"მარადონა ვერ გახდება, მაგრამ შესაძლოა მისი სათამაშო ნომერი აიღოს" - Gazzetta dello Sport-ი ხვიჩაზე

AutoSharing Option
კვირას, 23 ოქტომბერს, "რომასა" და "ნაპოლის" შეხვედრაში არც ერთი გუნდის მხარეს არცერთ ფეხბურთელს 10-ნომრიანი მაისური არ ეცმება, რადგან ორივე კლუბს ხმარებიდან აქვს ამოღებული, დედაქალაქურ მხარეს ფრანჩესკო ტოტის საპატივცემულოდ, ხოლო ნეაპოლელებიდან - დიეგო არმანდო მარადონასი.

Gazzetta dello Sport-ი თვლის, რომ ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა გახდეს ფეხბურთელი, რომელიც დიდხნიანი პაუზის შემდეგ დიეგოს სათამაშო ნომერს მოირგებს:

"ნაპოლიმ სტადიონს დიეგო მარადონა სახელი უწოდა, 10-ნომრიანი მაისური კი ხმარებიდან ამოიღო. "პარტენოპეის" შემადგენლობიდან მარადონას მაისურს ვეღარავინ ჩაიცვამს, თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა. ასეთივე სიტუაციაა რომაულ ბანაკში, 2017 წელს
ფრანჩესკოს წასვლის შემდეგ 10-იანი არავის ჩაუცვამს, მათ შორის, არც პაულო დიბალას, რომელიც ტოტის ჩანაცვლებასთან ყველაზე ახლოს იყო, მოგეხსენებათ, არგენტინელი გუნდის შემადგენლობაში 21 ნომრით გამოდის.

გარკვეული პერიოდის წინ ფრანჩესკომ ამ საკითხზე ღიად ისაუბრა: "არ მინდა, რომ ბავშვებს ოცნება წავართვა, რომელიც "რომაში" 10-ნომრიანი მაისურით თამაშს გულისხმობს. ვიცი, რომ მისი ტარება რთული იქნება. დრო გადის და თუ ახალი ტოტი ან მესი გამოჩნდება, ვფიქრობ, მან ის უნდა მოირგოს".

ამის საპასუხოდ, ნეაპოლში უკვე გამოჩნდა ბიჭი, რომელიც შესაძლოა გუნდის ახალი 10-იანი იყოს, ქართველი ხვიჩა კვარაცხელია, ნათელია, რომ ის დიეგო არმანდო მარადონა ვერასდროს გახდება, თუმცა ტოტის სიტყვებს თუ მივყვებით, არაფერია სამუდამო და შესაძლოა სწორედ ხვიჩამ დაიმსახუროს ლეგენდარული "ალბისელესტელის" სათამაშო ნომერი" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "რომასა" და "ნაპოლის" მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 46 /
არ იციან ამ ჟურნალისტებმა რა დაწერონ. კაცმა თქვა 7 მევასებაო. წავა ელმასი რომ დაიღლება სკამზე ჯდომით და ჩაიცვამს ხვიჩა 7 ნომერს.
0
ყველაზე ღადაობა ისაა, რომ მთელი ქვეყანა განვიხილავთ ხვიჩას 7 ნომერი სჭირდება, თუ ათი. უნდა წავიდეს ნაპოლიდან, თუ არა... ზოგი იმასაც განიხილავს, მარადონას სჯობს უკვე თუ ვერა ჯერო :დ ის ბიჭი კიდე მშვიდად არის, ამ სისულელეებს ყურადღებას არ აქცევს, და თავის საქმე აკეთებს. ამიტომაც გაიმარჯვებს ყოველთვის
ლადო
17:02 21-10-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული