მოურინიოს კვარაცხელიაზე ნათქვამის შემდეგ, ნეაპოლელი ჟურნალისტი შეშფოთებულია

AutoSharing Option
დღეს "ნაპოლი" სტუმრად "რომას" დაუპირისპირდება. მატჩის წინ რომაული გუნდის მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ხუმრობით თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩაარტყამს, თუ თამაშისას მის ახლოს ჩაივლის. თუმცა, ხომ გაგიგიათ, ის ხუმრობა შევარცხვინე, რომელშიც სიმართლე არ ურევიაო.

ამაზე Radio Kiss Kiss-ის ეთერში კომენტარი ცნობილმა ნეაპოლელმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ გააკეთა:

"მოურინიოს რეაქცია იმის შესახებ, როგორ შეაჩეროს კვარაცხელია, მე მძაბავს. სინამდვილეში სტრიქონებს შორის წავიკითხე, რომ ბიჭის შეჩერებას ყველანაირად შეეცდებიან - დასაშვები და არდასაშვები წესებით. "რომას" შესაძლო უხეში თამაშის გამო ძალიან ვშიშობ, უფრო იმიტომ, რომ უკვე რამდენიმე თვეა ვაკვირდები,
მსაჯები როგორ არ აფრთხილებენ ფეხბურთელებს. ხშირად ისინი ამჯობინებენ ბარათი ჯიბეში შეინახონ, ვიდრე წესების დამრღვევს უჩვენონ.

კვარაცხელია მეურვის მოტყუებისკენაა "მიდრეკილი" და სისტემატურად ურტყამენ ფეხებში. არ დავმალავ: ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება, "ჯალოროსი" როგორ შეეცდება 77 ნომრის შეჩერებას, განსაკუთრებით მოურინიოს ნათქვამის შემდეგ. იმედია, მსაჯი ირატი მაშინვე გამოიყენებს ყვითელ ბარათებს".

მკითხველის კომენტარები / 11 /
ყველანაირი უხეში თამაში უნდა იყოს აღკვეთილი თავიდანვე. ამასთან ჟოზეს ხუმრობა არაფერ შუაშია.
სრულიად უწყინარი ხუმრობა იყო
3
ნუგზარ ჯუღელს დავესესხები-"გინდა ახტი,გინდა დახტი"მაინც ის დაგემართება რაც ლაციოს დაემართა ჟოზე ბატონო.
ენძო
10:22 23-10-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული