სპალეტიმ განმარტა, რატომ დაარტყა "აიაქსთან" პენალტი ხვიჩამ

AutoSharing Option
"ბოლონიასთან" სერია A-ს მე-10 ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა:

"ადრეც ვთქვი, რომ პენალტის შემსრულებელს თამაშის წინ ვასახელებთ, "აიაქსთან" შეხვედრამდე თერთმეტმეტრიანის დამრტყმელად "კვარა" ავირჩიე. ოსიმენი, სავარაუდოდ, იმიტომ მივიდა მასთან, რომ ეკითხა, იყო თუ არა მზად. გოლის გატანის შემდეგ ოსიმენმა მაისური გაიხადა და როდესაც ვკითხე, ეს რატომ გაკეთა, პასუხი ვერ გამცა. ვფიქრობ, მომავალში ასე არავინ მოიქცევა".

სპალეტის თქმით, ჩინებული სტარტი აიღეს, თუმცა "აიაქსთან" შეცდომები დაუშვეს, უკეთ ასპარეზობა შეუძლიათ, სატურნირო ცხრილში ბევრი გუნდი ახლოსაა და გულშემატკივართა გასახარებლად ყველაფერი
უნდა იღონონ.

მკითხველის კომენტარები / 18 /
სპალეტი-ს.
თუ სპალეტის 1-2 პენალტისტი არ ჰყავს არჩეული, რომლებიც ყოველთვის ურტყავენ პენალტს, მართალს აკეთებს, რადგან პენალტების სერიის დროს პენალტი 5-7-მა ფეხბურთელმა უნდა დაარტყას და ამ საქმეში გამოუცდელები, აუცილებლად გააფუჭებენ პენალტს.
ჟორა გაბრიჭიძე
11:44 16-10-2022
1
ზოგადად ქართველებს ისე გვიყვარს დსკვნების გამოტანა როდესც სინამდვილე არ ვიცით და ამის გამო ხშირად ვცდებით. მაგალითად პოლიტანოს ვლაძღავთ რომ პენალტს ხვიჩას არ უთმობს არადა მწვრვნელოს დავალებაა დარტყას პენლტი და თან იტანს ხო? იგივე რეიჯერსთან მატჩში მესამე პენალტზე ხვიჩა რომ ბურთს იღებს, ყველა წრდა რომ ხვიჩს უნდოდა დარტყმა და არ დუთმეს, არადა იტალიურმა გამოცამ გაშიფრა საუბარი და დაწერა რომ ხვიჩა ითხოვდა ისევ ზელინსკიმ დაარტყასო, და უთხრეს მწვრთნელმა პოლიტანომ დაარტყასო. იგივე სპალეტისაც ვლანძღავთ არ აფასებს ხვიჩასო და რისთვის? ხვიჩას თამაში რომ ახალ სიმაღლეზე აიყვნა ამისთვის?
Semi
10:49 16-10-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული