"მას ჭკუიდან გადავყავარ, გუნდის მთავარ ძალას წარმოადგენს" - "ნაპოლის" ყოფილი პრეზიდენტი ხვიჩაზე საუბრობს

AutoSharing Option
"ნაპოლის" ამომავალი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია მუდამ იტალიური პრესის ყურადღების ცენტრშია. ქართველი ფეხბურთელის მიმართ აღფრთოვანებას ვერ მალავენ ცნობილი საფეხბურთო ექსპერტები და ყოფილი ფეხბურთელები.

ამჯერად, "კვარას" შესახებ "ნაპოლის" ყოფილმა პრეზიდენტმა კორადო ფერლაინომ ისაუბრა.

"დღევანდელი "ნაპოლი" მარადონასდროინდელ გუნდზე უფრო ძლიერია, ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებიან, მაგრამ ჯერ სიხარული ნაადრევია. კვარაცხელია? წარმოუდგენელი მოთამაშეა, ქართველი "პარტენოპეის" მთავარ ძალას წარმოადგენს. ეს ფეხბურთელი მაგიჟებს, შესანიშნავად გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ მისი გვარის წარმოთქმა მიჭირს, თუმცა ხვიჩა ჩემთვის უბრალოდ "კვარაა", "ნაპოლისთვის" ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ლეაო "მილანისთვის" - განაცხადა 91 წლის ფერლაინომ.

10 ტურის შემდეგ "ნაპოლი" სერია A-ს 26 ქულით ლიდერობს, ლუჩანო სპალეტის გუნდი მორიგ შეხვედრას 23 ოქტომბერს, "რომას" წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

altხვიჩას "ნაპოლიდან" ოსიმენი წავა? - ნიგერიელს პრემიერ ლიგის გრანდები იწვევენ

altხვიჩა ინგლისური გრანდების რადარებში - საქმეში კლოპი და გვარდიოლა არიან

altკვარაცხელიას "ნაპოლის" განრიგი მუნდიალამდე - ლიდერები სტატუსის გასამყარებლად

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენასაც ფული და ფინანსები ჭირდება ჩემო ჟორა,100 მილიონის ჩადებას არავინ თხოვს ბიზნესს, ელემენტარული პირობები შექმნან და სტადიონები ასევე ბაზები აკეთონ, ასეთ შემთხვევაში თავისთავად გაჩნდებიან ტალანტები და ორმაგად დაუბრუნდებათ იქ ჩადებული თანხები, ამას უნდა მიხვდნენ ბიზნესმენები.
imereli
23:05 20-10-2022
0
ჟორა გაბრიჭიძეს.მე ცოტა სხვა ინფორმაცია მაქ ქართულ ბიზნესზე, რა თქმა უნდა ერთეულების გარდა,ზედმეტად პოლიტიკურები არიან ფეხბურთისთვის და კეთილი საქმეების კეთებისთვის აღარ ცხელათ, ათას სისულელეს აფინანსებენ, მეტსაც გეტყვით ზედმეტად თავისუფლები არიან დღეს და თავს უფლებას აძლევენ ამ პატარა ქვეყანაში ბიზნეს ავტონომიები შექმნან და ფასები სახლმწიფოსთან შეუთანხმებლად დაადონ ამა თუ იმ პროდუქტს,სახელმწიფოს მე იმაში ვამტყუნებ რო არანაირი კონტროლი არ არსებობს ამ ურჩი და საკმაოდ დიდი ფინანსების მქონე ბიზნესმენების მიმართ, რომელთა მონოპოლიამ ქვეყანა და ხალხი გაჭირვების ზღვარზე მიიყვანა,იმას არ ვამბობ რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა სრული ტერორი იყო ბიზნესის მიმართულებით, მაგრამ რაღაც რეგულაციები უნდა არსებობდეს ბიზნესის მიმართ,კიდევ ვამბობ ყველა კეთილსინდისიერ ბიზნესმენს ეს არ ეხება.კიდევ ერთი ფეხბურთში ფულის ჩადების შემთხვევაში ბიზნესი სახელმწიფოსგან უნდა წახალისდეს მაგალითისთვის გადასახადებისგან 80 პროცენტით უნდა გათავისუფლდეს როგორც ეს ევროპაში და აგერ თურქეთში ხდება, რადგან სპორტში კერძოდ კი ფეხბურთში ფულს დებს და ამით მომავალ თაობებს და ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს, ამას ვგულისხმობდი წინა კომენტარში,ეს ყველაფერი რომ მოხდეს ბიზნესმა სურვილი უნდა გამოთქვას და უარი უნდა თქვას ათასგვარ სისულელეებში და ვიღაც ენჯეოებისთვის ფულის მიცემაზე ისევ და ისევ ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ ფინანსების ჩადებაზე, კიდევ ვამბობ ყველა ბიზნესმენს არ ვგულისხმობ ამაში, მაგრამ დღეს სამწუხაროდ კეთილსინდისიერი ბიზნესმენი თითზე ჩამოსათვლელია საქართველოში.ასე რომ ჩემო ჟორავ გაბრიჭიძევ არ ჭირდება ზოგზოგიერთ ბიზნესმენს იმის თქმა რო ვითომ საცოდავ დღეში არიან, პირიქით შეჭამეს ეს ქვეყანა და ხალხი, იმას ვამბობ რო აკეთონ კეთილი საქმეები და მამაძაღლობას თავი დაანებონ, ფული ჩადონ სპორტში, კერძოდ კი ფეხბურთში.
qomagi
21:55 20-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული