მოგეხსენებათ, 9 ოქტომბერს სერია A-ს მე-9 ტურში "ნაპოლი" "კრემონეზეს" ესტუმრა და 4:1 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, ქართველმა გარემარბმა 26-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, შეხვედრის მიწურულს კი საგოლე პასი გააკეთა და ირვინგ ლოსანოს გაატანინა.
ჩვენებურის თამაშს მადრიდის "რეალისა" და "რომას" ყოფილი ფეხბურთელი ანტონიო კასანო კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და
Bobo TV-ის ეთერში "კვარას" შესახებ ისაუბრა:
"ნეაპოლელები მთელი მატჩის განმავლობაში მოედანზე ოსტატურად მოქმედებდნენ. "კრემონეზე" მონდომებით თამაშობდა, თუმცა "ნაპოლი" 90 წუთის განმავლობაში დომინირებდა.
აქ არის ქართველი, ხვიჩა კვარაცხელია, რომლის შესახებაც აღარ
ვიცი, რომელი ეპითეტი გამოვიყენო. ის აქ 2 თვის წინ ჩამოვიდა, იტალიური ენაც არ იცის, ახალ ქალაქს უნდა შეეგუოს, ხვიჩა კი ყველა შეხვედრაში განსხვავებას ქმნის. ვაღიარებ, არ მეგონა, თუ საქმე ასეთ ფენომენთან გვქონდა. ყოველ კვირას გააქვს გოლები და საგოლე პასებს აკეთებს. უბრალოდ, შესანიშნავია. არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს დარჩება "აძურიში" - განაცხადა კასანომ.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" 23 ქულით სერია A-ს ერთპიროვნული ლიდერია. ლუჩანო სპალეტის გუნდი მორიგ შეხვედრას ხვალ, 12 ოქტომბერს, ამსტერდამის "აიაქსის" წინააღმდეგ გამართავს.
"ხვიჩა უბრალოდ შთამბეჭდავია! ეს მხოლოდ რონალდომ და მან შეძლეს" - ცნობილმა ფეხბურთელმა "კვარა" ბრაზილიელ ფენომენს შეადარა!
"ქართველია, ვერ შეძლებსო... კვარაცხელიას ტრანსფერი შევთავაზე და მითხრა, გუნდიდან გამაგდებენო..." - სანიოლმა ხვიჩას შესახებ ისაუბრა