დავითაშვილი შეცვალეს და "ბორდომ" კორსიკაში გამარჯვება ხელიდან გაუშვა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-12 ტურის დასკვნით მატჩში „ბორდო“ გასვლაზე „ბასტიასთან“ ფრეს დასჯერდა - 1:1. ზურიკო დავითაშვილმა 84-ე წუთამდე ითამაშა.

83-ე წუთზე ჟირონდული გუნდი უკრაინელმა იგნატენკომ დააწინაურა, რის შემდეგაც მწვრთნელმა დაცვის გაძლიერება გადაწყვიტა, დავითაშვილი მცველ დეპიუსოთი შეცვალა და მასპინძლებმა კომპენსირებულ დროში ანგარიში გაათანაბრეს.

დავითაშვილმა ჩემპიონატზე 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, „ბორდო“ კი 24 ქულით ლიდერია და 22 ოქტომბერს „ანსის“ უმასპინძლებს.

ბასტია. „არმან სეზარი“
ბასტია - ბორდო 1:1
გოლები: 0:1 იგნატენკო (83), 1:1 ვან დერ კერკჰოფი (90+4)

მკითხველის კომენტარები / 6 /
რა ხდება მხოლოდ წელიწადში ერთხელ ისვრის ყარაულის თოფი
დავით87
18 ოქტომბერი 2022 16:51
3
Kaxas vetanxmebi safrangetis 2 Liga unda achvenon aucileblad,erti periodi aziis chempionta ligasac achvenebdnen da avstraliis chempionatsac,exla roca qartvelebi tamashoben iq arcerts agar achveneben saocaria pirdapir...
Givi
18 ოქტომბერი 2022 11:36
3
ბორდოს მესამე თამაშს ვუყურე და გაკვირვებული ვარ რამდენად ინტენსიური, ფიზიკაზე დაფუძნებული ჩემპიონატია. ბურთი პრაქტიკულად არ ჩერდებოდა და მსაჯიც აძლევდა ხისტი თამაშის შესაძლებლობას. გაკვირვებული ვარ ქართველისგან იმით, რომ არ ჩამორჩება აფრო-ამერიკელებს მოძრაობაში და ორთაბრძოლებში. ამავე დროს დავითაშვილის ტექნიკა თვალში საცემია და რამოდენიმეჯერ მშვენიერი დრიბლინგი წამოიწყო. დარწმუნებული ვარ ზურიკო ძალიან მოუმატებს და გაიზრდება.
კობი 74
18 ოქტომბერი 2022 10:27
1
სხვადასხვს მეორე ლიგის ჩემპიონატებს გვანახებენ ტელევიზორში(2 ბუნდესლიგა,ჩემპიონშიბი) მათ ჩვენებას არ ჯობია საფრანგეთის ლიგა 2 აჩვენონ? სადაც ნაკრების ფეხბურთელები გამოდიან?
kaxa
18 ოქტომბერი 2022 08:39
1
მათთან წლის დასაწყისში დადეს კონტრაქტები,შოთის და ჩაკვეს გამო.ისინი წამოვიდნენ,კონტრაქტები კი დარჩა და ამოწურვამდე ,ვერაფერს იზამენ.ამერიკის ჩემპიონატზეც ასე დაემართათ.ქართველები წამოვიდნენ,კონტრაქტი კი დარჩა.ახლა ალბათ სლოვაკეთსა და საფრანგეთის ლიგა 2-თან დადებენ კომტრაქტებს და შესაძლოა ისე მოხდეს,რომ ჩვენები წამოვიდნენ და ეგ კონტრაქტებიც ტყუილად დადებული აღმოჩნდეს.
სოსო
18 ოქტომბერი 2022 12:59
1
რომელი არხი უჩვენებს ბორდოს თამაშებს ? ვერაფრით ვერ მოვძებნე ისეთი რომ არ ჭედავდეს და ვირუსები რომ არ იყოს ((((
zura222
18 ოქტომბერი 2022 02:26
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული