"ხვიჩას დაპატიჟება, რომ შემეძლოს... გავუკეთებდი იმ საჭმელს..." - იტალიელი ბავშვის წერილი "კვარას" შესახებ

AutoSharing Option
Geo Team ავრცელებს პოსტს, სადაც ნაჩვენებია, თუ რა წერილი მისწერა იტალიელმა ბავშვმა ხვიჩა კვარაცხელიას.

გთავაზობთ მიწერილ წერილს, რომელსაც ზემოთ აღნიშნული გვერდი ავრცელებს.

"რომ შემეძლოს სახლში ვინმეს დაპატიჟება, მე აუცილებლად ვეტყოდი ხვიჩა კვარაცხელიას, ჩემთან მოსულიყო. გავუკეთებდი ყველა იმ საჭმელს, რაც ძალიან უყვარს და ვკითხავდი, როგორ დაიწყო ფეხბურთის თამაში, როგორ შეძლო ამ დონემდე მოსვლა და რას აკეთებდა მისი საფეხბურთო უნარების გასაუმჯობესებლად.

ვთხოვდი, მოეყოლა სახალისო ისტორია ჩემთვის და ბოლოს ვეტყოდი მადლობას იმისთვის, რასაც მოედანზე ჩვენთვის აკეთებს", - ვკითხულობთ წერილში.
მკითხველის კომენტარები / 16 /
გული არ დაწყვიტო კვარა იუთუბერები მაგარი ბიჭები ნაპოლის ფანები მაგრად გქომაგობენ ეგენი გაიყოლე მერე შენი სიყვარული ნახე რამოხდება ნეაპოლში
სოსო
02:37 16-10-2022
0
დარწმუნებული ვარ, ხვიჩამ რომ იცოდეს ამ ბავშვის ეს წერილი, უეჭველად მოინახულებდა.
ისე მაინც
23:27 15-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული