"ბოლონიასთან" სერია A-ს მე-10 ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა:
"ადრეც ვთქვი, რომ პენალტის შემსრულებელს თამაშის წინ ვასახელებთ, "აიაქსთან" შეხვედრამდე თერთმეტმეტრიანის დამრტყმელად "კვარა" ავირჩიე. ოსიმენი, სავარაუდოდ, იმიტომ მივიდა მასთან, რომ ეკითხა, იყო თუ არა მზად. გოლის გატანის შემდეგ ოსიმენმა მაისური გაიხადა და როდესაც ვკითხე, ეს რატომ გაკეთა, პასუხი ვერ გამცა. ვფიქრობ, მომავალში ასე არავინ მოიქცევა".
სპალეტის თქმით, ჩინებული სტარტი აიღეს, თუმცა "აიაქსთან" შეცდომები დაუშვეს, უკეთ ასპარეზობა შეუძლიათ, სატურნირო ცხრილში ბევრი გუნდი ახლოსაა და გულშემატკივართა გასახარებლად ყველაფერი
უნდა იღონონ.