მატჩის დღე! კვარაცხელიას რომში შეჩერებას ამჯერად მოურინიო ეცდება

AutoSharing Option
კვირა "კვარას" დღეა! ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" შეხვედრებს შორის ერთკვირიანი პაუზა ძალიან გაიწელა, რაც განსაკუთრებულ მოლოდინს უფრო უკავშირდებოდა. დღეს, 23 ოქტომბერს, სეზონში მეორედ "სტადიო ოლიმპიკოზე", ამჯერად ჟოზე მოურინიოს "რომას" წინააღმდეგ - 22:45 საათი.

Sportall.Ge

ნეაპოლელთა დამრიგებელმა სპალეტიმ ("რომას" ყოფილმა თავკაცმა) თქვა, რომ მისი მიზანი "დიდ შესვენებამდე" მაქსიმალურად ბევრი ქულის მოპოვებაა, რადგან არავინ იცის, შემდეგ რა შეიძლება მოხდეს. აქედან გამომდინარე, კარგ ფორმაში მყოფი "ნაპოლი" კიდევ ერთი მსრისხანე მეტოქის სტუმრად დასამარცხებლად გაიწევს.

Sportall.Ge

მასპინძლეთა თაცკაცი ჟოზე მოურინიო ის სპეციალისტია, მოწინააღმდეგეთა შეჩერების სხვადასხვა ხერხებით რომ გამოირჩევა,
ზოგჯერ ნაკლებად სპორტულითაც. ხშირად მას ყველაფერი ეს წარმატებით გამოსდის. ახლა პორტუგალიელის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ხვიჩა კვარაცხელიას ნეიტრალიზება უნდა იყოს. იტალიურ მედიაში სხვადასხვა ვარაუდი და რჩევებია. საბოლოოდ უფრო იმაზე შეთანხმდნენ, რომ 27 წლის ნიდერლანდელი, რიკ კარსდორპი პერსონალურ მეურნეობას თავს უკეთ გაართმევს, ვიდრე 20 წლის პოლონელი, ნიკოლა ძალევსკი. რომაელები პრესინგისას გამოირჩევიან. ჟოზეს საკმაოდ დიდი არჩევანი აქვს. მაგალითად, საყრდენად გამოცდილი ნემანია მატიჩი ჰყავდეს თუ "ოლიმპიაკოსიდან" ახლადგადაბირებული მადი კამარა.

სპალეტის "ნაპოლი" ძალიან გუნდურად თამაშობს, მიმდინარე სეზონში 15-მა ფეხბურთელმა გაიტანა, გუნდი კარგადაა დაბალანსებული, თუმცა როგორც იტალიაში უყვართ თქმა, მთავარი "ფანტაზისტა" კვარაცხელიაა, რომელიც ყოველ მატჩში რაღაც მნიშვნელოვანს ქმნის, დრიბლინგებით ხომ გამორჩეულია, გააქვს, მშვენიერ პასებს არიგებს და გუნდურადაც კარგად მოქმედებს. რომში (სადაც "ლაციოს" გამარჯვების გაუტანა) ისევ პროდუქტიულ ხვიჩას ველით, მისი შეჩერება ძალიან რთულია!

Sportall.Ge

Napoli24-მ საინტერესო მონაცემები გამოაქვეყნა და ხაზი გაუსვა, რომ ქართველ გარემარბს გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასი აქვს. ყველამ იცის, რომ ეს ასე დიდხანს არ გაგრძელდება და ახალი, გაუმჯობესებული ხელშეკრულება მალე გაფორმდება.

რომალთა მხრიდან შეხედრას პაოლო დიბალა და ჟორჟინიო ვილანდუმი დააკლდებათ, ნეაპოლთა დანაკლისის, ცენტრალურ მცველ ამირ რაჰმანის შესახებ მოგეხსენებათ, ანდრე ზამბო ანგისამ კი სრულად მომჯობინება ვერ მოახერხა და განაცხადში არაა 

"ნაპოლი" მე-11 ტურს, 26 ქულით, იტალიის ჩემპიონატის ლიდერის რანგში შეხვდა, "რომა" კი 22 ქულითა და მეოთხე ადგილით. რადგანაც რომაული დაპირისპირება ტურს ხურავს, მანამდე ცხრილში გარკვეული ცვლილებები გამორიცხული არაა. ამ მხვრივ, "ატალანტა" - "ლაციოს" დაპირისპირება (20:00 სთ) ყველაზე მნიშვნელოვანია.

altკვარაცხელიას "ნაპოლის" განრიგი მუნდიალამდე - ლიდერები სტატუსის გასამყარებლად

alt"მარადონა ვერ გახდება, მაგრამ შესაძლოა მისი სათამაშო ნომერი აიღოს" - Gazzetta dello Sport-ი ხვიჩაზე

მკითხველის კომენტარები / 18 /
ხვიჩას ვერ გააჩერებენ ერთადერთი გზა მისი გაჩერებისა არის საფინალო სასტვენი ასე რომ ტყუილად იღლის ტვინს მოურინიო უჯობს მოეშვას და შემდეგ მეტოქეზე იფიქროს მატჩის შედეგი კი ნაპოლის მორიგი გამარჯვება!!!
ზაზა
14:07 22-10-2022
0
პანიკისთვის არ ვამბობ(რას უშველის რო)მაგრამ დამიჯერეთ,ბევრ ფიქრს არ დაიწყებს,ტექნიკური ფეხბურთელების შესაჩერებლად ყველაზე ნაცადი ხერხი უხეშობაა!მაურინიომ კი ვარსკვლავებით სავსე რეალიც კი ,,კასტალომების" (ძვლისმტრეველების) გუნდად აქცია. მაგ სუბიექტის დევიზია: მიზნის მისაღწევად ყველა ხერხი გამოდგება! ამ პრინციპით ხელმძღვანელობდა ყველა გუნდში. მგონი ,,მარკაში" წავიკითხე, რომ იმ დროს რეალის მეკარე კასილიასს ბარსელონას ფეხბურთელებთან მეგობრობას უკრძალავდა!!! ასე რომ მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, უხეშობას დაუწყებენ ,,მანდრაჟით"რომ ათამაშონ, მაგრამ მაინც იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის..
ვახო
15:31 22-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული