდის განმავლობაში პოლონელმა ნახევარმცველმა "პარტენოპეის" მაისურით 281 მატჩი გამართა და 37 გოლი გაიტანა.

altზელინსკის ქმედებამ თანაგუნდელები აღაფრთოვანა - La Gazzetta dello Sport-ი დეტალებზე წერს

altზელინსკის შემცვლელის შეძენა "ნაპოლის" 18-20 მილიონი დაუჯდება

altუმკაცრესი სასჯელი ზელინსკის - დე ლაურენტისი პოლონელზე გაბრაზებულია

მკითხველის კომენტარები / 1 /
Მოიცა კვარა არ დაპატიჟა თუ როგორაა, ტყვილა ჭამა და ყლაპა ელარჯები და გებჟალიები??? Ეხლა ვერ დავიჯერებ რომ არ გაასინჯებდა მთელი მეგრი დიასპორა რომ ჩამოვიდა კვარას მოსავლელად და დასახმარწბლად)))
გ.შ.
19:18 22-05-2024
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული