ბრწყინვალე მამარდაშვილი, გაძევება და 90+14-ე წუთზე გამოუყენებელი პენალტი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეათე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „სევილიას“ დაუზავდა - 1:1.

გასულ სეზონში ამ სტადიონზე გიორგი მამარდაშვილმა წარუმატებელი მატჩი ჩაატარა და კარგა ხნით დაკარგა სასტარტოში ადგილი, დღეს კი მართლაც ბრწყინვალედ გაისარჯა.

დებიუტში სტუმრები თავურით კავანიმ დააწინაურა. შემდეგ მასპინძლებმა შეუტიეს. მამარდაშვილმა რაფა მირის ორჯერ დარტყმული ბურთი მოიგერია და თავისი გუნდი აშკარა გოლებისგან იხსნა. ანდალუსიელთა გუნდის მწვრთნელი სამპაოლი თავის ზონაში შეუჩერებელი იყო, ალბათ, თავის ფეხბურთელებზე მეტს დარბოდა, მსაჯს ეკამათებოდა და ყვითელი ბ
არათი მიიღო.

მეორე ტაიმი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა. გიორგი დამაჯერებელი იყო და გუდელს არ დაანება გატანა, თუმცა 86-ე წუთზე ლამელამ სამიოდ მეტრიდან მაინც მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. ბოლოს "სევილია" შტურმზე გადავიდა. ქართველმა გოლკიპერმა კიდევ ერთხელ გადაარჩინა "ღამურები". მერე სწრაფი კონტრიერიშისას კლუივერტი პაპუ გომესმა წააქცია და ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევეს. შემდეგ არბიტრმა ვიდეოგამეორება ნახა, პაპუ გომესის ნაცვლად წითელი ბარათი სალასს უჩვენა და პენალტი დანიშნა, მაგრამ გაიას დარტყმული ბურთი ბუნუმ მოიგერია და 90+15-ე წუთზე ეს დაძაბული შეხვედრა ფრედ დასრულდა.

„ვალენსია“ 15 ქულით მე-8 ადგილზეა და 22 ოქტომბერს „მალიორკას“ უმასპინძლებს.

სევილია. „სანჩეს პისხუანი“. 37 353 მაყურებელი
სევილია - ვალენსია 1:1
გოლები: 1:0 კავანი (6), 1:1 ლამელა (86)
გაძევება: სალასი (90+11)
გამოუყენებელი პენალტი: გაია (90+14)

მკითხველის კომენტარები / 10 /
ტყვიასავით წამოვიდა იმ ბურთის აღება თუ არ გხვდება თითქმის შეუძლებელია,ასე რომ როცა ესეთ ლიგას თამაშობ როგორიც ლლ გოლს გიტანენ,მთავარი ისაა ასაღები არ გაუშვა.ისე მეკარის "ქომაგობას" არ ვართ მიჩვეულები ამხელა დონეზე და მაგრა ასწ****ს.
მირო
01:45 19-10-2022
0
Mamarda super!!!gaias feri ar edo saxeze dartkmis win
caxcaxebda,ratomgac mag dros kankavaze gavifiqre...kapitani eg iko tu iko me magis caxcaxi ar minaxavs arasodes...
Givi
23:56 18-10-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული