ოსიმენი: თქვენ, ბიჭებო, არ გინახავთ ხვიჩა ვარჯიშებზე

AutoSharing Option
"ბოლონიასთან" ნამატჩევს "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია თანაგუნდელებმა, ვიქტორ ოსიმენმა და ჯაკომო რასპადორიმ, შეაქეს.

"ხვიჩას გამო ძალიან ბედნიერი ვარ, იმსახურებს იმას, რასაც იღებს. მხოლოდ ახლა იწყებს. თქვენ, ბიჭებო, ჯერ არაფერი არ გინახავთ. ვარჯიშებზე გაცილებით მაგარია. მჯერა, ამ სეზონში შეუძლია ოცნებას მიგვაახლოოს.

საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია, ჩვენ კი ვეხმარებით. ცხადია,  ჩვენთვის საკვანძო ფეხბურთელია", - განაცხადა ოსიმენმა.

"დღეს მნიშვნელოვანი იყო, წარმატებისკენ გზა გაგვეგრძელებინა. "კვარა" წარმოუდგენლად ნიჭიერია და ამას გარდა, ძალიან კარგი ბიჭია".

altდიდებული კვარაცხელიას მორიგი საგოლე პასი - "ნაპოლიმ" ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]

alt"კვარაცხელიასთან დაკავშირებით

განმარტება ხომ არ გაქვთ?" - სერია A-ს ოფიციალური გვერდის პოსტი

altხვიჩას ღირსეული საქციელი, რომელიც ვერავინ შეამჩნია - "კვარამ" დღევანდელი მატჩი მარიტას მიუძღვნა

მკითხველის კომენტარები / 7 /
არ გამიტაროთ-ს ვაცნობებ, რომ ოსიმენს "კარნავალნაია ნოჩის" ახალ ვარიანტში კი არ იღებენ და ამიტომ კი არ უკეთია დამცავი ნიღაბ-სათვალე, არამედ ძველი ტრავმის "მანდრაჟის" მოსახსნელადაა ეს ყველაფერი.
ჩაკვესაც არ აწყენდა ნაოპერაციებ ფეხზე დამცავი სარტყელის გაკეთება.
ექიმმა რატომ არ ურჩია - გასაკვირია!
ვაჟა მასწავლებელი
16:39 17-10-2022
0
ერთი ძმურად მითხარით, ამ ოსიმენს რატომ უკეთია, თვალებზე ესეთი ნიღაბი?
არ გამიტაროთ
15:42 17-10-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული