გთავაზობთ მიწერილ წერილს, რომელსაც ზემოთ აღნიშნული გვერდი ავრცელებს.
"რომ შემეძლოს სახლში ვინმეს დაპატიჟება, მე აუცილებლად ვეტყოდი ხვიჩა კვარაცხელიას, ჩემთან მოსულიყო. გავუკეთებდი ყველა იმ საჭმელს, რაც ძალიან უყვარს და ვკითხავდი, როგორ დაიწყო ფეხბურთის თამაში, როგორ შეძლო ამ დონემდე მოსვლა და რას აკეთებდა მისი საფეხბურთო უნარების გასაუმჯობესებლად.
ვთხოვდი, მოეყოლა სახალისო ისტორია ჩემთვის და ბოლოს ვეტყოდი მადლობას იმისთვის, რასაც მოედანზე ჩვენთვის აკეთებს", - ვკითხულობთ წერილში.