"კვარაცხელია ბრწყინვალედ გამოიყურება, მაგრამ..." - ჩერჩესოვი ხვიჩაზე, სპალეტისა და "ნაპოლიზე" საუბრობს

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა და ამჟამად უნგრული "ფერენცვაროშის" დამრიგებელმა სტანისლავ ჩერჩესოვმა "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას წლევანდელ სეზონზე თავის მოსაზრება გამოთქვა:

"როდესაც "ნაპოლი" ასე ძლიერად თამაშობს და ბრწყინავს, ამ გუნდის თამაშების ხილვა ჩემპიონთა ლიგასა და იტალიის ჩემპიონატში ძალიან სასიამოვნოა.

ისინი კალჩოს დამსახურებულად ლიდერობენ, სპალეტის კი ძალიან ძლიერ სპეციალისტად ვთვლი და მან დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვა. 

რა თქმა უნდა, კვარაცხელია ბრწყინვალედ გამოიყურება, მაგრამ იქ მარტო არ არის. სპალეტის სამწვრთნელო სტილი "ნაპოლიში" ჩანს და შემიძლია ვთქვა, რომ ლუჩიანოს პროფესიონალური და ადამიანური გამოცდილება
ხვიჩას სერია A-ში გახსნაში ძალიან დაეხმარა", - ამბობს ჩერჩესოვი.

მკითხველის კომენტარები / 22 /
Amas mamida ar yavsveo mixedos?
თემო
01:00 02-11-2022
7
კავაზაშვილმა რა თქვა ამ საკითხზე?
anzora
00:39 02-11-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული