ტრავმირებული დუროს ნაცვლად სასტარტოში დაყენებულმა სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა იარემჩუკმა დებიუტში გაიტანა, მაგრამ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა; საპასუხო შეტევისას კი მასპინძლები სილვამ დააწინაურა, რომელმაც მამარდაშვილის კარი ახლო მანძილიდან თავურით დალაშქრა. პირველ ტაიმში ბასკებს კიდევ ერთი მომენტი ჰქონდათ, თუმცა ტურიენტესის დარტყმული ბურთი ქართველმა მეკარემ მოიგერია.
მეორე ტაიმის დასაწყისში „ვალენსია“ ინიციატივას დაეუფლა, მარიმ დიდებული შანსი ვერ გამოიყენა, ხოლო კომპენსირებულ დროში გიორგიმ ბეკერს არ გაატანინა და მატჩიც დასრულდა.
მამარდაშვილმა ანალიტიკური საიტებისგან თავისი გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო: Sofascore 7.2, Whoscored 7.0, Flashscore 6.8.
„ვალენსია“ 48 ქულით მეცხრე ადგილზეა, ევროტურნირებზე გასვლის შანსი დაკარგა და 19 მაისს, ბოლოსწინა ტურში, „ჟირონას“ უმასპინძლებს.
სან-სებასტიანი. „რეალე არენა“
სოსიედადი - ვალენსია 1:0
გოლი: სილვა (3)