ამჯერად, "კვარას" შესახებ "ნაპოლის" ყოფილმა პრეზიდენტმა კორადო ფერლაინომ ისაუბრა.
"დღევანდელი "ნაპოლი" მარადონასდროინდელ გუნდზე უფრო ძლიერია, ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებიან, მაგრამ ჯერ სიხარული ნაადრევია. კვარაცხელია? წარმოუდგენელი მოთამაშეა, ქართველი "პარტენოპეის" მთავარ ძალას წარმოადგენს. ეს ფეხბურთელი მაგიჟებს, შესანიშნავად გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ მისი გვარის წარმოთქმა მიჭირს, თუმცა ხვიჩა ჩემთვის უბრალოდ "კვარაა", "ნაპოლისთვის" ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ლეაო "მილანისთვის" - განაცხადა 91 წლის ფერლაინომ.
ხვიჩას "ნაპოლიდან" ოსიმენი წავა? - ნიგერიელს პრემიერ ლიგის გრანდები იწვევენ
ხვიჩა ინგლისური გრანდების რადარებში - საქმეში კლოპი და გვარდიოლა არიან
კვარაცხელიას "ნაპოლის" განრიგი მუნდიალამდე - ლიდერები სტატუსის გასამყარებლად