"ხვიჩას დაპატიჟება, რომ შემეძლოს... გავუკეთებდი იმ საჭმელს..." - იტალიელი ბავშვის წერილი "კვარას" შესახებ

AutoSharing Option
Geo Team ავრცელებს პოსტს, სადაც ნაჩვენებია, თუ რა წერილი მისწერა იტალიელმა ბავშვმა ხვიჩა კვარაცხელიას.

გთავაზობთ მიწერილ წერილს, რომელსაც ზემოთ აღნიშნული გვერდი ავრცელებს.

"რომ შემეძლოს სახლში ვინმეს დაპატიჟება, მე აუცილებლად ვეტყოდი ხვიჩა კვარაცხელიას, ჩემთან მოსულიყო. გავუკეთებდი ყველა იმ საჭმელს, რაც ძალიან უყვარს და ვკითხავდი, როგორ დაიწყო ფეხბურთის თამაში, როგორ შეძლო ამ დონემდე მოსვლა და რას აკეთებდა მისი საფეხბურთო უნარების გასაუმჯობესებლად.

ვთხოვდი, მოეყოლა სახალისო ისტორია ჩემთვის და ბოლოს ვეტყოდი მადლობას იმისთვის, რასაც მოედანზე ჩვენთვის აკეთებს", - ვკითხულობთ წერილში.
მკითხველის კომენტარები / 16 /
წადი ხვიჩა, კაი საჭმელსაც შეჭამ და ბავშვსაც გაახარებ. კეთილი საქმე ყოველთვის წინ დაგვხდება.
ან სახლში დაპატიჟე და მეგრული საჭმელი გაუკეთეთ და თლა გადაირევა ბავშვი.
მეგრელი
11:43 15-10-2022
0
აუცილებლად უნდა მივიდეს ხვიჩა იმ ბავშბთან სტუმრად ერთი საათით მაინც !ამით დიდ მადლსაც გააკეთებს (წარმოუდგენია ალბათ როგორ გაიხარებს ის ბავშვი!!) და ამით კიდევ უფრო შეაყვარებს თავს მთელ ნეაპოლს და არამარტო ნეაპოლს ! თუმცა ის ბავშვი პირობას ნაღდად ვერ შეუსრულებს--ხვიჩას საყვარელი კერძი ხინკალია და იმას არც კი გაუგია ალბათ ხინკალი რა არის DD ისე სიტყვამ მოიტანა და ეხლაა ზუსტად მაგარი დრო ნეაპოლში ვინმე მარიფათიანმა ქართველმა სახინკლე გახსნას და გახსნაზე ხვიჩაც დაპატიჟოს ! დიდ მოგებაზე მუშაობა გარანტირებული ექნება DD
zura222
16:08 15-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული