გატუზო: მამარდაშვილმა იმდენჯერ გადაგვარჩინა, საბოდიშო არაფერი სჭირს

AutoSharing Option
"ვალენსიას" მწვრთნელ ჯენარო გატუზოს "სევილიასთან" წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მეკარე გიორგი მამარდაშვილზე დაუსვეს კითხვა, რომელმაც გასულ ტურში "ელჩესთან" შეცდომა დაუშვა, რასაც პენალტი მოჰყვა. იტალიელმა პასუხი გასცა.

"მან მითხრა, რომ წუხს და ბოდიში მომიხადა. მადლობა გადავუხადე და მივუგე, რომ ყველაფერი წესრიგშია და სხვა შეხვედრებში ბევრჯერ გადაგვარჩინა. თავი უხერხულად არ უნდა იგრძნოს, მუშაობის გაგრძელებაა საჭირო. ჩემგან და გუნდისგან მაქსიმალური მხარდაჭერით სარგებლობს", - ციტირებს გატუზოს "მუნდო დეპორტივო".

"სევილიასა" და "ვალენსიას" დაპირისპირება 18 ოქტომბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
პენალტის ეპიზოდში,გიორგიმ იგრძნო,რომ თავდამსხმელს მმცველები ხელს ვერ შეუშლიდნენ და კარიდან გამოვიდა,თუმცა ზუსიად ვერ მოზომა.ეგ შეცდომა ყველას შეიძლება მოუვიდეს და ძალიან ხშირადაც მოსდით.აი მეორე შემთხვევაში კი,როცა თავდამსხმელს მოარტყა ბურთი,უკვე იმ პირველი შეცდომის გამოიძახილი მგონია და უფრო მეტად არ მომეწონა.მაღალი კლასის მეკარე,შეცდომას რომ დაუშვებს,იქვე ივიწყებს,გიორგიმ კი,ვერ დაივიწყა და შეცდომას,მეორე შეცდომა მოჰყვა.ემოციებმა სძლია.ესეც საკმაოდ ხშირია ხოლმე,მაგრამ სასურველია არასოდეს გაუმეორდეს.დარწმუნებული ვარ,გიორგი ამაზეც ბევრს იმუშავებს და გამოასწორებს.
სოსო
18 ოქტომბერი 2022 14:27
0
კარგი ბიჭია პასუხისმგებლიანი და პროფესიონალი, ასეთი თაობა გამოაჩენს ქართულ ფეხბურთს ევროპაში და არა ცხვირ აწეული ვითომ ტალანტები. იშრომეთ ბიჭებო და მიაღწევთ ყველაფერს. ესააა ევროპული მიდგომა საქმისადმი. თავმდაბალი და მშრომელი ხალხი აღწევს წარმატებას. ასეთი თაობა გვყავს ახლა ჩვენ ნაკრებში და იმედია მოვა შედეგიც.
ქომაგი
18 ოქტომბერი 2022 09:50
1
თავმდაბალი,პასუხისმგებლიანი და მშრომელი თაობა!!!
ლადო
18 ოქტომბერი 2022 00:10
1
ახალი თაობის სპორტსმენები ათი თავით მაღლა დგანან ძველ თაობასთან!!!!
ბექა
17 ოქტომბერი 2022 23:40
0
საოცარი ბიჭი ხარ გიო❤️
ანი
17 ოქტომბერი 2022 23:27
0
ჯიგარ გატუზო.
გოგი
17 ოქტომბერი 2022 22:15
1
Mamarda wels magrad gaizrdeba da kidev ufro moumatebs,mtavaria shroma ar daizaros...aq ra mosatania da exla paokis tamashi midis da gordeziani zamenazea wina tamashze dziritadshi iko,adre vici saqartvelos nakrebshi tamashze ocnebobda,jer 20 wlisaa da tavdamsxmelia,memgoni jer axalgazrduls da shemdeg dziritad nakrebs dzalian gamoadgeba da ratom ar idzaxeben?ar minda vinmes ewkinos kvelas warmateba gamexardeba magram zogjer meore da mesame ligebidan aris xalxi axalgazrdulshi gamodzaxebuli da bolobolo paokia!!!
Givi
17 ოქტომბერი 2022 21:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული