მამარდაშვილის "ვალენსია" სახლში "მალიორკასთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას მე-11 ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „მალიორკასთან“ 1:2 დამარცხდა.

მასპინძლებმა თავიდანვე ხელთ იგდეს უპირატესობა, დიდი ძალებით, ოღონდ უხიფათოდ შეუტიეს, სტუმრები კი კონტრშეტევებით პასუხობდნენ. მე-13 წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილმა შეცდომა დაუშვა, მაგრამ თავადვე გამოასწორა. მეორე ტაიმის დასაწყისში პენალტით „ვალენსია“ კავანიმ დააწინაურა, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე მეოთხე გოლი გაიტანა. მერე მურიქიმ თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. მალე „მალიორკას“ წინ გასვლა შეეძლო, მაგრამ ალმეიდას გატანა გიორგიმ არ დაანება. თუმცა, 83-ე წუთზე „ღამურების“ ყოფილმა ფეხბურთელმა ლიმ ახლო მანძილიდან დალაშქრა ქართველის კარი და
თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

„ვალენსია“ 15 ქულით მე-9 ადგილზეა და 29 ოქტომბერს „ბარსელონას“ უმასპინძლებს.

ვალენსია. „მესტალია“. 41 199 მაყურებელი
ვალენსია - მალიორკა 1:2
გოლები: 1:0 კავანი (52, პენ), 1:1 მურიქი (66, პენ) 1:2 ლი (83)

მკითხველის კომენტარები / 12 /
ეჰ, ვერ აქვს დაცვაში კარგად საქმე ვალენსიას და ნუთუ ეს შეუმჩნეველია? ნორმალური მცველები არ ჰყავთ...
ლაშა
23 ოქტომბერი 2022 10:52
1
ეჰ, ვერ აქვს დაცვაში კარგად საქმე ვალენსიას და ნუთუ ეს შეუმჩნეველია? ნორმალური მცველები არ ჰყავთ...
ლაშა
23 ოქტომბერი 2022 10:49
0
ადრეც დავწერე. გატუზოს, როგორც ფეხბურთელის, ფუნქცია იყო ჩამშლელად თამაში. განსაკუთრებული კრეატივების გარეშე.
ვერ მოსთხოვ ამ კაცს დიდ საფეხბურთო აზროვნებას.
მიშა
23 ოქტომბერი 2022 10:41
0
მამარდამ ასაღები აიღო , მეორე გოლზე ძაან უხერხული რიკოშეტი იყო 2 მეტრიდან მაგას ვერავინ ვერ აიღებდა ...
bejo
23 ოქტომბერი 2022 02:05
1
მემგონი რიკოშეტი იყო მალიორკას მეორე გოლი
გიორგი
23 ოქტომბერი 2022 01:49
0
მერამდენედ ვწერ რომ დღესდღეობით ვალენსია არის ალბათ ყველაზე უაზრო და მახინჯი ფეხბურთის მოთამაშე კლუბი ლა ლიგაში. კლუბს აქვს დიდი ფინანსური პრობლემები.კავანი რომელიც უკვა საპენსიო ასაკის არის, ვალენსიაში კიდე ათი თავით სჯობია დანარჩენს.
მოკლედ, მამარდაშვილს როგორც კი გაუჩნდება რაიმე შანსი ვალენსიიდან წასვლის, აუცილებლად უნდა წავიდეს.
აქ კომენტარებში წერენ რომ დაცვა არ უვარგათო,კი მაგრამ, სხვა რომელი ხაზი ვარგა?
თემო
23 ოქტომბერი 2022 01:19
2
ამან კიდე 1 პენალტი როგორ ვერ აიღო 100 %ნი გაშვება აქვს
juve
23 ოქტომბერი 2022 00:28
15
ძალზე უსახური გუნდია.არავითარი კრეატივი.უტევენ უაზროდ. არ იგრძნობა მწვრთნელის ხელი.
ჯუჯი
22 ოქტომბერი 2022 23:54
1
მაგარი ცუდი ვალენსიაა. საშუალოზე ოდნავ დაბალი ლალიგის გუნდია. ადრინდელი ვალენსიისგან მარტო სტადიონიღა დარჩა...
gulshematkivari0703
23 ოქტომბერი 2022 00:50
1
ე ბიჭო არ არის ეს გატუზო კარგი მწვრთნელი და ჰაა.
გეგი
22 ოქტომბერი 2022 23:45
1
ფეხბურთელი ხომ ბრწყინავდა რა ). მინდა დროზე წავიდეს მამარდა მაქედან ,ბარსელონა ხომ ამოტენის ამ გუნდს
დავით 67
23 ოქტომბერი 2022 02:12
4
კატატსოროფა დაცვა ყავთ
beqa
22 ოქტომბერი 2022 22:53
1

სიახლეები პოპულარული