"ხვიჩა განსაკუთრებულია, ვკითხე მზად იყო თუ არა პენალტის შესასრულებლად... " სპალეტი კვარაზე საუბრობს

AutoSharing Option
ხვალ, 23 ოქტომბერს, სერია A-ს მე-11 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "ნაპოლი" "რომას" ესტუმრება. "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელია შეაქო. იტალიელი სპეციალისტის თქმით, ხვიჩა განსაკუთრებული მოთამაშეა.

"ხვიჩაზე გადამეტებული ქება და კომპლიმენტები არ მოქმედებს, კვარაცხელია თავისი ქცევებით განსაკუთრებულია, ყოველთვის მზადაა ნებისმიერი მოთხოვნა შეასრულოს და სირთულეები გადალახოს. ვკითხე, მზად იყო თუ არა პენალტის შესასრულებლად, მან კი მიპასუხა - "რატომაც არა?" ეს პასუხი კარგად აჩვენებს, თუ ვინ არის ის.

ზამბო ანგისა უკეთაა, თუმცა ხვალ მის მოედანზე გამოყვანას არ გავრისკავთ, ოსიმენი თავს
კარგად გრძნობს და სათამაშოდ მზადაა.

"რომა" სახიფათო გუნდია, უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენს კართან, რაც შეიძლება ნაკლები მომენტი შექმნან. მოურინიო სუპერმწვრთნელია, საკუთარი ძალების უნდა ვირწმუნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამარჯვებას ვერ მივაღწევთ. თამაში სავსე ტრიბუნების წინაშე მოგვიწევს, "ჯალოროსი" კარგ ფორმაშია, მაგრამ საკუთარი იდენტობა არ უნდა დავკარგოთ, ამ ქალაქთან ბევრი კარგი მოგონება მაქვს" - განაცხადა "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, "რომასა" და "ნაპოლის" დაპირისპირება კვირას, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

alt"კვარადონა"... "კვარაჯო"... თუ უბრალოდ "კვარა"? - ხვიჩას გზა დიდ წარმატებამდე

altკვარაცხელიას შეჩერება რომში ისევ გაუჭირდებათ - რას მოიფიქრებს მოურინიო?

მკითხველის კომენტარები / 12 /
კვარას გოლს ველოდებით ოლიმპიკოზე
მამუკა
18:03 22-10-2022
0
სპალეტისაც შვილივით უყვარს უკვე ბოვში და ტყუილად უხურებენ ჩვენები, მიხვდა ეს კაცი რო ესე მარტივად არ გაფუჭდება, თუმცა ყოველთვის ეცდება რომ გუნდისგან გამორჩეულად ზედმეტად არ ყავდეს... და სწორიცაა, ზუსტად ესაა, ერთიანობაა ამ გუნდის სტაბილურობის მთავარი მიზეზი... კვარა მისი ლიდერი იქნება, ჯოკერი იქნება, ე.წ. განსხვავების შემქმნელი იქნება, მაყურებლის აღმტაცებელი იქნევა თუ ვინ იქნება, ყველამ იცის რო განსაკუთრებული ბიჭია და სუპერმომავალი აქვს, სპალეტიმ ან ნებისმიერმა რაც უნდა თქვან, ეს ფაქტია და ვერაფერს უზამ... ასე რომ დონ მისტერას გავეშვათ, იცის თავისი საქმე... ლიგა დაიდოს სკიდეტოსთან ერთად
რა მაფიაა?
19:31 22-10-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული