ნეაპოლში ხვიჩას მანქანა მოჰპარეს - გამოძიება დაწყებულია

AutoSharing Option
Corriere dello Sport-ის ცნობით, ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას ახლად შეძენილი ავტომობილი Mini Countryman-ი მოჰპარეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანქანა ღამით მოიპარეს, როდესაც ფეხბურთელს ეძინა.

გამოცემა იტყობინება, რომ პოლიციაში საჩივარი შეტანილია და საქმის გამოძიებაც დაწყებულია. "ნაპოლის" გულშემატკივრები მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელებში გამოეხმაურნენ და სამარცხვინო უწოდეს.

მიუხედავად მომხდარი ინციდენტისა, ხვიჩამ დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა და "ატალანტასთან" მატჩისთვის ემზადება.

Mini Countryman
მკითხველის კომენტარები / 45 /
რათქმაუნდა არასასიამოვნო ფაქტია. მაგრამ ასეთი რამ ბევრ დიდ ფეხბურთელებს შემთხვევიათ, გავიხსენოთ ის ფაქტი რომ თავად ნაპოლის ყოფილ ვარსკვლავს ჰამშიკსაც შეემთხვა და თავად სპალეტისაც, ასე რომ ეს არ არის ტრაგედია. ხვიჩა დიდი ადამიანია, სულით ძლიერი კაცია და ეს ფაქტი მასზე გავლენას ვერ მოახდენს. წარმატებები ხვიჩას და უფალი ფარავდეს!
ირაკლი
19:48 03-11-2022
2
რა ტვინი წაიღეს ამ ქართველის ძახილით. ნეაპოლელბი ბოდიშს უხდიან ხვიჩას და თავს დამნაშავედ გრძნობენ რადგან ეგ შემთხვევა ნეაპოლში მოხდა. ქართველები კიდე შეუვარდნენ და ქართველი იქნებოდაო, რა სირცხვილია კარგით რაა...

როგორც გავიგე ქურდობის მომენტში ხვიჩა სახლში იყო, კიდე კაი არაფერი დაუშავეს ბიჭს. დააბრუნებიებენ მაგ მანქანას ,უბრალოდ ტეხავს ასე ქაჯებივით შევარდნა და ქართველი იქნებოდას ძახილი, როცა არაფერი იცი.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული