"ნაპოლიმ" ზაფხულში ახალგაზრდა ქართველის შეძენით ძალიან გარისკა, ხვიჩამ კი მოლოდინს გადააჭარბა და პირველ 10 შეხვედრაში 5 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა. "კვარა" გაჩერებას არ აპირებს.
21 წლის გარემარბის შესახებ მალე დოკუმენტურ ფილმს ვიხილავთ, სადაც ხვიჩა ნეაპოლურ ცხოვრებასა და ადგილობრივ გულშემატკივართან ურთიერთობაზე ისაუბრებს. ქართველი ჟურნალისტი და კრეატიული დირექტორი სალომე ბენაშვილი უკვე ნეაპოლშია და გადაღებებს უძღვება.
ფილმი, სავარაუდოდ, ნოემბრის დასაწყისში გამოვა" - წერს გამოცემა.
გახანგრძლივებული კონტრაქტი და მეტი ხელფასი - "ნაპოლის" ახალი გეგმები კვარაცხელიაზე