ათეულში შევიდა და უკვე მეექვსეა! - კვარაცხელია მესის, ნეიმარსა და მბაპეს მიჰყვება

AutoSharing Option
სერია A-ს მე-12 ტურის შემდეგ "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ტოპ 5 ჩემპიონატში შედეგიანი ქმედებებით მყოფ ფეხბურთელთა ათეულში შევიდა.

ჩვენებურს კალჩოს 12 ტურში 6 გოლი და 7 შედეგიანი გადაცემა მოუგროვდა, რითაც 13 შედეგიანი ქმედებით, მე-6 ადგილზე დამკვიდრდა.

"კვარაზე" წინ მხოლოდ ისეთი ვარსკვლავები არიან, როგორებიც ერლინ ჰალანი, ნეიმარი, რობერტ ლევანდოვსკი, ლიონელ მესი და კილიან მბაპეა.

ათეულში ასევე მოხვდნენ "ლილის" წევრი ჯონათან დევიდი, "ბაიერნიდან" ჯამას მუსიალა, "სიტიდან" კევინ დე ბრუინი და ფრანკფურტის "აინტრახტიდან" კოლო მუანი.

Sportall.Ge

alt"ეს მისი სამყაროა და თამაშის დროს ამიტომაც არის

ასეთი" - შოთა არველაძე ხვიჩაზე

altსპალეტი: კვარაცხელიას და სალაჰს ამ მატჩში გადამწყვეტი სიტყვის თქმა შეუძლიათ

altკლოპი: "ნაპოლი" ფინალში გავა, მაგრამ არ მეშინია

მკითხველის კომენტარები / 8 /
თამამად ჩაკვეც მანდ უნდა ყოფილიყო რომარა წყეული ტრავმა
beqa
10:50 01-11-2022
2
ქართველი კაშკაშა ვარსკვლავი, კაშკაშა ვარსკვლავებში!!!!!!!!!!!
გია
11:50 01-11-2022
1

სიახლეები პოპულარული