"ძალიან სწრაფია, მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია" - იურგენ კლოპი ხვიჩაზე საუბრობს

AutoSharing Option
გუშინ, 1-ელ ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, "ლივერპულმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ხვიჩა კვარაცხელიასა და "წითლების" განაპირა მცველის, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის დუელის შესახებ ისაუბრა და ქართველის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"ის კარგი ფეხბურთელია, ძალიან სწრაფია. ორივე კარგი მოთამაშეა. როდესაც ხვიჩას პირველ მომენტში უპირატესობა აქვს, მოწინააღმდეგე მის შეჩერებას ვეღარ ახერხებს. ხვიჩას საფეხბურთო "სითავხედე" გააჩნია, შეუძლია საჯარიმოს შიგნით შეიჭრას. ქართველის პირისპირ თამაში ყოველთვის რთულია. როგორც კი ბურთს მიიღებს, მცველი ახლოს უნდა ეთამაშებოდეს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი ფეხბურთელი დაზღვევისთვის ყოველთვის მზად უნდა იყოს.

ტრენტმა კარგი მატჩი ჩაატარა, შესაძლოა ერთ-ორ მომენტში შეცდა, თუმცა ბოლომდე თამაშში დარჩა" - განაცხადა იურგენ კლოპმა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში პირველი ადგილი "ნაპოლიმ" დაიკავა, "ლივერპული" მეორე პოზიციას დასჯერდა, "აიაქსი" ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს, შოტლანდიურმა "რეინჯერსმა" კი გამოსვლა 0 ქულით ბოლო ადგილზე დაასრულა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ფეხბურთის თამაში უკვე სითავხედეთ ფასდება.. მაგარ სწორ გზაზე მდგარა ამდენი წელი ევროპული ფეხბურთი
თქვენს პარტონს
02 ნოემბერი 2022 23:13
5
პენალტი ან არის ან არ არის რას მიქვია 100%-იანი.ფეხბურთში ხელის კვრა თუ მოსულა მაშინ არ იყო.რაც შეეხება სხვაგან წასვლას.მთელი ნეაპოლი შეყვარებულია ხვიჩაზე,მასზე ლოცულობენ,ბავშვები მღერიან,გუნდი კარგად თამაშობს ამაზე დიდი ბედნიერება რაღა არსებობს?ხელფასსაც მოუმატებენ და იქნება სრული ბედნიერება.
ამაშია საქმე
02 ნოემბერი 2022 18:58
0
აბა რააა.ბიჭი ახალი მისულია და რა წასვლაზე ლაპარაკობთ. ჯერ 2-3 ტიტული მოიპოვოს და მერე შეიძლება ტრანსფერების რეკორდიც დაამყაროს.
ALONZO
03 ნოემბერი 2022 20:02
0
როგორც საბჭოთა გამოთქმაა, ჯერ საღამო არაა. ნაპოლიმ თუ წააგო, მაინც პირველ ადგილზე გავიდა მიზანი მინიმუმი მიღწეულია, წინ მერვედფინალია!
ლაშა
02 ნოემბერი 2022 17:35
0
არმინდა ლივერპულში. მხოლოდ ლა ლიგაში უნდა გადავიდეს, პრემიერ ლიგა მისი არაა.
ან ნაპოლიში დარჩეს დიდი ხნით.
მშვენიერი გუნდი კეთდება ნაპოლისგან და ნებისმიერი გრანდისთვის იქნებიან ძლიერი მეტოქეები. თუ გგონიათ არ შეეძლოთ ლივერპულისთვის გუშინ მოგება ძალიან ცდებით. მსაჯმა გააფუჭა თამაში.
პენალი უნდა დანიშნულიყო, იდ გოლი უნდა ჩათვლილიყო.
მარადონაზე როგორც უშანსოდ მოუგეს იმას აღარ ვლაპარაკობ.
ენფილდი იყო და არ მოაგებიეს რა
!!
02 ნოემბერი 2022 15:27
1
ეგეთი ოფსაიდის გამო 4 გოლი გაგვიუქმეს შარშან თანაც რამდენიმე მილიმეტრიანი იყო საბოლოო ჯამში 1 ქულით წავაგეთ პრემიერლიგის ტიტული, ასე რომ ენფილდია ისაა და ესაა რიჯა ბაზარია. რაც შეეხება ნაპოლის ამჟამად რომ ლივერპულზე უკეთესი გუნდია ამას რათ უნდა ტვინის ბურღვა? ლივერპულმა ლიდსთან და ნოტინგემთან წააგო.
დავით2101
02 ნოემბერი 2022 21:41
0
იყიდეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!
LIVERPOOL
02 ნოემბერი 2022 13:46
9
მთლიანობაში მშვენიალური თამაში ქონდა ხვიჩას.
- ჯერ ერთი არნოლდი როგორც მცველი ხო დაიპყრო და ააოხრა და მერე მეორე შეტევაში ჩართვის საშუალება არ მისცა. შესაბამისად, სალაჰი დე ფაქტო გამოთიშული იყო თამაშიდან. კუთხურის შემდეგ გატანილი ტაპინი არ ცვლის ამ სურათს.
- ხვიჩაზე პენალტის დადება შეიძლებოდა. ასპროცენტიანი პენალტი არ იყო, მაგრამ მსაჯს რომ დაედო ვინ შეედავებოდა რო? პენალტის ყველა ფორმალურ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა ეგ ეპიზოდი.
- ძალიან მაგარი ასისტის მომენტში უბრალოდ არ გაუმართლა.
პასივში შეგვიძლია ჩავუთვალოთ ის, რომ რამდენიმე ეპიზოდში არადასარტყამი პოზიციიდან დაარტყა...
ასევე, გუშინ კვარა ცენტრსა და მარჯვენა ფლანგზე ნაკლებად გადადიოდა. სავარაუდოდ, ეგ სპალეტის სიფრთხილის ამბავია. წიპა, არნოლდი მთელი თამაში სტროგად უნდა ყოფილიყო თავის ნახევარზე, რასაც კვარას მარცხენა ფლანგზე მუდმივად ყოფნა ჭირდებოდა.
ერთი მხრივ, არის ლოგიკა სპალეტის გადაწყვეტილებაში. არნოლდს თუ დაცვაში გააჩერებ, ლივერის შემტევი პოტენციალი ეცემა, რამეთუ არნოლდი ბოლო წლების საუკეთესო მცველია შეტევაში, პლუს სალაჰსაც ეზღუდება თავისუფლება.
მეორეს მხრივ, ხვიჩას გადასვლა ცენტრსა და მარჯვენა ფლანგზე სერიოზულად გიზრდის შემტევ პოტენციალს.
ერთი სიტყვით, პრიორიტეტების ამბავია.... აი სასუოლოსთან ცენტრშიც შეიწევს მარცხენა ფრთაზეც გადავა და ვნახავთ რა ჯაფა დაადგებათ ბერგამოელთა მცველებს.
Charley
02 ნოემბერი 2022 12:55
0
კლოპის სღტაცება 100 სპეციალისტის აზრს მირჩევნია!
გია
02 ნოემბერი 2022 12:04
0
მერე თვალები სად გქონდა გეყიდა თავის დროზე დიასს რო მიათხლიშე 45 თუ 60 მილიონი ყველა ბრაზილიელი და პორტუგალიელი რონალდო ფიგუ რო გგონიათ მაგათ იქითაც თამაშობენ ფეხბურთს..... ისე რატომღაც მგონია რომ სიტი მოისურვებს ხვიჩას ყიდვას და მართლა იფრენს გვარდის ხელში.... სად სილვას და დებრუინის გაჩითული პასები და სად ნაჯახა ანგისას და ნდომბელეს ნაწვალები ვაი პასი...
რონი
02 ნოემბერი 2022 11:59
3
და იმ უსაქმურ ნუნიესში 100 მილიონი გადაიხადა კლოპმა. ვფიქრობ უეჭველი წაიყვანს კლოპი. თან ხვიჩას ნათქვამი აქვს მწვრთნელებთაგან კლოპი რომ ევასება. ახლა პირველზე იქნებოდნენ მერსისაიდელები ხვიჩა რომ ჰყოლოდათ
ვანჩოპე
02 ნოემბერი 2022 23:04
0
დიდებული კომენტარია,. ხვიჩამ უდიდესი სიამოვნება და სიხარული მოგვანიჭა. Სიტყვებით ვერ აღვწერ ეს რა მოვლენაა ჩვენთვის.
Რერო
02 ნოემბერი 2022 11:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული