"იდეალური და ძალიან კარგი ბიჭია" - სპალეტიმ კვარაცხელია შეაქო

AutoSharing Option
დღეს, სერია A-ს მე-12 ტურში "ნაპოლიმ" "სასუოლო" 4:0 დაამარცხა და კვლავ გათამაშების ლიდერია.

მატჩის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენციაზე საკუთარი გუნდის შესახებ ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"ხვიჩას ყველაფერი შეუძლია, იდეალურია და ძალიან კარგი ბიჭია, დღეს დაცვაშიც ბევრი იმუშავა. ზოგჯერ თავდამსხმელები ვერ აცნობიერებენ თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს დიდი მანძილის დაფარვას და დაცვითი სამუშაოს შესრულებას, მაგრამ ეს მათ თანაგუნდელებს ძალიან ეხმარებათ.

გუნდის თამაში მომეწონა, ყოველ ჯერზე მეტის გაკეთება უწევთ, რადგან მეტოქეები ორმაგი მოტივაციით ემზადებიან. ასე რომ, მადლობას ვუხდი
მათ, შექებას ნამდვილად იმსახურებენ.

ხელიდან ბევრი მომენტი გავუშვით. ორბურთიანი სხვაობით წინ მალევე გავედით და შესაძლოა, სიზუსტის დაკარგვა ამან განაპირობა.

ჩვენ პროფესიონალებისგან შემდგარი ჯგუფი გვყვავს, ბიჭები, რომლებიც მოედანზე სიამოვნებას იღებენ და ამავდროულად სურთ, ყოველთვის გაიმარჯვონ. წარმატების გასაღებიც სწორედ ესაა" - განაცხადა სპალეტიმ DAZN-თან ინტერვიუში.

"ნაპოლიმ" ყველა ტურნირზე ზედიზედ მეცამეტე გამარჯვება მოიპოვა, 32 ქულით ლიდერია და 2 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე "ენფილდზე" "ლივერპულს", ხოლო 5 ნოემბერს იტალიის პირველობაზე ბერგამოში "ატალანტას" დაუპირისპირდება.

alt"კვარამანია" გრძელდება - ცნობილი გამოცემები ხვიჩას თამაშით აღფრთოვანებულები არიან

altფანტასტიკა - ქართველი ფენომენის გოლი და ორი საგოლე გადაცემა, ოსიმენის ჰეთ-ტრიკი და ნაპოლის“ ზედიზედ მეცამეტე გამარჯვება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 18 /
მეტი რა გააკეთოს კვარამ? უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს და თვითონაც ხომ იღებს და იღებს - იგივე სიამოვნებას თამაშისგან, ხიბლავს მაყურებელს, იტალიელებს შეაყვარა ქართველები. მისი მონაწილეობით ნაპოლი მსოფლიოში ყველაზე ლამაზ და შედეგიან ფეხბურთს თამაშობს და ნელ-ნელა მსოფლიოში საუკეთესო კლუბად ყალიბდება.(ვიღაც-ვიღაცეებმა შეწყვიტონ ჭორაობა კვარას სხვაგან გადასვლის აუცილებლობაზე და შეირგონ ის რაც დღეს ხდება რეალურად!)
რა გააკეთოს და: - ფორცა ხვიჩა, კვარა კოჩი! შენ ხარ იტალიელების ქართველი ყოჩი!
ვაჟა მასწავლებელი
20:55 29-10-2022
1
არავინ, არცერთი პოლიტიკოსი თუ სხვა სფეროში მოღვაწე,იმდენს არ აკეთებს ქვეყნისთვის,რამდენსაც ხვიჩა! უფალი გფარავდეს! ჩქინ გერგეზ კოჩ! ❤️
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
21:27 29-10-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული