"მოწინააღმდეგე გუნდის ფორვარდები სასოწარკვეთამდე მიჰყავს" - ესპანური გამოცემები "მამარდაზე" წერენ

AutoSharing Option
გუშინ, 18 ოქტომბერს, ლა ლიგის მე-10 ტურში, "სევილიამ" "ვალენსიას" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა, ქართველმა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა და ურთულესი ბურთები მოიგერია.

"მამარდას" ბრწყინვალე მატჩს ცნობილი ესპანური გამოცემები ეხმაურებიან.

"ქართველის მოქმედებები პიკასოს ნახატის შეძენას ჰგავდა, როცა გენიოსმა 13 წლის ასაკში ლა კორუნიაში პირველი გამოფენა მოაწყო. გატუზო კარგად მოიქცა, როდესაც "ელჩესთან" მატჩის შემდეგ ახალგაზრდა მეკარე გაამხნევა და ბოდიშის მოხდის გამო უსაყვედურა, "მამარ
დას" გუნდისთვის ქულები მოაქვს. მოგერიებამ, რომელიც პირველ ნახევარში შემოგვთავაზა, თანაგუნდელებს რწმენა შეუნარჩუნა და მოწინააღმდეგე გუნდის ფორვარდები სასოწარკვეთამდე მიიყვანა. გიორგის გუშინდელი თამაში "სანჩეს პისხუანზე" მის ღირსებაზე მეტყველებს, რადგან გასულ სეზონში ანდალუსიელთა წინააღმდეგ კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩაატარა, რის გამოც ბორდალასმა სათადარიგოთა სკამზე გადასვა" - AS.

"გიორგი მამარდაშვილს ჩვეულ დონეზე დასაბრუნებლად ცოტა დრო დასჭირდა, "ღამურების" მეკარემ გუნდი გაშვებული გოლისგან პირველ ტაიმში ორჯერ იხსნა, მეორე მოგერიების ეპიზოდში გიორგიმ კატის რეაქცია გამოავლინა და რაფა მირს კიდევ ერთხელ აჯობა, ქართველი საჰაერო ორთაბრძოლებშიც დამაჯერებლად გამოიყურებოდა. ერიკ ლამელას გოლის ეპიზოდში მისი დადანაშაულება არ შეიძლება, არგენტინელმა დარტყმა ახლო დისტანციიდან შეასრულა. "ელჩესთან" არც ისე კარგი მატჩის შემდეგ "მამარდამ" ყველა ეჭვი გააქარწყლა. იგი გუნდისთვის ქულების მოტანას აგრძელებს და დაამტკიცა, რომ გასულ ტურში ჩაგდებული მატჩი უბრალოდ შემთხვევითობა იყო" - Superdeporte.es
მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმატებები, გიორგი! მადლობა გატუზოს! მადლობა ესპანურ პრესას, რომ ამხნევებენ ჩვენ კიდევ ერთ ოქრო ბიჭს!
alexandre
15:00 19-10-2022
0
ყოჩაღ, სულ წარმატებებით გევლოს გიორგი.
გიზოგ
17:42 19-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული