"ვალენსიას" მწვრთნელ ჯენარო გატუზოს "სევილიასთან" წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მეკარე გიორგი მამარდაშვილზე დაუსვეს კითხვა, რომელმაც გასულ ტურში "ელჩესთან" შეცდომა დაუშვა, რასაც პენალტი მოჰყვა. იტალიელმა პასუხი გასცა.
"მან მითხრა, რომ წუხს და ბოდიში მომიხადა. მადლობა გადავუხადე და მივუგე, რომ ყველაფერი წესრიგშია და სხვა შეხვედრებში ბევრჯერ გადაგვარჩინა. თავი უხერხულად არ უნდა იგრძნოს, მუშაობის გაგრძელებაა საჭირო. ჩემგან და გუნდისგან მაქსიმალური მხარდაჭერით სარგებლობს", - ციტირებს გატუზოს "მუნდო დეპორტივო".
"სევილიასა" და "ვალენსიას" დაპირისპირება 18 ოქტომბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.