Geo Team: "ფეჰერვარმა" ბუდუ ზივზივაძე პირველი გუნდიდან გააძევა

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, უნგრულმა "ფეჰერვარმა" ბუდუ ზივზივაძე პირველი გუნდიდან გააძევა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს მინიმუმ იანვრის სატრანსფერო ფანჯრამდე მეორე გუნდში ვარჯიში მოუწევს.

წყაროს ცნობით, ამის მიზეზი "უიპეშტთან" მარცხის შემდეგ ყოფილი თანაგუნდელისთვის გაცვლილი მაისური გახდა.

მოგვიანებით ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმაც დაადასტურა.

"ორშაბათს, "უიპეშტთან" მარცხის შემდეგ, ჩვენი გუნდის ფორვარდმა აშკარად უპატივცემულობა გამოავლინა კლუბის, ჩვენი გულშემატკივრებისა და თავისი თანაგუნდელების მიმართ. ამიტომ ის პირველი გუნდიდან გაძევებულია. დამატებითი კომენტარის გაკეთება ამ თემასთან დაკავშირებით არ გვსურს" - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

ზივზივაძე "ფეჰერვარის" ღირსებას 2020 წლიდან იცავს. ამ სეზონში
ქართველი სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდიდა, რის გამოც მის ანგარიშზე მხოლოდ 1 გატანილი გოლია.

altზივზივაძე სკანდალში გაეხვია - ქართველის ქმედებებმა "ფეჰევარის" ფანებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია

მკითხველის კომენტარები / 35 /
თუ იცოდა, რომ იმ გუნდის მაისური არ უნდა ჩაეცვა, მართლა დიდი უპატივცემულობა გამოუჩენია. ეგეთი შეცდომა 27 წლის კაცს არ უნდა მოსვლოდა.
ფეხბურთის ქომაგი
12 ოქტომბერი 2022 13:06
11
ბუდუს უიპეშტში დარჩენა სურდა და ფეჰევარმა ისეთი თანხა მოთხოვა უიპეშტს რომ ვერ გადაიხადეს არადა ძალიან უნდოდათ, ახლა კიდე სკამს ახეხინებენ,ღორები არც თვითონ ათამაშებენ. როგორც ჩანს ამიტომ აიცრუა გული ბუდუმ.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
12 ოქტომბერი 2022 14:01
0
ეგეთი მოძულე გუნდი თუ იყო რაღას გაანათხოვრეს წინა სეზონში :) მაგათი მაისურიც ეცვა და გოლებსაც იტანდა, ძველ მეგობრებს რო მაიკა გაუცვალოს მაგას უშლიან? კიდე ბუდუა მტყუანი? ეგეთი გუნდის...
._.
12 ოქტომბერი 2022 13:52
0
ყველა გამოხმაურება
ჯერ რა სახელი აქვს ამ გუნდს?! და ესენი რომ მეორე გუნდში გაგიშვებენ... ერთი ნორმალური გუნდის ღირსი როგორ არაა, ვენაცვალე კაცობაში
იღბალო
12 ოქტომბერი 2022 12:20
1
სამწუხარო შემთხვევაა!!! იმედია, მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ბუდუ აუცილებელია ჩვენი ნაკრებისთვის!!!
tngh
12 ოქტომბერი 2022 14:33
0
აბა მამლუქს, ან იანიᲩარს ვინ ეკიᲗხება???
.გრიᲨო
11 ოქტომბერი 2022 23:03
0
ფეჰერვარში რომ ითამაშებ უარესის ღირსი ხარ მაგას ჯობია დინამო ბაუმში ან თბილისში ითამაშო
გიორგი
13 ოქტომბერი 2022 00:45
0
იზიკური მომზადბა იმდენად არა, რაც ბუნებრივი სიძლიერე, ქართული გენის სიძლიერეზე მაქვს ლაპარაკი, ჩვენ ქსრთველები ხომ ნიჭიერები ვართ, მაგრამ ზარმაცები, დარწმუნებული ვარ, რომ ხვიჩა ბუნებრივი მონაცემების წყალობით ყველა წინაღობას დავძლევს, ეს ესეცაა, მაგრამ ხვიჩამ ისიც იცის, რომ დისციპლინით და ვარჯიშით იმაზე ცხრაჯერ მეტის მიღწევა შეიძლება, რასაც მის გარეშე მიაღწევს კაცი..
,თელი ისტორიის მანძილზე ჩვენ მხოლოდ ჩვენი თავის იმედად ვიყავით და ღმერთმაც ბუნებრივ სიძლიერით დაგვაჯოლდოვა. მადლობა უფალს და მადლობა ბიძინას თავის ზებრასთან ერთად.. „ზებრა“ ოცნების ნატვრისთვალია, ასევეა უფალიც და .... ყველა მასზე ლოცულობს. მის ხსენებაზე ხელებს ცისკენ ავიშვერთ და ვამბობთ ოოო! და კიდევ ერთხელ ოოოოო! დაიდო მესიას მსხვილო მაყუთო!
მისმა სიჯიუტემ შახსაც კი ათქმევინა; ოოოოო გიაუროოოო! მაგრამ; უუუხ შე გნიდა კასანჯოღლიიი! შენ სისხლს დავლევ, თუ ვყოფილვარ ჯავა ჰარლალ ნერუ ჩომბე დე ჩოყლაყ ენდ მონსურო.! აი ასე ასწავლიდა კამოს და ბოლშევიკებს ჩია კაცი პო კლიჩკე ლენინი...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი
12 ოქტომბერი 2022 12:40
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული